______
- შენ აქ რას აკეთებ?-ბიჭი გაბრაზებული დგება სკამიდან.
- რატომ გიკვირს საყვარელო?-ოთახში ახლახანს შემოსული უცნობი მაცდურად ათვალიერებს თეჰიონს.
- ასე ნუ მეძახი და მიპასუხე.-ხელს მაგიდაზე არტყავს და ცალ წარბს ზემოთ წევს.
- შენთან მოვედი, არ შეიძლება?-კიდევ რამოდენიმე ნაბიჯით უახლოვდება გოგო თეჰიონს.
- ხუმრობ? ახლა მოხვედი? როცა უკვე ძლივს დაგივიწყე და აღარ მჭირდები? რა გინდა?- განრისხებული დადის თეჰიონი ოთახში.
- კარგი რა თეჰიონ ვიცი, რომ ისევ გიყვარვარ რატომ არ შეგვიძლია ურთიერთობა გავაგრძელოთ?- ტრაკ აბზეკილი მიიწევს თეჰიონისკენ ლისა.
- ლისა აქამდე სად იყავი? როცა მიმატოვე და ფულის გამო გამცვალე?-პირდაპირ უდგება თეჰიონი და თვალებში უყურებს.
- თაე ძვირფასო მაშინ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი ახლა კი შეგვიძლია ისევ ერთად ვიყოთ.-ლისა თეჰიონს ხელებს ხვევს.
- არა არ შეგვიძლია- გოგოს მისი სხეულიდან მთელი ძალით იშორებს, რაზეც ლისა ბარბაცდება.
- რატომ? ლი სანის გამო? რა გააკეთა ასეთი რომ თავი შეგაყვარა? ყველაფერი მისი ბრალია. შენ მასზე ასე უბრალოდ გამცვალე. - წიკვინებდა ლისა და თავისი ქუსლიანებით ფეხებს იატაკზე აბაკუნებდა.
- ხო სანის გამო, მე ის მიყვარს და მუდამ ასე იქნება შენ რაც არ უნდა მოიმოქმედო.- ყვირის თეჰიონი კაბინეტში, რომლის ხმაც ექოსავით გაისმის.
- ნუთუ ის კახპა გიყვარს?- ეკითხება გაცეცხლებული ლისა.
- ხმა ჩაიგდე და აქედან დაიკარგე.- თეჰიონი ლისას სახეში სილას აწნის. ის კი აწითლებულ ლოყაზე ხელს ისვამს და ტირილს იწყებს.
- თეჰიონ ასე რატომ მექცევი? იმ მდაბიოს გამო? - ლისა თეჰიონისკენ მიიწევს და მის ტუჩებს ეწაფება. ბიჭი კი იმ წამსვე იცილებს მას და ხელს კრავს.
![](https://img.wattpad.com/cover/191557772-288-k767341.jpg)