--4--

3.4K 325 24
                                    

სახლში შესვლისთანავე გოგონებმა საშინაო ტანსაცმელი ჩაიცვეს.

- დღეს საჭმელს ვინ ამზადებს? მემგონი შენ, ემილი. როგორც მახსოვს გუშინ პიცა შევუკვეთეთ, გუშინწინ კი მე მოვამზადე.

- კარგი,ხო. - დაეთანხმა ემილი და სამზარეულოში შევიდა. წაბლისფერთმიანმა კიმჩის მომზადება გადაწყვიტა და თან ნახევრადცარიელ მაცივარში ინგრედიენტების ძებნა დაიწყო. " ხვალ აუცილებლად მომიწევს მაღაზიაში წასვლა". - გაიფიქრა თავისთვის ემილიმ.

რამდენიმე ხანში კიმჩი მზად იყო და გოგონებმა გადაწყვიტეს საღამო ვახშმის მირთვევასა და ლაპარაკში გაეტარებინათ.

- ძალიან გამიკვირდა, როდესაც ისეთები, როგორიც "მეფეები" არიან ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ. - იუნამ ფრთხილად აიღო სტაფილო და პირისკენ გააგზავნა, - შუგა ადგომაში დამეხმარა, თან ისეთი მზრუნველი ხმით მეკითხებოდა, კარგად ვიყავი თუ არა და რამე ხომ არ მტკიოდა, რომ საღამოს დასასრულს თავი სრული ბოსტნეული მეგონა, ისევე როგორც ესენი არიან, - გოგონამ ჩხირებით რამ
დენიმე ნაჭერი სტაფილო აიღო, რაზეც ემილის გაეცინა.

- ნატალია ძალიან უცნაურად იქცეოდა. ის საერთოდ უცნაურია, მაგრამ ყურადღება მიაქციე, თეჰიონს როგორ აიგნორირებდა? იმის შემდეგ, რაც ჯონგუკი მომხდარის შესახებ მოგვიყვა, თავში ამომიტივტივდა, რომ რამდენიმე დღის წინ ყური მოვკარი როგორი აღტაცებით უყვებოდა თავის დაქალებს მათი "პაემნებისა და ცეცხლოვან ღამეების შესახებ". თავი ძლივს შევიკავე რომ ამ ყველაფრისგან გული არ ამრეოდა. კარგი, და თუნდაც ერთმანეთს მართლა ხვდებოდნენ და პაემნებზე დადიოდნენ, ამის ყოველ კუთხეში გამოცხადება რა საჭირო იყო ჩემამდე არ დადის. ნატალია, რა თქმა უნდა, ცნობილი სახეა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ურთიერთობების შესახებ ტყუილების გავრცელებას დაიწყებდა. - ემილიმ ვერანაირად ვერ შეძლო „ბარბის" საქციელის ახსნა, სწორედ ამიტომ მისი უაზრო საქციელით მუდმივად გაოცებული რჩებოდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now