--13--

2.9K 268 26
                                    

- ახლა, მორჩი კამათს. უბრალოდ წამლების დასახელება მითხარი, ახლა მგონი უკეთესად ხარ. - თეჰიონი არადა არ ნებდებოდა.
- მომშორდი, და თავი დამანებე! - ახლა უკვე ხმამაღლა უთხრა ემილიმ.
- მოკლედ! - თეჰიონმა გადაწყვიტა ემილი შეეშინებინა. ისიც ავიდა ლოგინზე და ემილის გადააჯდა. გოგონას ხელები თავის ხელებში ახლართა და ემილის თავთან ახლოს დადო. თეჰიონი ემილისთან ისე ახლოს მივიდა, რომ მისი ცხვირი გოგონას ლოყას ეხებოდა. ემილიმ შიშისგან იმ წამსვე თვალები დახუჭა.- უბრალოდ მითხარი, რა უნდა ვიყიდო. - მკაცრად თქვა მან, ისე რომ არ შეუმჩნევია, როგორ უხერხულ პოზაში იმყოფებოდა.
- კარგი, კარგი, უბრალოდ ადექი, სულელო... - გოგონა საბოლოოდ დანებდა.
ადეკვატურად უთხრა წამლების სახელები,და შვებით ამოისუნთქა, თან კმაყოფილ თეჰიონს უყურებდა.

ადეკვატურად უთხრა წამლების სახელები,და შვებით ამოისუნთქა, თან კმაყოფილ თეჰიონს უყურებდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


