შემდეგი დღე
დილით ადრე გავიღვიძე, რომ ყველაფერი მომესწრო. თვალები გავახილე თუ არა შევნიშნე, რომ საწოლში მეძინა მე კი გუშინ ტახტზე დავწექი. გარდერობიდან ხმაური გამოდიოდა და მეც შესამოწმებლად შევედი. ვინ იქნებოდა თუ არა თეჰიონი, ტანსაცმელებს ჩემოდანში ალაგებდა, რომ მივედი კი მალევე შემამაჩნია.
- რომელზე მივდივართ?- თვალი მოვავლე იქაურობას.
- როცა შენ გაემზადები მაშინ წავიდეთ.- მაისური ჩანთაში ჩადო.
- მარტო მივდივართ თუ?- თმას წვალება დავუწყე.
- ორი მანქანით მივდივართ და მერე გადავნაწილდებით.- საქმეს მოეშვა და პატარა ტუმბოზე ჩამოჯდა.
- აჰაა გასაგებია.- თმა კოსად შევიკარი.
- კარგად გეძინა?- თმები უფრო აიჩეჩა და შემომხედა.
- კი, მაგრამ არ იყო საჭირო რომ აქ გადმოგეწვინე.- ვანიშნე.
- არ გინდოდა?- წარბები ზემოთ აზიდა და ჩემსკენ დაიძრა.
- იქ რომ დავწექი ესეიგი არ მინდოდა.- უკმეხად ვუპასუხე.
- კარგი, გავითვალისწინებ ამიერიდან.- პირდაპირ წინ დამიდგა და თვალებში ჩამაშტერდა.
- ძალიან კარგი.- ეგრევე ვუპასუხე.
- კარგია.- ხელები შორტის ჯიბეში ჩაიწყო.
- ხო- წარბი ავწიე.
- ჰმმმ.- უფრო მომიახლოვდა.
- წავედი.- იმწამსვე მოვშორდი იქაურობას.
- მიდი.- უკნიდან მომაძახა.
_______
- შუგაააა გაიღვიძე რაა დაგვაგვიანდება. - ყურში ჩავყვიროდი თან ვანჟღრევდი, რომ გაეღვიძა, მაგრამ უშედეგოდ. - აუუუ შუგა გთხოვ ადექი და რასაც გინდა იმას შეგისრულებ, მიდი რააა.
- კარგი- იმწამსვე საწოლიდან წამოხტა.
- ვერ გიტან- პატარაზე თმაში მოვქაჩე.