--23--

2.3K 224 23
                                    

მინჰომ ნოუთბუქი მოიტანა და ემილის და იუნას შორის ჩაჯდა.<<აბაა,ვნახოთ...>> ჩაფიქრებულად წამოიძახა მინჰომ და გაცნობის ყველაზე პოპულარული საიტი დაგუგლა.როდესაც საიტზე შევიდნენ, ემილიმ რამოდენიმეჯერ შემოირტყა თავში ხელი<<ღმერთო რაზე დავთანხმდი>> - გაიფიქრა წაბლისფერთმიანმა, როდესაც ვარდისფერ ფერებში მორთული საიტი დაინახა, სადაც კიდევ რამოდენიმე გული იყო მიწებებული.
- ღმერთო, რა უგემოვნოა.- ჩაიბუტბუტა მინჰომ, რაზეც ემილიც დაეთანხმა. - კარგი,მორჩა ჩვენ აქ „სუპერ" დიზაინის სანახავად არ შემოვსულვართ. მიდი შენი ერთი ფოტო გამომიგზავნე,პროფილზე რაღაც ფოტო ხომ მაინც უნდა დავდოთ. - ახლა ემილიმ ძალიან უკმაყოფილოდ ამოისუნთქა.ემილის რომელი ფოტოც შეხვდა პირველი ის გადაუგზავნა დაქალს,და თან აკვირდებოდა,თუ როგორ ქმნიდა პროფილს მინჰო.როდესაც დაარეგისტრილა,შავთმიანმა ემილის სახელის,გვარის, ასაკი და სხვა დანარჩენების შევსება დაიწყო. <<კარგი, ახლა ყველაზე საინტერესო>> - კმაყოფილად გაახახუნა ერთმანეთზე ხლები მინჰომ,და ღიმილით გახედა დაქალს.

- ემილი, რა დავწეროთ <<შენს შესახებ>>  გრაფაში?>> - იკითხა იუნამ.

-მმ...მოდი რაღაც უბრალო : <<ვეძებ ბიჭს, დაახლოებით 20 წლის, სეულში მცხოვრებს,უბრალოდ ვილაპარაკებთ, და დანარჩენს შემდეგ ვნახავთ>> - მინჰომ ტუჩები გამობზიკა.

- მოდი პირდაპირ დავწეროთ <<მე ვარ ემილი,66 წლის და დამეხმარეთ>>,ა? - იმ წამსვე წამოიყვირა შავთმიანმა. - მიდი რამე ნორმალური მოიფიქრე.

- მაშინ შენ რაც გინდა ის დაწერე,ჩემთვის სულ ერთია, იქ მხოლოდ ერთი დღით ვიქნები დარეგისტრირებული, მეტი კი არა. - უბრალოდ უპასუხა ემილიმ,მინჰომ კი იმედგაცრუებულად ამოისუნთქა.

საბოლოო ჯამში კი ემილის პროფილზე ეწერა : <<გამარჯობა, მე ვარ ემილი. 20 წლის, და მე,როგორი უცნაურიც არ იყოს,ვეძებ ბიჭს.დაინტერესებული ვარ სიმპატიურ ბიჭებში,დაახლოებით ჩემი ასაკის, რომლებთანაც ურთიერთობა საინტერესო იქნება>>. ემილიმ აღნიშნა,რომ მინჰო ამ გაცნობითი საიტებით ძალიან დაინტერესებული იყო, და როგორც ჩანს ამას პირველად არ აკეთებდა. სისტემა ასეთი იყო : თქვენ გიგზავნიან ბიჭის პროფილის ლინკებს,რომლებიც შენს მოთხოვნილ პარამეტრებს შეესაბამება, რომელიც პროფილზე გაქვს მითითებული. და ასევე იგზავნება შენი ანკეტა იმათთან,ვისაც შენი ინფორმაცია მის მოთხოვნილს შეესაბამება. თუ ვინმეს შენი მოეწონება,შენთან მოვა წერილი სადაც არის შემოთავაზება - მისწერე მას ან არ მისწერო.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now