დასასრული

3.3K 278 57
                                    

- აი,მე რა მაინტერესებს, იუკისთან რა ხდება? - ემილიმ გადაწყვიტა სიჩუმე დაერღვია და მოხერხებულად წამოჯდა რომ ჩაი დაელია.

- მის მშობლებს დავურეკე და წაიყვენეს.როგორც აღმოჩნდა,მშობლების თანხმობის გარეშე მოვიდა ჩემთან „საცხოვრებლად". - ჩაიხვნეშა თეჰიონმა. - ის ხომ უკვე 20 წლისაა,მაგრამ მისი მშობლები მთლიანად აკონტროლობენ მას,უნდა ეს თუ არა.საინტერესოა,აქ როგორ მოვიდა, თუ ისინი პუსანში ცხოვრობენ...

- აჰა,ძალიან უცნაური გოგოა.ხოო,და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. აქ დარჩენას აპირებ,მაგრამ სად უნდა დაიძინო? - დაინტერესდა წაბლისფერთმიანი,და მწვანე ჩაი მოწრუპა.

- რას ნიშნავს სად?აი აქ,შენთან. - თეჰიონმა,ვითომაც არაფერი ემილის ლოგინზე მიუთითა,ემილიმ კი ამის გაგებისას კინაღამ მწვანე ჩაის ფანტანი გამოუშვა პირიდან. - აბა შენ სად მირჩევ,რომ დავიძინო?იატაკზე? - თეატრალურად განაწყენდა თეჰიონი,და ტუჩები წინ წამოწია.

- მე გირჩევ,რომ სახლში წახვიდე და იქ დაიძინო!და საერთოდ ვინ გთხოვა,რომ აქ დარჩენელიყავი?.კიდევ რა გინდა!და ჩემთან ძილიც მოინდომა! - დაიწუწუნა ემილიმ.

- ბებო, რატომ გაბრაზდი?მე შენზე ვზრუნავ.ხო მართლა,წამლები დალიე? - იკითხა ბიჭმა.

- დავლიე,დავლიე.ოჰჰ,უკვე თავი მომაბეზრე ამ ბებოს ძახილით!წადი რა აქედან! - ემილის გაეღიმა და თეჰიონს ბეჭი გაკრა.

საბოლოო ჯამში წყვილმა მთელი საღამო ნოუთბუქში, რაღაც ფილმის ყურებაში გაატარა, ბოლოს კი ორივემ ემილის ლოგინზე დაიძინა,ისე,რომ ფილმის ყურებაც არ დაუმთავრებიათ.

მომდევნო დღეს ემილიმ თეჰიონი მაინც გაუშვა სახლში.და კიდევ მესამე დღეს ემილიმ ვერ მოითმინა,იუნასაც არ დაუჯერა,და უნივერსიტეტში წავიდა.

- ყველას მოგესალმებით! - ხმამაღლა თქვა ემილიმ და იმ წამსვე თეჰიონისგან შუბლზე წკლიპურტი მიიღო,ამას კი იქ მყოფების სიცილი მოჰყვა. - ეს რისთვის? - დაინტერესდა წაბლისფერთმიანი,რომელიც დარტყმულ ადგილას ხელს ისვამდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now