- თეჰიონ მანდ რა არის?- ეგრევე შუგა დაედევნა და კითხა, მას შემდეგ, რაც მისი გაფითრებული სახე შენიშნა.
- ეს რა არის?- თვალები გააფართოვა ჯონქუქმა.
- სასწრაფოდ დამხმარე ეკიპაჟი გამოგზავნეთ.- უბრძანა გამომძიებელმა ოფიცერებს სატელეფონო ზარით. მას შემდეგ რაც შემზარავი სანახაობა დაინახა. - აქ გვამია.
__________
- კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ?- იკითხა სანმა მას შემდეგ რაც დიდი ხანი გავიდა რაც ამ ბიჭმა თეჰიონის ბრძანებით წამოიყვანა.
- არც ისე.- მოკლედ მიუგო ბიჭმა.
- ყოველ ჯერზე ასე მპასუხობ სასაცილოა.- მხრები აიჩეჩა სანიმ და ისევ ფანჯარაში გაიხედა.- ღმერთო ჩემო ტელეფონი დამრჩა- წაიბუტბუტა სანმა და თავი გააქნია. ცოტა არ იყოს უცნაურად მოეჩვენა, რომ თეჰიონი მის გაუფრთხილებლად ასე მოიქცა. ამიტომ გადაწყვიტა გაეგო რა ხდებოდა სინამდვილეში.
ბიჭს ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა,მას შემდეგ რაც ერთ ადგილას გაჩერდნენ.ბიჭი მანქანიდან გადავიდა,ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა, საკმაოდ სერიოზულ საკითხზე ელაპარაკებოდა, რადგან კარგად ჩანდა მისი აფორიაქებული სახე. ახლა კი ისევ გზას აგრძელებდნენ. საეჭვო იყო ისიც, რომ გოგონამ ბიჭს რაიმე არ გამოკითხა ან შეეკითხა. ბიჭი კი მანქანას საჭიროზე სწრაფად ატარებდა. ცოტა ხანში კი სადღაც შეუხვია, იქვე ხესთან გააჩერა და მანქანიდან გადავიდა.
- გადმობრძანდით- მანქანის კარი გაუღო ბიჭმა. სანიც ეგრევე გადმოვიდა თან მოსაცმელი მოიცვა.
- აქ რა გვინდა?- იკითხა გოგონამ, როცა ამ ბნელ ტყის ნაპირს მოავლო თვალი.
- მომისმინე- ბიჭმა სანს ხელი პირზე ააფარა და მანქანასთან მიიმწყვდია.- ახლა ვიღაცეები მოვლენ და ბოსთან წაგიყვანენ, თუ სიკვდილი არ გინდა ენას კბილს დააჭერ და არაფერს იტყვი. გასაგებია?- დაიღრიალა ბიჭმა. სანი კი ჩვეულებრივი სახით იდგა და მას შეჰყურებდა.- შენ რა საერთოდ არ გეშინია? მე აქ გიყვები თითქმის როგორ წაგიყვანენ და ღმერთმა იცის მოგკლავენ თუ გაწამებენ შენ კი არაფერს იტყვი?- ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა.