5

726 64 13
                                    

უცნობის pov

***- რა ქენით იპოვეთ გოგო?

-- დიახ, ბატონო მალე ადგილზე ვიქნებით

-- კარგია.

სანის pov

თვალს ვახელ, მაგრამ თავი საშინლად მტკივა, არ ვიცი სად ვარ, მაგრამ აქაურობა ძალიან მდიდრულად გამოიყურება. ყველაფერი ძვირადღირებული ნივთებითაა სავსე. ფანჯრის კუთხიდან კი მზის სხივები შემოდის, მაგრამ მოწითალო სქელი ფარდა ხელს უშლის. საწოლზე წამოვჯექი, თვალები მოვისრისე და წამოდგომა დავაპირე, უცებ კი თავბრუ
დამეხვა, მაგრამ არ წავქცეულვარ. გზა გავაგრძელე. ფანჯარასთან მივედი და ფარდები გადავწიე. ოთახში უცებ შემოვიდა სინათლე და მეც თვალები მოვჭუტე. გარეთ გავიხედე, დავინახე რამდენიმე მაღალი და დაკუნთული კაცები, რომლებიც ალბათ აქაურობას იცავდნენ. ერთმა დამინახა და ყურზე მიმაგრებული შავი აპარატით ვიღაცას რაღაც შეატყობინა. მეც იმ წუთას გავეცალე ფანჯარას, ამ დროს ოთახში ვიღაც მაღალი, შუახნის კაცი შემოვიდა.

***-- დილა მშვიდობისა

მე-- გამარჯობა, ვინ ხართ?

***-- ნუთუ არ იცი, მე შენი მომავალი მამამთილი ვარ-- თქვა ირონიულად და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.

მე-- მერე მე რა ვენა? - არც მე დავაკელი უკმეხობა, ხელი არ ჩამოვართვი.

***- არ უნდა გაქცეულიყავი.

მე- ეგ თქვენი გადასაწყვეტი არ იყო.

***- იმედია ასე კიდევ არ მოიქცევი.

მე- ვერ შეგპირდებით.

***- ვხედავ ლაპარაკი გყვარებია.

მე- როცა კარგ ხასიათზე ვარ უფრო მეტს ვლაპარაკობ.

***- ჩემ ბიჭს შენნაირი თავზე ხელაღებული გოგოები არ მოსწონს, მაგრამ არაუშავს, მოგარჯულებს.

მე- ჰაჰ, დებილზე მეტად გარყვნილიც ყოფილხართ ბატონო კიმ.

***- რა თქვი პატარა გომბიო? -- ხელი დასარტყმელად წამოიღო მაგრამ მე დავუკავე.

❌მცდარი მოქმედება❌Dove le storie prendono vita. Scoprilo ora