--15--

2.7K 230 33
                                    

- ოჰჰჰ, როგორ ცხელა, - ემილი ხელებით იბერავდა, რომ ეჩვენებინა, რომ ცხელოდა. რა ცირკი მოაწყო წეღან? გოგონამ თვითონაც არ იცოდა.და ასევე თეჰიონმა.

- მერე წყალი დალიე. - თეჰიონი ინტერესით აკვირდებოდა, როგორ წამოიწყებდა მასთან ლაპარაკს ემილი.დიახ,ემილისგან მსახიობი არ გამოვა.

- თეჰიონ,მადლობა,რომ დამეხმარე. - ემილიმ ეს თქვა და იმ წამსვე ხარბად წყლის დალევა დაიწყო, რომ ეჩვენებინა,რომ ეს მისთვის არაფერია.სინამდვილეში კი გოგონას ეშინოდა,რომ თეჰიონი მას გაუბრაზდებოდა.თვითონ თეჰიონსაც გაუკვირდა.სერიოზულად?

- იცი, მარტო მაგ ერთი მადლობა საკმარისი არაა. - ბიჭმა გადაწყვიტა ემილი შეეშინებინდა.მას ისე ძალიან მოსწონდა,ემილის სწვალება და მისი რეაქციების ყურება.

გოგონა სამზარეულოს ტუმბოსთან მიიმწყვდია, ისე რომ ბიჭმა ორივე ხელით ტუმბოზე დაწყობით გოგონა შუაში მოაქცია, და კმაყოფილმა, გოგონას პირდაპირ თვალებში ჩახედა. წაბლისფერთმიანმა წყალის გადაყლაპვა მოასწრო.სასაცილო იქნებოდა,გოგონას წყალი შეესხა სახეზე სანამ პირში ქონდა,რომელსაც ის ასე ხარბად სვამდა.

- რას აკეთებ? - ემილი,რომელიც ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,ჰკითხა,ისე რომ ბიჭს პირდაპირ თვალებში უყურებდა.ღმერთო, თეჰიონის ეს თვალები.ემილის ისინი ჭკუიდან გადაჰყავდა...ისევ და ისევ,ის მასთან ისე ახლოს იდგა,რომ თეჰიონს სულ თვალებში უყურებდა,აკვირდებოდა მის ლამაზ,შავ თვალებს რომელშიც მის ანარეკლაც ხედავდა,ყოველჯერზე ის ამ თვალებს ზეპირად იმახსოვრებდა, თითოეულ დეტალს,თითქოსდა ემილი მათ ბოლოჯერ ხედავდა.

- ველოდები დამსახურებულ ჯილდოს. - კმაყოფილად წარმოთქვა ბიჭმა.მან შეამჩნია,რომ წაბლისფერთმიანი,თითქოსდა გიპნოზის ქვეშ ყოფილიყოს, ისე უყურებდა მას თვალებში.ამჩნევდა, როგორ ათვალიერებდა ემილი მის სახის ნაკვთებს,ეს კი მას ძალიან მოსწონდა. უეცრად ემილის სახეზე ღიმილმა გაირბინა, და მისმა მონაცისფრო-ცისფერმა თვალებმა ციმციმი დაიწყეს.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now