30

483 32 20
                                    

- დამშვიდდი თეჰიონ ვიპოვით- იუნგი მასთან მივიდა და მეგობარი გაამხნევა. სანი ყველგან ეძებეს, ოთახები, ეზო ყველაფერი შემოიარეს თუმცა უშედეგოდ. ამ ამბავმა ყველა შეძრა, თეჰიონმა სტუმრებს ბოდიში მოუხადა და სიტუაცია სხვაგვარად აუხსნა. ახლა კი მისაღებში გამოძიებასთან ერთად სხედან და ელოდებიან ზარს უცნობისგან. ისინი ფიქრობენ, რომ ვინმე ფულისთვის დაურეკავს, თუმცა თეჰიონი ადგილზე ვერ ჩერდება და მართალიც არის. ურჩევნია უმოქმედოდ ყოფნას რამე გააკეთოს, ქუჩები მოიაროს და ეძებოს. მთელ სეულსაც შემოივლის რომ იცოდეს რომ მას იპოვის, გულში ჩაიკრავს და არსად გაუშვებს.

- ვის უნდა წაეყვანა- ამოიხვნეშა ჯინმა და ჩაფიქრდა.

- იქნებ სხვა გზა არსებობდეს მის მოსაძებნად? ტელეფონი სად აქვს? იქნებ ადგილსამყოფელი მაინც გავიგოთ.-თქვა ჰოსოკმა.

- არა ტელეფონი თან არ აქვს, აქვე მაგიდაზე იდო.- უპასუხა იუნგიმ და მინას გვერდით მოკალათდა. გოგონა ზედმეტად შეშინებული იყო მეგობრის გატაცებით, ძალიან ნერვიულლბდა, რომ მას და პატარას რამე მოუვიდოდა. უნდოდა თეჰიონისთვის ეთქვა რომ სანი ორსულადაა, მაგრამ ამით უფრო შეაშინებდა ყველას, ვერც ბედავდა ამის თქმას. ისე ნერვიულობდა, რომ ჯაესაც ვერ მიაქცია ყურადღება ამიტომ, ბავშვი იუნგის მშობლებმა წაიყვანეს.

- მოიცადეთ- გიჟივით წამოხტა თეჰიონი- კამერები, კამერები შეამოწმეთ.- უბრძანა პოლიციის თანამშრომლებს. ისინიც კი საქმეს შეუდგნენ.- ეს აქამდე როგორ ვერ გავიფიქრე, იქნებ იქ მაინც იყოს რამე.- ნერვიულად განაგრძო ოთახში სიარული თეჰიონმა.

- ყველამ გონება დაძაბეთ და იფიქრეთ ვის და რატომ დასჭირდებოდა თეჰიონის ასე გამწარება.- მიმართა ყველას ნამჯუნმა.

- ბიზნეს პარტნიორები გამორიცხულია, თეჰიონს არავინ ემტერება და ასეც რომ იყოს დარეკავდა და სანაცვლოდ კომპანიის აქციებს მოგვთხოვდა.- თქვა ჯონქუქმა.

❌მცდარი მოქმედება❌حيث تعيش القصص. اكتشف الآن