21

495 41 26
                                    

                     3 დღის შემდეგ

როგორც იქნა თეჰიონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ხელი ისევ შეხვეული აქვს და კიდევ დაჭირდება შემოწმებაზე მისვლა, რაც მთავარია დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. გამოიძიებამ იპოვა მანქანის ადგილსამყოფელი, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა, ახლა კი ცდილობენ დაადგინონ ვისზეა გაფორმებული მანქანის საბუთები. მთელი დღეა სახლში ვართ რადგან წვიმს. თაე სულ პატარა ბავშვივით ბუზღუნებს, მაგრამ მაინც საყვარელია. ყოველთვის უნდა რომ მის გვერდით ვიყო. ახლაც კი მის გვერდით ვწევარ და საბავშვო ანიმაციას ვუყურებთ. ლამისაა გავიგუდო, რადგან მთელი ძალით ჩემს სხეულზეა აკრული, მაგრამ არ შემიძლია შევეწინააღმდეგო. მომწონს როგორც ვართ და ისიც მიხარია, რომ ვუყვარვარ.

ეს ანიმაცია უკვე მომბეზრდა, თაესაც ჩაეძინა, თან ძალიან მშია. ვცდილობ ისე გამოვძვრე მისი მკლავებიდან, რომ არ გავაღვიძო. ნელა ვწევ მის ხელებს ჩემი სხეულიდან, ადგილზე ვაბრუნებ და ვცდილობ უხმოდ წამოვდგე. წყნარად მივჩოჩავ საწოლის კიდისკენ, როცა მძიმე ხელები ისევ ჩვეულ ადგილას მაბრუნებს და კვლავ მეკვრის. ცხელ სუნთქვას კისერთან ვგრძნობ და ახშირებულად ვსუნთქავ. არ შემიძლია გავუძლო თაეს ასეთ ქმედებას. ალბათ თვითონაც ამჩნევს, როგორც ვრეაგირებ მის ყოველ შეხებაზე, რადგან გული ლამისაა ამომივარდეს.

- აბა პატარავ სად მიიპარებოდი?- ყურში ჩამჩურჩულებს და მისკენ მატრიალებს.

- ამმმმ მეეე მომშივდა- ვუთხარი ენის ბორძიკით.

- მერე? - თმას ყურზე მიწევს და ნაზად ჩაასრიალებს მის ხელს ჩემს სახეზე.

- მერე ის რომ უნდა ავდგე.- ვუთხარი და მისი ხელებიდან თავის გათავისუფლება ვცადე, რაც არ გამომივიდა.

- ვერაფერსაც ვერ შეჭამ სანამ... - ხელებს წელზე მხვევს და ჩვენს შორის მანძილის უფრო ამცირებს. - სანამ არ მაკოცებ.- წარბებს ზემოთ წევს და მელოდება თუ როდის ვაკოცებ.

❌მცდარი მოქმედება❌Where stories live. Discover now