29

492 33 21
                                    

                   1 წლის შემდეგ

დრო მართლაც, რომ სწრაფად გავიდა... უამრავი ბედნიერი მოგონება დაგვრჩა. ცხოვრება კი ჯერ კიდევ  წინ არის. მე თეჰიონი მიყვარს და ეს სამუდამოდ ასე იქნება. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან სასიხარულო ამბები მოხდა. ჯინმა და მისმა შეყვარებულმა იქორწინეს, მალე ბავშვსაც ელოდებიან. ქუქიც და რიუჯინიც დაქორწინდენენ. ჯიმინი და სუნმი კი ისევ შეყვარებულები არიან. ნამჯუნმაც და ჰოსოკმაც იპოვა მეორე ნახევარი. ჰოსოკის შეყვარებული ძალიან საყვარელი და მეგობრული გოგონაა, ისინი მართლაც რომ უხდებიან ერთმანეთს. ნამჯუნის გოგო კი მასავით დინჯი და სერიოზულია. გოგონა გართობის მოყვარულიცაა, ვფიქრობ ამით ავსებენ ერთმანეთს. რაც შეეხება მინას და იუნგის. ისინიც ბედნიერები არიან. შუგამ მას ხელი სთხოვა, ეს ცოტა უცნაური იყო....

        Flashback

- წავიდეთ ხვალ და გავიგოთ ბავშვის სქესი რაა- თეჰიონი და სანი მინას და შუგას სახლში იყვნენ, სანი კი მინას ეხვეწებოდა, რომ მისთვის ბავშვის სქესი ეთქვათ.- მითხარით რააა, თქვენ ხო იციით, მაინტერესებს- დაიბუზღუნა და თეჰიონის გვერდით დაჯდა.

- მოვა დრო და გაიგებ- ვითომც არაფერი ისე თქვა მინამ.- თან ბავშვის სქესს არანაირი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ხო გვეყვარება?- მინამ შუგას გახედა, რომელიც მათ საერთოდ არ უსმენდა, მის ფიქრებში იყო.

- შუგა ჰიონმაც არ იცის ბავშვის სქესი? - იკითხა გაკვირვებულმა თეჰიონმა.

- ხო არ იცის.- სერიოზულად თქვა მინამ.

- ეეეე ეს რა წესია? ქმარს მაინც უთხარი გოგო- გამოენთო სანი.

- ქმარს არა შეყვარებულს.- თვალები აატრიალა მინამ. შუგა კი ეგრევე წამოდგა და მასთან მივიდა.

- მინა მართლა არ ვიცი არ მინდოდა ასე ამ მომენტში მეთქვა, მაგრამ ვიცი რომ ამის დროა- ცოტას ყოყმანობდა, შემდეგ მინასთან მივიდა და ხელები ჩასჭიდა- გახდები ჩემი სამუდამოდ?- მინა პირველად გაოცებული იყო, მართლაც არ მოელოდა თუ იუნგი ამას ეტყოდა. მართალია ყოველდღე ელოდა ამას როდის ეტყოდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში არ წარმოედგინა.

❌მცდარი მოქმედება❌Where stories live. Discover now