--14--

3K 251 57
                                    

სასადილოში, როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი იყო. ნატალიამ, გვერდი ჩაუარა ისე, რომ კამპანიისთვის არც კი შეუხედავს, მაგრამ მას ეს არ წყენიათ, პირიქით გაუხარდათ. როდესაც აიღეს რაც უნდოდათ, ყველაზე ფართო მაგიდას მიუსხდნენ, რომელთანაც არავინ ჯდებოდა.

- ოო, მეგობრებო გამარჯობა. - მხიარულად მოსაუბრე მეგობრებს ჩუმად მიუახლოვდა მინჰო - იუნას და ემილის თანაკურსელი, რომლებიც მასთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ. როდესაც იუნა არ იყო, ემილი მინჰოსთან ერთად ხშირად სეირნობდა. გოგონა სასიამოვნო აღნაგობის იყო : შავი გრძელი სწორი თმა, რომელიც წელამდე წვდებოდა, ის ყოველთვის მას აწეული ატარებდა, კარგი ფიგურა, რომელსაც ლამაზი ფეხებიც უმშვენებდა. გოგონამ თავისი თავის ფასი იცოდა, ამიტომ სულ ან მოტკეცილი ჯინსები ეცვა ან მოკლე კაბა. - დღეს დაბადების დღე მაქვს, და მინდა, რომ საღამოს ჩემს წვეულებაზე მოხვიდეთ.

ყველა ამაზე დაფიქრდა.ბიჭები იმ წამსვე დათანხმდნენ, რადგან თითქმის ყოველდღე კლუბში სიარული მოსწყინდათ. ემილიმ გაანალიზება დაიწყო : ასეთ წვეულებებზე მას და იუნას სიარული არ უყვარდათ, მაგრამ გართობა უნდოდათ, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ისინი ასეთ წვეულებაზე დიდი ხანია არ ყოფილან. ემილიმ იუნას გახედა,და მიხვდა რომ ისიც იმავეს ფიქრობდა. გოგონები ერთდროულად დათანხმდნენ.

- მაგარია! აი ეს მისამართი, და რვა საათისთვის გელოდებით. - მინჰომ რამოდენიმე ქაღარდი სადაც მისამართი ეწერა, მაგიდაზე დატოვა და შემდეგ მაგიდასთან გადავიდა.

- როგორც ჩანს დასვენებები მხიარულად ჩაივლის, - წამოიძახა ჰოსოკმა თან თვალი გოგონას გააყოლა.

- როგორც ჩანს დასვენებები მხიარულად ჩაივლის, - წამოიძახა ჰოსოკმა თან თვალი გოგონას გააყოლა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now