23

533 43 21
                                    

______




როცა გულს ისე გატკენენ, რომ ვერც აანალიზებ რა ხდება, დამერწმუნეთ ეს კიდევ უფრო საშინელებაა.

თითქოს ამინდიც ჩემ მდომარეობაში შემოვიდაო. საშინლად წვიმს. მანქანა კი სწრაფად მიმყავს სველ გზაზე.

ჩემი გრძნობები დაიმსხვრა.
პაზლი, რომლის აწყობასაც დიდი დრო შევალიე, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. ახლა ცარიელი ვარ, უსწორმასწორო ან თუნდაც  არათანაბარი.

მეგონა, რომ ამ ცხოვრებაში ის ერთადერთიც ვიპოვე, მაგრამ შევცდი.

ვიცი რაც იყო და არის, მაგრამ არ ვიცი რა იქნება.

შევძლებ გვირაბიდან გამოსვლას?

კვლავ ფეხზე წამოვდეგები?

ყველაფერს დავივიწყებ?

დრო გვიჩვენებს.

დრო, რომელიც ამ გზასავით იწელება.

მანქანას მინას სახლთან ვაჩერებ, მაგრამ შესვლას ვყოყმამობ. მინდა დამოუკიდებელად გავუმკლავდე ყველაფერს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვარ ისეთი ძლიერი და არც საკმარისი ძალა შემწევს. მინა კი ერთადერთია, რომლიც გამიგებს, დამეხმარება.

კარებთან თავჩაღუნული ვდგევარ და ვაკაკუნებ. მეშინია რეაქციების, იმის გამო, რომ ასეთი სუსტი ვარ. ვერ შევძელი იმ იმ საფრთხისგან თავის დახსნა, რომელიც მოსალოდნელი იყო.

- სან რა მოხდა? - როგორც კი კარს აღებს ამას მეკითხება. მეც გაუაზრებელად ტირილს ვიწყებ.- შემოდი საყვარელო, დამშვიდდი. - დივანზე მსვას, სადაც შუგასაც ვამჩნევ.

- გვითხარი რა მოხდა, იქნებ დაგეხმაროთ.

- მე და თეჰიონი დავშორდით- წარმოვთქვი სლუკუნით.

- რააა? - მინა ფეხზე წამოხტა- გაგიჟდით? ერთად ისე კარგად იყავით, რა მოხდა?

- მითხრა, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო და გამომიყენა, არ ვიყვარდი.

❌მცდარი მოქმედება❌Where stories live. Discover now