--6--

3.3K 299 50
                                    

ემილიმ მაგიდის გაწყობისთანავე იუნას სავახშმოდ დაუძახა. გოგონა სამზარეულოში მძინარე სახით შემოვიდა და როდესაც გემრიელი ვახშამი დაინახა იმწამსვე გამოფხილდა.

- თეჰიონ, ჩვენთან ერთად ივახშმებ? - გოგონამ შავთმიანს გაოცებით შეხედა.

- წინააღმდეგი ხარ? - ბიჭის სახეზე ლამაზი, კვადრატული ღიმილი გაჩნდა.

- არა, რა თქმა უნდა! უბრალოდ, თქვენი კამპანია ძალიან სწრაფად დაგვიახლოვდა და ყურედღებასაც გვაქცევს, აი, დღეს შენც ვახშამზე რჩები... ეს უბრალოდ უჩვეულოა, როგორც წესი მე და ემილი, ჩვენ ორნი, ყოველთვის მარტო ვახშმობთ, - იუნამ დაქალს თბილად გაუღიმა.

- იცი? მე ახლა ეს ქათამი ნატალია თქვენი ზედმეტი „ყურადღების" გამო ტუალეტებში რომ დამსდევს და მემუქრება? - ემილიმ ტუჩები წინ უკმაყოფილოდ წამოწია.

- რა? - თეჰიონმა გოგონას გაკვირვებით შეხედა. იუნასაც ამის გაგონებაზე ძალიან გაუკვირდა და წარბები შეჭმუხნა.

- დიახ, დიახ. ხელებს ვიბანდი, ის კი თავის ბანდასთან ერთად შემოვიდა, და მუქარები დამიწყო "კიდევ ერთხელ დაგინახავ შენ და შენს დაქალს ბიჭებთან ახლოს, რაც მოგივათ თქვენ თავს დააბრალეთ, ბლა, ბლა, ბლა ..." - ემილი ნატალიას პაროდიას აკეთებდა და თან საჩვენებელ თითს ზედმიწევნით იქნევდა. თეჰიონი და იუნა კი ამის გამო სიცილით კვდებოდნენ.

- ვფიქრობ უნდა გიხაროდეთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით, ასე არ არის? თავად მეც დღეს ძალიან ბევრჯერ მოვისმინე, რომ "ვიღაც ორი ქათამი ჩიმჩიმის მანქანიდან გადმოვიდნენო". თქვენს შესახებ უფრო და უფრო ბევრს ლაპარაკობენ.

- იცი, თანაკურსელების ყურადღება ის არის რაც ალბათ ყველაზე ნაკლებად გვენდომებოდა. - თქვა ემილიმ და თავდაჯერებულ ბიჭს გახედა. - ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ნამდვილად კარგი მეგობრები ვიპოვოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ერთმანეთიც გვყოფნის.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now