--11--

2.9K 265 37
                                    


სანამ თამაშს დაიწყებდნენ, გოგონებმა ბიჭებს აიძულეს იქაურობა დაელაგებინათ: სამზარეულოს ყოველ კუთხეში მიმოფანტული იყო პაკეტები და ჩიფსების შეფუთვები, გაზიანი სასმელების ცარიელი ბოთლები. ემილიმ თამაშისთვის ერთი ცარიელი ბოთლი დაიტოვა, დანარჩენი კი ნაგავში გადაისროლა. შეთანხმდენ რომ ბოთლის თავი ვისთანაც გაჩერდებოდა, ის შეასრულებდა სურვილს. ჰობიმ ბოთლი დაატრიალა. თავი ჯიმინთან გაჩერდა, ხოლო ძირი თესთან. თეჰიონმა ხელები ერთმანეთზე გაახახუნა და ბოროტულად გაიღიმა.

- მოკლედ...იუნას მხრებზე ან ზურგზე შეისვამ, - იუნამ კითხვის ნიშნით წარბები აზიდა, - და ოც ბუქნს გააკეთებ, ხოლო თუ ვერ შეძლებ ყველასგან სახეში მიიღებ. - თეჰიონს თავისი ბავშვური სურვილის გამო გაეღიმა.

ჯიმინი რამდენიმე წამში ადგა და იუნას მიუახლოვდა. მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს რომ მხრებზე შეჯდომა ჯობდა, ვინაიდან ეს ჯიმინისთვისაც უფრო ადვილი იქნებოდა და იუნაც არ გადმოვარდებოდა.

- ერთი! ორი! სამი! - ჰოსოკი და თეჰიონი ერთ ხმაში ითვლიდნენ. ჯიმინმა პირველი ათი ბუქნი ადვილად გააკეთა.

- თვრამეტი! ცხრამეტი! და ბოლო! - ქერათმიანმა ოცივეს გაკეთება შეძლო, მაგრამ იუნამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ვარდნა დაიწყო.

- იუნა! - იუნგიმ გოგონას დაჭერა თავის დროზე შეძლო და ძირს ფრთხილად დასვა.

-მმ-მადლობა, იუნგი, - გოგონამ ბიჭს გაუღიმა და სირცხვილისგან თავი ჩახარა. ემილის ეს ყველაფერი საყვარლობად ეჩვენებოდა. წაბლისფერთმიანი დარწმუნებული იყო, რომ იუნგიც არ იყო იუნას მიმართ გულგრილი.

ბოთლის მეორეჯერ დატრიალების შემდეგ, მისი თავი თეჰიონთან გაჩერდა, ხოლო ძირი - ჰობისთან. ჰოსოკმა ბოროტულად ჩაიცინა.

- მოკლედ! თეჰიონ, ემილის სამ ზასოსს დაუტოვებ: ორს ყელზე და ერთს ხელზე, - ემილის თვალები გაუფართოვდა. თეჰიონმა თანხმობის ნიშნად ჰოსოკს თავი დაუკრა, "ოქეი" მიაძახა და გაფითრებული გოგონასკენ შებრუნდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now