როგორც კი გათენდა ეგრევე მოვწესრიგდი თეჰიონი გაგაღვიძე და ქვემოთ ჩავედით.ყველა სამზარეულოში იყო. ჩვენც მათთან ერთად დავჯექით.
- აბაა როგორ გეძინათ ახალგაზრდებო?- გვკითხა ყველას ჯინმა
- კარგად- ჩვენც ვუთხარით.
- გუშინ ყველა დაღლილი იყო და ვერ გავერთეთ კარგად ხოდა დღეს პატარა წვეულებას მოვაწყობთ და თან მეზობლებსაც დავპატიჟებთ, კარგი აზრია ხო? - გვკითხა ქუქმა.
- კი კარგი აზრია- უპასუხა ნამჯუნმა.
- მაშინ ჯობია საქმეს ახლავე შევუდგეთ ხო? - ვკითხე ისევ ჯონქუქს.
- ხო კარგი იქნება. - ტუჩები საყვარლად მოკუმა.
- მაშინ რაღას ვუცდით? - სკამიდან წამოხტა თეჰიონი. - ჩქარა ჩქარა.
- კარგი მაშინ თუ მასეა ჯიმინი და სუნმი დასალევს მიხედავს, ჯინი და ჰეიზი საჭმელს, იუნგი და მინა სახლს მიალაგებს, თეჰიონი სანი და ჰობი ეზოს მორთავს, მე და რიუჯინი კი სახლს.
- და მე? - იკითხა ნამჯუნმა
- შენ უბრალოდ გაგვაკონტროლე თორე ყველაფერი შემოგატყდება. - უპასუხა სიცილით ქუქმა.
- კარგი მაშინ საქმეს შევუდგეთ- თქვა ჯიმინმა და ყველა ჩვენ ჩვენ საქმის კეთებას შევუდექით.
- თეეეე ვერ ვკიდებ ამ ნათურებს და მომეხმარეეეე- მივაძაღე თაეს.
- ვერ წვდები?- სიცილით მითხრა
- ხო და კიბეზე ავალ და შენ დაიჭირე მაინც როარ გადმოვარდე, კაი? -კიბე გავშალე და ასვლა დავიწყე.
- კაი, მიდი- ორივე ხელით მოეჭიდა.
- აუ მაინც ვერ ვწვდებიიი- დავიბუზღუნე როცა ნათურა ხეზე ვერ მივამაგრე.
- ჩამოდი და მე ვცდი- მითხრა თაემ.
- არა იყოს. - ფეხის წვერებზე ავიწიე, ვცდილობდი ნათურები მეორე მხარესაც კარგად შემომეხვია, ამიტომ კიდევ მივიწიე, როცა ფეხი ამიცურდა. თვალები დავხუჭე, მეგონა რომ მიწაზე დავეცემოდი და დავეცი კიდეც, თუმცა თაესთან ერთად. თვალები ნელა გავახილე... თეჰიონს ზემოდან ვეწექი მას კი ხელები ჰქონდა მოხვეული.
