უკვე რამოდენიმე კვირაა რაც დავბრუნდი.ბებოს ყველაფერი მოვუყევი.საერთოდ ყველაფერი..სამსახურშიც დავდივარ,ცეკვაზეც..თითქოს ყველაფერი სრულყოფილად ჩანს მაგრამ ასე არაა.ჰარის თავიდან ამოგდებას ვცდილობ,ვერაფერს ვუხერხე.მერედიტმა რამოდენიმეჯერ დარეკა,მე კი სირცხვილის გრძნობა არ მასვენებს და ხმაც ვერ ამოვიღე.ჰარი კვლავ რეკავს ,ყოველ დღე.რამოდენიმეჯერ უცხო ნომრიდან მეც დავურეკე მისი ხმა რომ გამეგო.თითქოს გატყდა,რადგან ყოველ ჯერზე მისი ხმა უფრო ჩახლეჩილი მეჩვენება.ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი.ის დაქოწინდება,მე კი ალბათ მთელი ცხოვრება მის მონატრებაში ვიქნები..ყველაზე მეტად კი ის მიშლის ნერვებს,რომ ასეთი სუსტი აღმოოვჩნდი.ყოველ დილით სარკეში ჩემს თავს ვერ ვუურებ,უზომოდ დიდ სიძულვილს ვგრძნობ ვანესას მიმართ.რომ ვუყურებ ჩემს ჩაწითლებულ თვალებს,სადაც ჰარის სახელის გარდა არაფერი ამოიკითხება,უბრალოდ თავს ყველაზე უბედურად ვგრძნობ..
დღეს ცეკვის ჩემპიონატი მაქვს,ძალიან მნიშვნელოვანია ,რამოდენიმე ნაბიჯი დარჩა მსოფლიო ჩემპიონატამდე. თუ მე და ჯოში მოვიგებთ,ჩათვალეთ უკვე თასი ჩვენია.გუშინ მთელი დღე კაბებს ვარჩევდი,5 ცეკვა უნდა შევასრულოთ,მე კი ამდენი კაბიდან ვერაფერი ავარჩიე,მე და ჯოში ერთმანეთს ფერებით უნდა ვეხამებოდეთ.ვცეკვავთ სამბას,ჯაივს,ჩა-ჩა-ჩას,ტანგოს და ლამბადას.ყველაზე მეტად ლამბადაზე მეშინია,რადგან ბევრი რთული მოძრაობაა,მე კი ეს ყველაფერი ქუსლებზე უნდა ვიცეკვო.
ბებო ოთახში შემოვიდა.
-აბა რას შვები?
-ყველაფერი ავარჩიე,ახლა ახალ ფეხსაცმელებს მოვთელავ,რომ ფეხზე კარგად დამადგეს-ჩემი ნება რომ იყოს არც წავიდოდი,მაგრამ ამდენი ხნის შრომას წყალს არ გავატან.ბებო მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
-შენ ჩემთვის გამარჯვებული ხარ,გახსოვდეს,მამა შენთანაა და გიგულშემატკივრებს-მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო,ყოველთვის...სულ მამხსნევებდა,პირველი ცეკვის ფეხსაცმელიც მან ჩამაცვა ფეხზე..როდესაც პირველი კონკურსი მოვიგე,არ დამავიწყდება მისი ამაყი ღიმილი.ამაზე ცრემლი წამომივიდა და იმ ფოტოს გავხედე ტუმბოზე რომ მედო.ფოტო მე და მამამ ჩემი სკოლის პირველ დღეს გადავიღეთ.ბებომ ფოტო აიღო და დააცქერდა,გაიღიმა და მერე მე შემომხედა.
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...