--17--

2.5K 243 48
                                    

- თეჰიონ, შენ ამ კარადაში დაძებნე, მე კი ამაში - თქვა ემილიმ.
ჯამდაბა, რატომ აკეთებს, რამეს და მერე ფიქრობს? ემილიმ თეჰიონს უთხრა რომ ქვემოთა კარადა შეემოწმებინა, თვითონ კი
ზემოთა. მისი სიმაღლით რას იზამდა. თუ ვინმეს შეაჯდებოდა შეიძლება, მიწვდომოდა.ეჰ, ვერაფერს ვერ იზამ, რომ თქვა, უნდა სცადოს მაინც. ემილი ზემოთა კარადისკენ გაიქაჩა, ფეხის წვერებზეც დადგა და რამოდენიმეჯერ ახტა კიდეც. თეჰიონი ამ სანახაობას ღიმილით უყურებდა. მას ეს ძალიან საყვარლობად ეჩვენებოდა : პატარა, ნამძინარები სახით, სახლში ჩასაცმელ უზარმაზარ მაისურში,რომელიც მას მინჰომ ათხოვა, ხტუნავს და ცდილობს ზემოთა კარადიდან ჩიფსები ჩამოიღოს, ამაზე კი თეჰიონს ეღიმებოდა.

 მას ეს ძალიან საყვარლობად ეჩვენებოდა : პატარა, ნამძინარები სახით, სახლში ჩასაცმელ უზარმაზარ მაისურში,რომელიც მას მინჰომ ათხოვა, ხტუნავს და ცდილობს ზემოთა კარადიდან ჩიფსები ჩამოიღოს, ამაზე კი თეჰიონს ეღიმებოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 ამდენს ვერ გაუძლო და ბიჭმა ხმამაღლა დაიწყო სიცილი. ემილი თავისი საქმით ისე იყო გართული,რომ ეს ვერ შეამჩნია.საოცარია,თეჰიონი დარწმუნებული იყო,რომ მისი ეს საქციელი არ გაუვიდოდა, მაგრამ კიდევ კარგი გოგონა თავისი საქმით იყო გართული.თეჰიონი ემილის ჩუმად მიუახლოვდა და მის უკან დადგა. სანამ გოგონა თავისი საქმით იყო გართული და ხტუნავდა, თეჰიონმა უბრალოდ წელზე ხელი მოჰხვია, ცოტა ძალა დაატანა და ისე მაღლა აწია, რომ როგორც იქნა ემილიმ ეს სულელური ჩიფსები ჩამოიღო.
მოულოდნელობისგან თავიდან ემილიმ წამოიყვირა,მაგრამ შემდეგ მიხვდა, თუ რატომ აწია თეჰიონმა და კარადიდან ის ჩამოიღო რაც უნდოდა. თეჰიონმა წაბლისფერთმიანი მიწაზე დასვა, ის კი იმ წამსვე შემობრუნდა და ბიჭს თვალებში ჩახედა.
- აი, ხომ ხედავ, რა ადვილად ამწიე, და კიდევ იმაზე მიმანიშნებდი, რომ მსუქანი ვარ. - გოგონა ღიმილით უყურებდა თეჰიონს. ორი ლამაზი შავი თვალი გოგონას დაუფარავი ინტერესით უყურებდა. თეჰიონი,ემილისგან სულ რაღაცას ელოდა, ის ფიქრობდა, რომ წაბლისფერთმიანი სხვანაირი იყო და არავის არ გავდა.
- შესაძლებელია, თქვენ სპეციალურად გაჩერდით ამდენ ხანს სააბაზანოში, რომ გევარჯიშათ და წონაში დაგეკლოთ - ჩაიღიმა თემ.
- ჰაჰაჰა, ძალიან სასაცილოა, - იმ წამსვე წამოიყვირა ემილიმ - თეჰიონ? შეიძლება რაღაც გკითხო?
- კი,კი, რათქმაუნდა.
- საცეკვაოდ რატომ დამპატიჟე? რას შეიძლება ეს მივაწერო? - ეს კითხვა ემილის მოსვენებას არ აძლევდა,და მაინც გაბედა ეკითხა მისთვის.
- პფფ, სიმართლე, რომ გითხრა, მე თვითონაც არ ვიცი. მე უბრალოდ შენთან მოვედი და მორჩა, დანარჩენი თავისთვის. - ბიჭმა პატარაზე ჩაიღიმა. - არ მოგეწონა?
- მე გავჩუმდები, შენ როგორაც გინდა ისე იფიქრე. - თქვა გოგონამ.
- იცი, - გაისმა თეჰიონის ხმა, - შენ მართლაც ძალიან ლამაზი იყავი. და ახლაც, საშინაო გრძელ მაისურშიც კი საყვარელი ხარ. - რაღაც მას მოუნდა ეთქვა მისთვის ეს.უნდოდა მისი აწითლებული სახე კიდევ ენახა.
გოგონამ ცოტათი წარბები ასწია, როდესაც იმის გაანალიზება დაიწყო, რაც თეჰიონმა უთხრა. მისმა სახემ ნელ-ნელა გაწითლება დაიწყო.რა საყვარელია.
- ემ, მადლობა?მე უბრალოდ არ ვიცი ამაზე როგორი რეაგირება მოვახდინო.- გამოტყდა ემილი.
- შენ რა, ასე იშვიათად გეუბნებიან კომპლიმენტებს? - დაინტერესდა თეჰიონი.
- ნუ,ხო.იცი, მე მოდელს არაფრიდ არ ვგავარ: არც სიმაღლე, არც ფიგურა, არც სახე. - დაიწყო გოგონამ თავისი თავი ლანძღვა, რაც თეჰიონს ძალიან არ მოეწონა.
- ეს იცი, რომ მე შენი სიმაღლე მომწონს? შენთან ცეკვა მოსახერხებელია, ეს ერთი. ფიგურაც შესანიშნავი გაქვს, ეს ორი, - ამის თქმა და თეჰიონი იმ წამსვე გაჩუმდა. თვითონ ვერ ხვდებოდა რატომ ავსებდა ემილის კომპლიმენტებით. ემილიზე საერთოდ რომ არაფერი ვთქათ.
- თეჰიონ, კარგად ხარ? - ემილიმ ბიჭს შუბლზე ხელი დაადო.
- შენთვის იმდენად უჩვეულოა, რომ ლამაზს გეძახიან?
- საბაბი მაინც გქონდეს, რომ ასე დამიძახო.მე ხომ ახლა შენს წინ საშინაო, გრძელი მაისურით ვდავარ, თანაც ნორმალურად დაბანილიც არ ვარ, და ასეთ კომპლიმენტებს ტყუილად ნუ ისვრი და ხარჯავ, შენი შეყვარებულისთვის შეინახე. -   სერიოზულად თქვა ემილიმ.
- თქვენ რა მაქ ჩაგეძინათ, თუ რა არის?! აწიეთ თქვენი საჯდომები, და ჩქარა მოდით, ჭამა გვინდა! - მეზობელი ოთახიდან ჰოსოკის უკმაყოფილო ყვირილი მოისმა. ემილი და თეჰიონი მოულოდნელობისგან წამოხტნენ. როცა დაინახეს, რომ ეს ერთდროულად გააკეთეს, ხმამაღლა გაიცინეს. და ბოლოს ემილის მოუწია იმის აღიარება,რომ ამ უჟმურ კიმ თეჰიონს, თუ მოინდომებს შეუძლია საყვრაელიც იყოს. გოგონას მართლაც ძალიან ესიამოვნა თესგან კომპლიმენტები.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now