ჰარის საფრანგეთშიც ჰქონდა სახლი ,ამიტომ იქ წავედით და ხომ ხვდებით.....
დილით ვიღვიძებ და მზის სხივებზე უკვე კარგად ვარჩევ ოთახის ინტერიერს.ოთახი ძალიან ნათელი და დიდი იყო.უზარმაზარი ფანჯრიდან მზის სხივები შემოღწევას ცდილობდა და სახეზე მელამუნებოდა. გვერდით გადავტრიალდი და დავინახე მძინარე ანგელოზი. არ ვიცი ამის მერე რა გველის,როგორ გადავლახავთ ამდენ დაბრკოლებას,მაგრამ ჩვენ ერთად ვართ,ანუ ყველაფერს შევძლებთ.
მანაც თვალები გაახილა და შემომხედა.ხმის ამოუღებლად ვიწექით და ერთმანეთს ვუყურებდით. კიდევ ვერ ვიაზრებდი,რომ მე უკვე დანიშნული ვიყავი.სულ მეგონა,რომ დაახლოებით 20 წლის გავთხოვდებოდი,მაგრამ ხომ გაგიგიათ კაცი ლაპარაკობდა და ღმერთი იცინოდაო.. სახეზე მომეფერა მისი გრძელი,ნატიფი თითებით და ცხვირზე ნაზად მაკოცა. დღეს უნდა გავარკვიოთ ხელისმოწერის საკითხი,რადგან რაც შეიძლება მალე გვინდა მივაწეროთ ხელი.კიდევ ერთი საათი ვიწექით და მომენტით ვტკბებოდით. მაგრამ მალე ჩვენი გეგმები გაგვახსენდა და უცებ წამოვხტით.ჰარის ნაცნობი ჰყავდა,რომელიც ხელისმოწერას მოგვიგვარებდა, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ კანონიერად და-ძმა ვართ.
სასწრაფოდ გავემართეთ იმ კაცისკენ,რომელიც ამას მოგვიგვარებდა.მთელი გზა ჰარის ჩემი ხელი ეჭირა და არ უშვებდა,ამ პატარა მოქმედებაზეც დიდი სითბო ჩამეღვარა გულში და თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი..
იმ კაცის სახლში 20 წუთში მივედით.მანქანიდან გადმოვედით და ხელჩაკიდებულები გავემართეთ კარისკენ.დავაკაკუნეთ და მაშინვე გაიღო,წინ კი წარმოსადეგი მამაკაცი იდგა,კეთილი თვალებით და ფართო ღიმილით.
-მობრძანდით - განზე გადგა,რომ შევსულიყავით.მისაღებში დავსხედით,ისიც გვერდით მოგვიჯდა.
-ანუ ჰარი ესაა შენი რჩეული.
-დიახაც- გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-ყველაფერი მოგვარებულია, სანერვიულო არაფერია, მიუხედავად იმისა,რომ დიდი დრო დამჭირდა საბუთების შესაგროვებლად,მაინც ყველაფერი მზადაა,უბრალოდ ხელი უნდა მოაწეროთ და ვსო,თქვენ უკვე ცოლ-ქმარი ხართ.მე და ჰარიმ ერთმანეთს შევხედეთ და ორივემ ვიცოდით,რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებდით,ჩვენი შეუცვლელი გადაწყვეტილება იყო..სასწრაფოდ ხელი მოვაწერეთ და სახლი დავტოვეთ.უბედნიერესი ვიყავი,მე ჰარი სტაილსის ცოლი გავხდი. გზად ვერაფერს ვამჩნევდი,მაგრამ დებილივით ვიღიმოდი.უცებ კი შევნიშნე, რომ ჰარი სხვა მიმართულებით მიდიოდა.
-სად მივდივართ?
-აეროპორტში
-მანდ რა გვინდა?
-ჰავაიზე მივდივართ,იქ ვიცხოვრებთ.
