თავი საშინლად მტკივა, გუშინ ბევრი დავლიე. საერთოდ არაფერი მახსოვს. ვცდილობ კარგად გავიზმორო, მაგრამ ვიღაცის სხეული მაკავებს. მეც შეშინებული თვალებს ვახელ. მძიმე ხელები წელზე მაქვს მოხვეული. ნაცნობ სურნელს ვგრძნობ, მოიცა მე აქ რა მინდა? მიჩნდება კითხვა იმის შემდეგ, რაც მივხვდი რომ თეჰიონის ოთახში ვიყავი და მის საწოლზე მასთან ერთად მეძინა. მისკენ შებრუნებას არც ვცდილობ. საერთოდ რა მოხდა გუშინ? მე მას შევურუგდი? თავს ძალას ვატან და თეჰიონისკენ ვბრუნდები და ეგრევე მის თვალებში ვიკარგები. არაფერს ვამბობ, ან რა უნდა ვთქვა? ვკითხო აქ რას ვაკეთებ თქო? ვერც გავბედავ. ისიც მიჭირს რომ მის გვერდით ვარ და ვუყურებ, მეშინია რომ დავკარგავ.
- კარგად გეძინა?- პირველმა გარისკა და ხმა ამოიღო.
- მე აქ რა მინდა? ჩვენ რა...- შეშინებული გავხედე და ოთახი მოვათვალიერე.
- შენ შანსი მომეცი. მინდა რომ დაშვებული შეცდომა გამოვასწორო.- ისევ ისე იწვა არც კი განძრეულა, მარტო თვალებში მიყურებდა.
- მე არ ვიცი რა გითხარა, არ მახსოვს გუშინ რა მოხდა.- საწოლზე კარგად წამოვჯექი და დაბნეულმა კეფას ხელი გადავუსვი.
- შეგიძლია უბრალოდ რაც მოხდა დაივიწყო?- მანაც მე მომბაძა და შერცხვენილმა საპირისპირო მხარეს გაიხედა.
- არა იმას რაც შენ ჩაიდინე ვერ დავივიწყებ.- მეც ცხვრი ავიბზუე და მარჯვნივ გავწიე თავი.
- გთხოვ, ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ. - ხელი მხარზე მომკიდა და მისკენ შემატრიალა. ახლა კი გული გამალებით მიცემდა, ისიც არ მყოფნის რომ მიყურებს, ახლა კი მეხება მისი თბილი ხელებით, სხვა რა არის ჩემთვის ბედნიერება?
- თეჰიონ შენ გგონია ეს ყველაფერი ადვილია? ერთხელ მაინც წარმოიდგინე თავი ჩემს ადგილას.- როგორც ყოველთვის ახლაც გრძნობების საპირისპიროდ ვიმოქმედე და ორივეს სიყვარულს ზურგი ვაქციე.
