Rude!!!

2.2K 120 18
                                    

  მეძინა,ოღონდ ძააან მოუხერხებლად,ჩემს გვერდით ერთი საყვარელი მოხუცი დაჯდა და მითხრა შეგიძლია თავი დამადოო,ბებოს მაგონებდა,ამიტომ მეც მივეხუტე და თავი დავადე.მალე ტელეფონის ხმა მაღვიძებს,დავხედე და მერედიტმა მომწერა.

-პატარავ,რომ ჩამოხვალ აეროპორტში მე დაგხვდები.-ოჰოო როდიდან ღელავს ჩემზე!

-არ მინდა ,მისამართი გამომიგზავნე და მოვალ,მომვლელი არ მჭირდება,ბოლო-ბოლო 15 წლის ხო აღარ ვარ!-ალბათ მიხვდით 15ზე რატომ გავამხვილე ყურადღება,მინდა მასაც ისე ეტკინოს როგორც მე.ამის მერე აღარ მოუწერია,ძააან კაი!!მალე დაშვებაც გამოცხადდაიმ საყვარელ ბებოს დავემშვიდობე და თვითმფრინავიდან ჩამოვედი.როცა ბარგი ავიღე ბებოს დავურეკე.

-ბეეე!!მომენატრეე!!

-მეც ჩემო გიჟოო!ჩახვედი?

-კიი და უკვე წამოსვლაზე ვფიქრობ,ეს ადგილი გულს მირევს.

-გთხოვ,ჩემთვის გააკეთე ეს!სახლში რომ მიხვალ მომწერე.

-კაი და შენ წამლები დალიე?

-ყველაფერი რაც დამიწერე.

-ჩემი ჭკვიანი-ვთქვი რაზეც გაიცინა.

-დროებით საყვარელო.

-კარგად,ბე.

  გასასვლელისკენ მივდიოდი,როდესაც წინ მომღიმარი მერედიტი დავინახე.ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია,ზიზღით შევხედე,მას კი თვალები ცრემლით აევსო.ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.ხელები არ შემოვხვიე,პირიქით ღრმად ამოვიხვნენეშე და ვაგრძნობინე,რომ აქ სიმართლის გასაგებად ჩამოვედი.

-პატარავ-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-მომენატრე!-შუბლზე მაკოცა.

-სიმართლეს როდის მეტყვი?

-ანუ სიმართლე?

-ხო აბა რა გგონია აქ რისთვის ჩამოვედი!-ვუთხარი და წარბი ავწიე.

-კარგი,წამოდი სახლში წავიდეთ და როცა დრო მოვა მაშინ გეტყვი.

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now