--9--

3K 280 79
                                    

ბიჭებს იუნა და ემილი ჯერ კიდევ ზურგს უკან ჰყავდათ ამოფარებული.

- თქვენთვისვე აჯობებს ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიში მოიხადოთ. - ბიჭებმა ბოროტულად ჩაიცინეს. - ო, თქვენი დაქალებიც აქ არიან? საინტერესო იქნება მათი ყურება, როდესაც მუხლებზე დაჩოქილები თქვენს შენდობას გვთხოვენ! - და კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინეს. 

- ბიჭებო, სჯობს ერთმანეთს მეგობრულად დავშორდეთ, ჩხუბის გარეშე - ნამჯუნმა "ბანდის" უფროსს სერიოზული სახით შეხედა.

- ოუ, ამათ შეხედეთ! რაიყო, ხომ არ შეგვეშინდაო?

- კი, შეგვეშინდა. მაგრამ იცი რისი? გვეშინია, რომ თავს ვერ შევიკავებთ და მაგ იდიოტურ სახეს ისე გაგიერთიანებთ, რომ საკუთარმა დედებმაც კი ვერ შეძლონ თქვენი ცნობა. სწორედ ამიტომ, სანამ გვიანი არ არის, უბრალოდ დავშორდეთ და ამის შემდეგ თავი დაგვანებეთ. - მშვიდი ტონით წარმოთქვა ჯინმა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ემილი გრძნობს, რომ ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება.

"ბანდის" უფროსი ჯინთან უსიტყვოდ მივიდა და დასარტყმელად ხელი მოუქნია. ჯინმა მომავალი დარტყმა მარტივად აიცილა და თან ხელი დაუკავა. ბიჭმა იმწამსვე ცალი ხელი თეჰიონს ჰკრა და კინაღამ ტრიბუნებიდან გადააგდო, მაგრამ მეგობარმა დროულად დაიჭრეს. უცნობებმა ბიჭები შუაში მოაქციეს და შესატევად მოემზადნენ.

- ჯონგუკ, სასწრაფოდ მოაშორე აქაურობას, - ჰოსოკმა, რომელმაც მისკენ მომავალი მორიგი დარტყმა აიცილა, ქუქის გადაუჩურჩულა, - სწრაფად!

გუკმა სწრაფად მოჰხვია ორივე შეშინებულ გოოგნას მხრებზე ხელი და მოშორებით გაიყვანა, მაგრამ იმწამსვე ბიჭების დასახმარებლად უკან გაიქცა. ყველა ერთმანეთში აირია, ისმოდა დარტყმების ხმები, ბევრი გინება. გოგონები იდგნენ და შიშისგან განძრევაც არ შეეძლოთ.

- შეჩერდით, თორემ ბოლოს მოვუღებ! - ემილის ყურთან "ბანდის" აუტანელი უფროსის ხმა გაისმა. ბიჭმა მას ცალი ხელი წელზე სწრაფად მოხვია, მეორე კი გოგონას მკერდზე მოათავსა და მაგრად მოუჭირა. ემილიმ ტკივილისგან დაიკივლა. - აბა, ამაზე რას იტყვით!?

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now