რამოდენიმე ხნის შემდეგ რაც თეჰიონი წავიდა, გოგონას ჩაეძინა. როდესაც ბიჭი დაბრუნდა, მან ყური დაუგდო : სიწყნარე იყო. ხელში პაკეტი ეჭირა წამლებით სავსე. თეჰიონი ემილის ოთახში შევიდა.
- ემილი,მ... - ბიჭმა სათქმელი არ დაამთავრა, როცა მძინარე ემილი დაინახა - ჯანდაბა...
თეჰიონმა არ იცოდა, როგორ ემკურნალა ავადმყოფისთვის. მის სახლში ყოველთვის მოსამსახურეები იყვნენ, ის ხომ მდიდარი ოჯახის შვილია. თუ ავად გახდებოდა, სულ ისინი მკურნალობდნენ.ბიჭი იხსენებდა თუ რას აკეთებდნენ ისინი,სამზარეულოში შევიდა, და წამლები მაგიდაზე დააწყო. უცებ რაღაც აზრზმა გაუელვა. ბიჭი ემილისთან მივიდა და ხელი შუბლზე ფრთხილად დაადო. მისი შუბლი ძალიან ცხელი იყო,რაც ტემპერატურაზე მიუთითებდა. თეჰიონი სააბაზანოში შევიდა და ნაჭერი ცივი წყლით დაასველა. სიაში ახლა სიცხის დამწევი წამლების მიღება იყო, ამიტომ ბიჭმა გადაწყვიტა ემილი გაეღვიძებინებინა, და რამოდენიმე წამალი მისთვის მიეცა, შემდეგ კი დაეხმარებოდა, რომ სიცხე მისთვის დაეგდო. თემ გოგონა გააღვიძა, ემილიმ კი მძინარე სახით უსიტყვოდ ყველა წამალი მიიღო და იმ წამსვე უკან დაწვა. თეჰიონმა შუბლზე სველი ტილო დაადო,შემდეგ შავთმიანი გავიდა სამზარეულოში და სკამი წამოიღო, გოგონას ლოგინის წინ დადო და დაჯდა. გოგონას ყურადღებით აკვირდებოდა, ისე რომ ბიჭი ვერ ხვდებოდა, რომ მისი ყურებით ტკბებოდა : თეთრი კანი, ლამაზი დახუჭული თვალები. ეს თვალები ხშირად უყურებდნენ მას ხან ბრაზით, ხან ხალისით და ხანაც გამომწვევად. ტეჰიონმა უკვე მისი ცისფერი- მონაცისფრო თვალები ზეპირად იცოდა. გოგონა მის მიმართ არაფერს გრძნობდა, ჯერ-ჯერობით. ემილის მას ჯერ მარტო უღიმოდა და  ეჩხუბებოდა. და ამაზე ბიჭს გაახსენდა თუ ის სულელი ბიჭი ნოკაუტში როგორ ჩააგდო. წაბლისფერთმიანი მართლაც არ იყო ჩვეულებრივი: მისი მთავარი ღირებულება აღნაგობა არ იყო(თვითონ თეჰიონს მიაჩნდა, რომ ის ლამაზი იყო), არამედ მისი ხასიათი. თეჰიონისთვის ახლაც გამოცანაა, თუ როგორ შეძლო მასთან ლაპარაკი როდესაც ის სრულიად გატეხილი ნახა. საინტერესოა, ჰქონია თუ არა მას როდესმე ვინმესთან ურთიერთობა? უკოცნია თუ არა ვინმესთვის? დაწოლილა თუ არა ვინმესთან? მაგრამ უცებ ბიჭს გაახსენდა, გუშინდელი შემთხვევა, როცა გოგონა გამოტყდა რომ ზასოსის დატოვება არ იცოდა, ამაზე კი ბიჭს ჩაეღიმა. თეჰიონმა გადაწყვიტა დრო გაეყვანა და მისი ოთახი დაეთვალიერებინა. არც თუ ისე დიდი ოთახი :საწერი, მაგიდა, კომოდი, კარდა - და ეს ყველაფერი რძიანი შოკოლადის ფერებში იყო.მაგიდაზე რამოდენიმე წიგნი ეწყო. თეჰიონი დაინტერესდა და ახლოს მივიდა. ერთი წიგნი ფსიქოლოგიაზე იყო, ორი - სიყვარულზე. ბიჭმა აღწერის წაკითვა დაიწყო : პირველი წიგნი იყო გოგონას შესახებ, რომელიც ყველას ეგონა რომ პრანჭია და უხეში ხასიათების იყო, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ იყო. თეჰიონს გაეღიმა. ნუთუ ასეთ მებრძოლ გოგონას ასეთი რაღაცეები მოსწონს? დაინტრიგებულმა, მეორე წიგნი აიღო. მას მეორე უფრო საინტერესოდ მოეჩვენა - ის იყო ბიჭის შესახებ,რომელიც ძალიან აუტანელი და ცუდი ხასიათის იყო, და გოგონა-ათოსანზე, რომელიც ამ ბიჭზე შეყვარებული იყო. ბოლოს რათქმაუნდა ერთმანეთ გამოუტყდნენ და შეყვარებულები გახდნენ. ბიჭმა კიდევ გაიღიმა და წიგნი ხელში აიღო.  დაახლოებით ერთ საათიანი ფურცვლის შემდეგ,  ბიჭი ბოლო გვერდზე აღმოჩნდა. როდესაც ბოლო სიტყვები წაიკითხა, ამოისუნთქა : მას ძალიან მოსწონდა ასე ადვილად წასაკითხი წიგნები, რომლებიც შეეეძლო ერთ საათში წაეკითხა.
თეჰიონი თავის ავადმყოფთან დაბრუნდა. გოგონა ძილში რაღაც ბურტყუნებდა და თან მძიმედ სუნთქავდა.
- თ-თეჰიონ!არა!თ-თ...- თეჰიონმა ინტერესით გააგრძელა ემილიზე დაკვირვება. ის რა, ემილის ესიზმრება?ჰაჰა. - თეჰიონ! სულელო! - თეჰიონს არ გაკვირვებია, რომ ძილშიც მას ასე უძახის. ბიჭმა სველი ნაჭერი ახლით შეუცვალა. გოგონამ ამაზე სწრაფად გაახილა თვალები.ბიჭს შეეშინდა, მაგრამ ემილის თბილი ღიმილი მაინც აჩუქა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now