-ჯერ ახლახან მოვაწერეთ ხელი და უკვე გადაწყვიტე სად ვიცხოვრებთ? და ხო სანამ მაგაზე მიპასუხებ, გიფიქრია ჯო და მერედიტი როგორ გაცოფდებიან ამას რომ გაიგებენ? განსაკუთრებით იზაბელა,ისე ხო სადაა?
-პირველი,მაგარი მკიდია ჯოც, მერედიტიც და იზაბელა, რომელიც უკან დაბრუნდა,ხოლო რაც შეეხება ჰავაის,იქ ცხოვრება ხომ გინდოდა,გახსოვს? შენვე მითხარი.- განეღი, მიყვარს როცა ჩემს შესახებ წვრილმანებს იმახსოვრებენ.გადავიხარე ტუჩის კუთხეში ნაზად ვაკოცე და ადგილს დავუბრუნდი.
-ახლა ამით დავკმაყოფილდები ,მაგრამ მხოლოდ ახლა.-გამეცინა და გზას გავხედე..
______
უკვე ჰავაიზე ვართ და აქაურობა საოცრებაა, ნამდვილი სამოთხე.სასტუმროში მივედით თუ არა, გამოვიცვალეთ და სანაპიროზე წავედით.უცებ კი ჰარიმ მითხრა
-რას ფიქრობ, ქორწილი აქ ხომ არ გადავიხადოთ?
-აუკიი!! უბრალოდ ოჯახურ წრეში
-ხო, ბიჭებს დაგპატიჟებ,შენ გოგოები და ბებო,ხოდა ავღნიშნოთ.
- ხო,მაგრამ ახლა სანამ ისინი ჩამოვლენ.
-ბილეთები უკვე მივეცი, ამიტომაც დღეს საღამოს აქ იქნებიან-სწრაფად ჩავეხუტე,რადგან ყველაზე იღბლიანი ვარ..მე გვერდით ჰარი მყავს,რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.ბევრი რომ არ გავაგრძელო და ჩემი ისტორიით თავი არ შეგაწყინოთ გეტყვით,რომ მე და ჰარის საოცარი ქორწილი გვქონდა.პატარა მაგრამ ულამაზესი, სანაპიროზე მზის ჩასვლისას დავიწერეთ ჯვარი და შემდეგ რესტორანი,რომელიც ჩვენს განკარგულებაში იყო,ბოლომდე გავერთეთ.ახლა კი ამ ისტორიიდან დაახლოებით 3 წელი გავიდა...3 წელი... გჯერათ? მე და ჰარის,კი ყოველდღე უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი და არაფერს ვაძლევთ იმის საშუალებას,რომ ჩვენს შორის ჩადგეს.გვყავს ორი შვილი,ელეანორი და ჯეისონი და ხო კვლავ ჰავაიზე ვცხოვრობთ. ჩვენი პატარები საოცრად მალე იზრდებიან,თვალსა და ხელს შუა. მე და ჰარი საღამოობით როდესაც ვაძინებთ, შევყურებთ ერთმანეთს და ვხვდებით,თუ რამდენად გაგვიმართლა, ერთმანეთი რომ ვიპოვეთ.
მინდა რჩევა მოგცეთ.როდესაც თქვენი ცხოვრების სიყვარულს იპოვით,ხელი მაგრად მოხვიეთ და არ გაუშვათ,მე ერთხელ უკვე დავუშვი ეს შეცდომა, ამიტომ ჩემგან ისწავლეთ. არასდროს არავის მისცეთ იმის უფლება,რომ საყვარელ ადამიანს დაგაშოროთ, ყოველთვის იბრძოლეთ და არ დანებდეთ. მთელი მსოფლიო თქვენ წინააღმდეგ რომც წავიდეს,თქვენ გულს მიენდეთ და ყველაფერი კარგად იქნება..Megobreboo!!didi madloba aseti tbili komentarebisatviss!!dgesve viwkeb axal motxrobas!!amitom daelodet!!saocrad mikvarxart kvelaa!!
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...