მთელი ღამე საშინლად წვიმდა.
არავის ეძინა, ყველა მისაღებ ოთახში იყო და ლისასგან ზარს ელოდებოდნენ. სადაცაა მზე არემარეს გაანათებდა, ოთახში სამარისებული სიჩუმე იდგა, ყველა ერთ წერტილს მიშტერებოდა თუმცა ფიქრები უსასრულო ლაბირინთში დაძვრებოდნენ. რათქმაუნდა ძნელია, ძალიან ძნელია როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ და შენი ერთი ნაბიჯიც შეიძლება სარისკო ან ზედმეტი აღმოჩნდეს, შეიძლება გრძნობამ გაგცეს და გონებამ გიღალატოს, ეს კი იქნება ყველაზე ცუდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც აღარ გამოსწორდება, ამიტომაც სანამ საქმეს შეუდგემი და გეგმებს განახორციელებ ყველაფერი კარგად უნდა გათვალო. უნდა შეგეძლოს განასხვავო მიზნები და მიზეზები ერთმანეთისგან. ასეთი საქმისთვის სიფრთხილეა საჭირო. ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება ორმოში ჩაგაგდოს საიდანაც მარტო ვერ ამოხვალ.ოთახში ტელეფონის ზარია ხმა გაისმა, რამაც ყველა გონზე მოიყვანა. ყველა ფეხზე წამოდგა და ადგილზე გაშეშდა. ტელეფონი თეჰიონმა აიღო. ღრმად ჩაისუნთქა მეგობრებს გადახედა და უპასუხა.
- გისმენთ
- მზად ხარ ძვირფასო საკუთარი ცოლ-შვილი იხსნა რადაც არ უნდა დაგიჯდეს?
- საქმეს ნუ წელავ ლისა. უკვე ხომ შევთანხმდი სანს გაუშვებ, მე კი რასაც მთხოვ იმას გავაკეთებ.
- ოჰო ძალიან კარგი. ცოტახანში მისამართს გამოგიგზავნი ყურადღებით იყავი, იქ მოხვალ დავილაპარაკებთ, გავიგებთ უნდა თუ არა სანს ისევ შენთან ერთად ცხოვრობდა და მაშინ მივიღებ საჭირო გადაწყვეტილებას, რომელიც არ დამაზარალებს.
- კარგი, გასაგებია.
- შეხვედრამდე.
თეჰიონმა ღრმად ჩაიხვნეშა და სავარძელში ჩაეშვა.
- იმედია ყველა ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩვენ დავგეგმეთ.-თქვა იუნგიმ რომელიც მინას თავზე ეფერებოდა რადგან გოგონა ცოტათი შეშინებული იყო მათი გადაწყვეტილების გამო.