--2--

4K 334 15
                                    

ემილიმ და იუნამ ნაბიჯს აუჩქარეს და გარეთ, სუფთა ჰაერზე გამოვიდნენ.

- ღმერთო, ნეტა ნატალია ოდესმე თუ დაჭკვიანდება? - იუნამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა - კარგია, რომ თეჰიონმა ადგილზე მოსვა.

- ხოო, - ემილი შემობრუნდა და უნივერსიტეტს თვალი მოავლო. ელიტა ის არის ვისაც ფული და ჭკუა აქვს. თითქმის ყველა სტუდენტის მშობლები მსხვილი კომპანიების უფროსები, ან ამ კომპანიებში მომუშავეები არიან. ემილის დედ-მამა კი ჩვეულებრივი ადამიანები არიან - დედა ქირურგი, მამა კი ინფრომატიკის მასწავლებელი. დედამისის სახელგანთქმულობის წყალობით ისინი უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე საშუალო შემოსავლიანი ოჯახები, მაგრამ ამის მიუხედავად მათ მდიდრებს ვერ დავარქმევთ. ემილის მშობლები ფულს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდნენ, რათა მათი ქალიშვილი კარგ უნივერსიტეტში მოწყობილიყო და კარგი სახლი ჰქონოდა. დღეს კი ემილი და იუნა ერთად ცხოვრობენ. იუნას მამაც ქირურგია, შესაბამისად მათი ოჯახები დიდიხანია მეგობრობენ, რისი წყალობითაც გოგონებიც დებივით გაიზარდნენ და ერთმანეთი ძალიან უყვართ. უკვე 8 წელია (მეექვსე კლასიდან), რაც ემილი და იუნა საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთს ყველაფერში გვერდში უდგანან. იუნა ძალიან ლამაზი გოგონაა, მოწესრიგებული, ლამაზი სახით, გრძელი წამწამებით, მომაჯადოვებელი შავი თვალებით, შავი მოკლე თმებით, ლამაზი ფიგურითა და მშვიდი ხასიათით. თავად ემილის ცოტათი შურს იუნასი კიდეც, რადგან მიაჩნია, რომ ის იუნასავით ქალური და საყვარელი არ არის. ემილის აქვს ლამაზი ყავისფერი თვალები, გრძელი წაბლისფერი თმა და კარგი ფიგურა, რასაც ემილი არასდროს აღიარებდა. ემილის უცნაური ხასიათი აქვს - ფეთქებადი, ხმამაღალი, მაგრამ ამასთანავე არ არის სულელი და არის პასუხისმგებლიანი.

- ისე, არ ფიქრობ, რომ თეჰიონს ცოტა ზედმეტი მოუვიდა? ეს ხომ მათი პირადი საქმე იყო და ვფიქრობ არ იყო საჭირო ნატალია ამდენი ადამიანის თვალწინ დაემცირებინა, - ემილის წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ეცოდებოდა ნატალია, რომელიც სწავლის დაწყებისთანავე ნერვებს უშლიდა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now