--5--

3.4K 318 33
                                    

ბოლო ლექციის დამთავრების შემდეგ, გოგონები როგორც იქნა მოსაწყენი პროფესორის კაბინეტს დაემშვიდობნენ. ფანჯარაში გახედვისთანავე, გოგონებს გამომეტყველება შეეცვალათ: ძალიან მაგრად წვიმდა, ყველგან გუბეები იდგა, ხალხი გარბოდა და თან ცდილობდა სადმე თავი შეეფარათ რათა არ დასველებულიყვნენ. გოგონები გასასვლელისკენ მოღუშული სახეებით გაემართნენ.

უკვე დაახლოებით 10 წუთია დგანან და ელოდებიან როდის შეწყდება წვიმა, მაგრამ ის არადა არ ჩერდება.

- რას აკეთებთ? - ბიჭის თბილი ხელი ემილის მხარს შეეხო. გაოცებით შეტრიალების შემდეგ, გოგონებმა დაინახეს "ბრწყინვალე" შვიდეული, რომელიც მათ საყვარლად უღიმოდათ. ყველაზე წინ მდგომი ჰოსოკი წაბლისფერთმიანს კითხვის ნიშნით უყურებდა. - შემთხვევით ჩვენ ხომ არ გველოდებით? - და გაიღიმა.

- არა, წვიმის გადაღებას ველოდებოდით, რათა სახლში წავსულიყავით, - სევდიანათ თქვა იუნამ, - უკვე 10 წუთია ვდგავართ, მაგრამ წვიმა არა და არ წყდება.

- ხომ არ მიგიყვანოთ? - ჰოსოკმა გაიღიმა და დანარჩენებსაც გახედა, რაზეც თანხმობა მიიღო. "ჩვენს მიმართ ასეთი ყურადღებიანები რატომ არიან?" - გაიფიქრა ემილიმ, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

- ჯიმინმა უკვე უნივერსიტეტამდე მოგვიყვანა, არ გვინდა უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ და შეგაწუხოთ, - ემილიმ თავი ჩახარა, - როგორღაც ჩვენს თავს ჩვენვე მივხედავთ.

- მოდით რა, არ გვინდა ჩვენი თავიდან გმირების გამოყვანა. ასეთ ფორმაში რომელი ნორმალური გოგო... - თეჰიონი გაჩუმდა და ემილის თვალი თავიდან ფეხებამდე მოავლო, რის გამოც გოგონამ მოსაცმელი უხერხულობისგან რაც შეიძლება მკვრივად შემოიხვია. - მოკლედ, ჩვენ სამი მანქანა გვყავს : ჰოსოკის, ჩემი და ჯიმინის. თქვენ ჩემი მანქანით წამოხვალთ, და ხო - უარი არ მიიღება.

ცხრა ადამიანმა, რომლებიც რაღაცნაირად გადანაწილდნენ, თავი ორ ქოლგას ძლივსძლივობით შეაფარეს და მანქანის გაჩერებამდე მიაღწიეს. თეჰიონის მანქანაში იუნა და ემილი მოთავსდნენ, ჯიმინის - იუნგი და ნამჯუნი, ხოლო დანარჩენები ჰოუფის მანქანაში ჩასხდნენ. დაახლოებით როცა გზის ნახევარი გაიარეს, ემილის გაახსენდა, რომ მაღაზიაში უნდა შესულიყო, მაგრამ არ უნდოდა ამის გამო თეჰიონი ზედმეტად შეეწუხებინა. თუმცა კიმმა ეს შეამჩნია და ჰკითხა:

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now