--19--

2.7K 248 53
                                    

თეჰიონმა წაბლისფერთმიანი მიწაზე დასვა,თანაც გამარჯვებულივით იღიმოდა.ბიჭმა გოგონას ტელეფონი აიღო და ემილის ნომერი თავის ტელეფონში ჩაიწერა.მან იმ წამსვე ზარი გაუშვა გოგონას ტელეფონზე და ახალი კონტაქტი შექმნა.ემილი თეჰიონის გვერდით იდგა და ხტუნავდა, ბიჭის სიმაღლის გამო, რადგან აინტერესებდა,რას აკეთებდა ბიჭი მის ტელეფონში.მისი მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა და წაბლისფერთმიანმა მაშინ დაინახა ახალი კონტაქტი,როდესაც თეჰიონი მის ტელეფონში რაღაცის გაკეთებას მორჩა და ტელეფონი დაუბრუნა.

- „საყვარელი თეთე"?კარგი,გავჩუმდები - ღიმილით თქვა ემილიმ,მაგრამ სახელი არ შეუცვლია.

ლექციების შემდეგ,ემილის კიდევ უნდოდა კლასში დარჩენა,რომ რამოდენიმე თემა დაემუშავებინა,რომელიც გამოტოვა,სანამ სახლში იწვა.ფანჯრებთან უკვე ჩამოღამდა,და ემილი უკვე კმაყოფილი სახით,რომელსაც უამრავი კონსპექტი გაეკეთებინა,უნივერსიტეტის ჭიშკარს გასცდა.ყველგან ღამის სეულის ლამპიონები ანათებდა.ემილიმ გადაწყვიტა ყურსასმენები არ გაეკეთებინა და ამ საოცარი სიწყნარით დამტკბარიყო.გოგონა რომელიც ცარიელ ქუჩაში  მიდიოდა სადაც ხალხი არ იყო, მის სახლს მიუახლოვდა.ემილის კიდევ უნდოდა გასეირნება,მაგრამ ეს სიცარიელე და ცარიელი ეზოები მას აშინებდა.უცებ ის გაახსენდა,რომელიც ემილის არანაირად არ უნდოდა,რომ გაეხსენებინა.უცებ მისი ტელეფონი აბზუილდა.<<ეს რა არის?>> - გაიფიქრა ემილიმ და ტელეფონი ამოიღო.

საყვარელი თეთე :

                                                           გამარჯობა.შენთვის ნომერი ტყულად                                                                              არ გამომირთმევია)სახლში ხარ?

ემილი :

                                                                  არა, ჯერ არ ვარ სახლში,მაგრამ                                                                    ახლოსმდებარე ქუჩაში მივებიჯებ.მაგრამ                                                   თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ვიღაც                                                            მითვალთვალებს.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now