--21--

2.4K 219 33
                                    

და ისე, თუ დავფიქრდებით,ემილიმ თეჰიონის შესახებ არაფერი არ იცის...

- თეჰიონ?

- მმ?

- თე...მომიყევი შენზე რამე... - ცოტათი უხერხული იყო,და ემილი თითქოსდა კონსპექტებს დაჟინებით კითხულობდა,მაგრამ სინამდვილეში კი რვეულს ტყუილად იყო მიშტერებული. - უბრალოდ მე შენზე საერთოდ არაფერი არ ვიცი...

თეჰიონმა გოგონას კითხვის ნიშნით შეხედა, შემდეგი კი პატარაზე გაიღიმა.

- ჰმ,ისეთი არაფერია.ჩემი მშობლები - ჩვენი,კიმების კომპანიის მართველები არიან. მე, კი ამ კომპანიის მომავალი მმართველი. უზრუნველად და კარგად ვცხოვრობთ,ეს სახლი კი მშობლებმა მიყიდეს.სიმართლე რომ გითხრა უწინ აქ იშვიათად ვათენებდი. - ემილიმ წარბები აწია, - მე და ჩემს მეგობრებს კლუბებში სიარული გვიყვარს.გვიყვარდა. - გამოასწორა მან. - როგორც ჩანს,ახლა მთელი კამპანია კლუბში საერთოდ ვერ წავალთ,ახლა ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს. - თეჰიონმა მოწყენილად ამოიოხრა, ემილის კი ამაზე გააეღიმა.

- და თქვენ ამ „კლუბებში" რას აკეთებდით? - დაინტერესდა ემილი.

- ნუუუ, შენ როგორ ფიქრობ?ვსვამდით და გოგონებს ვიცნობდით. - უპასუხა უბრალოდ თემ.

- გოგონებს იცნობდით? და ახლა შეყვარებულის გარეშე რატომ ხარ? - ემილის ტვინი ასეთ თვალსაჩინო ნამიოკებზე თვალს ხუჭავდა, თეჰიონს კი ამაზე ეცინებოდა.

-როგორც ჩანს,ჯერ კიდევ ისეთი პატარა ხარ,რომ ვერ ხვდები მე რას ვამბობ.წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე შენ ამას მიხვდებოდი. - ღიმილით უთხრა თეჰიონმა.ემილის ტვინამდე უკვე მიაღწია თეჰიონი რაზეც ეუბნებოდა და გაწითლება დაიწყო. - ოუუ,როგორც ჩანს მიხვდი ხომ?

- მოდი რა ცოტათი შევისვენოთ.დავიღალე ამდენი სწავლისგან. - უცებ შეცვალა თემა ემილიმ.

- კარგი, როგორც გინდა. - თეჰიონი გოგონას მუხლებიდან ადგა,რის შედეგადაც გოგონა გაიზმორა.ემილიმ ხელები მაღლა აწია,თეჰიონმა კი ვერ მოითმინა,და ემილის მუცელზე უჩქმიტა,რის გამოც გოგონას სახე პომიდორივით წითელი გახდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now