საუბრის დაწყება საოცრად მიჭირდა.არ ვიცოდი რა მეთქვა,ის თუ როგორ მომენატრა,ის თუ როგორ მიყვარდა თუ ის,როგორ ვნანობდი ჩადენილს..დინებას მივყევი და და მას მივენდე.ყველაფერი საოცრად მიდიოდა,ზედმეტად სრულყოფილადაც კი,მეშინოდა,რადგან ასეთ მომენტებში ყოველთვის ცუდი რამ ხდებოდა.უცებ მუსიკა შეწყდა,მე ჰარის სხეულს მოვშორდი და მონატრებულ სახეს მივაცქერდი.თითქოსდა პირველად ვნახე,კვლავ უწინდებურად მხიბლავდა მისი სახე.ისიც მაკვირდებოდა და ბოლოს ჩუმი,ბოხი ხმით მითხრა
-ხომ იცოდი,რომ ვერასდროს დაგივიწყებდი,მაგრამ შენ მაინც წახვედი.-ამ სიტყვებმა გული ორად გამიპო,ცრემლები მომადგა და სასწრაფოდ თავი დავხარე მას რომ არაფერი შეემჩნია,მაგრამ ვის ვატყუებ?მან უკვე იცოდა,რომ ტირილის პირას ვიყავი მისული.ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა,გადავწყყვიტე ყველაფერი მეთქვა და ამდენი ხნის გულის ნადები გამეზიარებინა.
-ეს არც მე მინდოდა,ჰარი.-ვკრუსნებდი და სიტყვებს ძლივს ვამბობდი-მაგრამ იძულებული გავხდი,აღარ მინდოდა გული უფრო მეტად მტკენოდა,თანაც მე და შენ..მერედიტი და ჯო..ჩვენ ხომ..იზაბელა..-ვეღარაფერს ვამბობდი,რადგან უკვე ტირილი დავიწყე და ვერ ვჩერდებოდი.ისიც მომეხვია და ჩამჩურჩულა
-ვიცი,ამაზე საუბრით გულს გტკენ,მაგრამ მინდა იცოდე,შენ როგორ მატკინე..-ავხედე და დავინახე,რომ მასაც აუწყლიანდა თვალებ ი.ხელი კანკალით მის ლოყასთან მივიტანე და ჩამოვუსვი,ჩემს ხელს შეეხო და ნაზად მაკოცა.-მაგრამ ერთი რაღაცის თქმა მინდა.მე და იზაბელა არ დავქორწინებულვართ..
-კი მაგრამ ახლა ხომ..
-ვიცი,ვიცი..მერედიტს და ჯოს მოვატყუე,რომ აქ ჩამოვიდოდით და უფრო დავახლოვდებოდით მე და იზაბელა,მაგრამ როგორც ხედავ,აქ სულ სხვა რამის გამო ჩამოვედი-მითხრა და გამიღიმა.
-შენ და ჯოშმა საოცრად დადგით ცეკვა.
-არა,მარტო მაგიტომ არა.კიდევ რაღაც არის-ჯიბისკენ ხელი წწაიღო და იქიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა,მუხლებზე დაიჩოქა და ჩემი ხელი აიღო-ვანესა მერელ,გახდები ჩემი ცოლი?-პირზე ხელი ავიფარე,რადგან შოკში ჩავვარდი..მე და ის კანონით და-ძმა ვარ,თანაც მე ახლახანს გადავედი 12 კლასში..მაგრამ ყველაფერი უკუვაგდე,წარსული შეცდომები გავიხსენე და მივხვდი,რომ ჰარის მეორედ არ გავუშვებდი..მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ რომ წასულიყო,ჰარის არ დავთმობდი.
მეც დავიჩოქე,მას გავუსწორდი,არაფერი მითქვამს,უბრალოდ ვაკოცე.ძველი,მონატრებული გრძნობა,რომელიც ახლიდან შევიგრძენი..შუბლი შუბლზე მივადე და ვუთხარი
-მგონი ყველაფერი ცხადია ხო?-თვალები გაუბრწყინა,გაუნათდა და ისევ მაკოცა..ამ დროს კი ჯოში,ოლივია, ელენა და ბებო ამოვიდნენ აივანზე,ტაში დაგვიკრეს და ჩვენსკენ წამოვიდნენ.ძალიან გამიკვირდა,რადგან არ ვიცოდი თუ ამის შესახებბ იცოდნენ..ბებიამ მაინც,რადგან არა მგონია ის ამას დასთანხმებოდა.ჩვენ ფეხზე წამოვდექით,ისინი კი ჩაგვეხუტნენ და მოგვილოცეს,ჰარიმ ხელი ჩამკიდა და შემომხედა,მე კი ბებოს მივუბრუნდი.
-ბებო..
-ჩემო პატარავ..ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის გნახე არ მახსოვს,ყველაფერს დავთმობ,რომ ბედნიერი იყო..ჰარი კი ის ადამიანია,ვინც სულსაც კი დათმობს შენთვის,ახლა კი ზუსტად ვიცი,რომ იმ ქვეყნად დამშვიდებული გულით წავალ.-ბებოს ჩავეხუტე,არ ვახსენე ყველა ის დაბრკოლება რაც წინ გველოდა..ცრემლები მოვწიმინდე,ზემოთ ავიხედე და გავიღიმე
,,მამიკო,შენი პატარა გოგონა გაიზარდა"...
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...