- პაციენტის ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, ჯერჯერობით მას ჰაერი სასუნთქი აპარატიდან მიეწოდება, რადგან სარისკოა დავტოვოთ მისი ფილტვის იმედად. რამოდენიმე დღე ასე იქნება, ხოლო შემდეგ გამოკეთდება. მის ორგანიზმს ახლა დასვენება სჭირდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.- ექიმიც გაუყვა გრძელ კორიდორს.
ექიმის სიტყვებით თითქოს ყველა დარდი მომეშვა. ღრმად ჩავისუნთქე და ბავშვებს გავიხედე, რომლებიც სიხარულისგან ერთმანეთს ეხუტებოდნენ. უცებ კი მინა მომეხვია.
- ხომ გითხარი გამოჯანმრთელდება მეთქი. - ყურში ჩავჩურჩულე.
- მადლობა ყველაფრისთვის. - მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
______
როცა ექიმმა ეს კარგი ამბავი გვითხრა სიხარულისგან ავტირდი. ყველაზე მთავარი ის არის რომ შევძლებ თეჰიონს ვუთხრა თუ როგორ მიყვარს ის.
- სან, ახლა მაინც ჭამე რამე, თეჰიონი უკვე კარგადაა- მითხრა ჯინმა
- მადლობა ჯინ რომ ასეთი მზრუნველი ხარ, მაგრამ ჯერ არაფერი მინდა.
- სახლში მაინც წადი ცხელი შხაპი მიიღე გამოიცვალე და მერე მოდი, ჩვენ აქ დავრჩებით.
- არა ჯინ არსად არ წავალ სანამ თაეს არ ვნახავ.
- კარგი, როგორც გინდა.
- მინააააა
- სან რა ხდება კარგად ხარ?
- კი კი კარგად ვარ, უბრალოდ შეგიძლია სახლში გაიარო და ტანსაცმელი მომიტანო?
- კი როგორ არა. იუნგის ვეტყვი და მოვიტანთ, რაც საჭიროა.
_______
იუნგისთან მივედი, რომელიც ბიჭებს ელაპარაკებოდა.
- ჰეი მინა რა ხდება? - როცა შემამჩნია ეგრევე ჩემთან მოვიდა.
- შეგიძლია სანის სახლში გამიყვანო? რაღაც ნივთები უნდა წამოვუღო.
- წამოდი წავიდეთ.
მანქანაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. შუგამ მანქანა სახლთან გააჩერა.
![](https://img.wattpad.com/cover/191557772-288-k767341.jpg)