-რა ხდებოდა?-ვკითხე ზეინს.
-მგონია,რომ მერედიტს ასე ცუდად არ უნდა ექცეოდე.
-კარგი რაა!ვინც როგორ იმსახურებს ისე ვექცევი.
-ის მართლა ნანობს.
-ცოტა გვიანი ხომ არაა?
-ის ვერ შეამჩნიე შენი ფოტოებით ბუხრის თავი გადავსებული რომაა? შენს ვიდეოებს ყოველ საღამოს უყურებდა ,ჩემპიონატი რომ მოიგე იმ ვიდეოს 100ჯერ მაინც მაქვს ნაყურები და უფრო მეტჯერ შენს ცეკვებს.ის მართლა იმსახურებს მეორე შანსს.როდესაც ვიდეო დამთავრდებოდა,ცრემლებს იწმენდდა და ამბობდა ,,ცუდი ვარო",გთხოვ იფიქრე ამაზე.ახლა კი უნდა წავიდე-ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა,გასვლისას თვალი ჩამიკრა და გავიდა.დავრჩი გაშეშებული.ვფიქრობდი იმაზე რაც ზეინმა მითხრა.იქნებ ბებოც მართალია და ჯოშიც,ყველა იმსახურებს მეორე შანსს..მაგრამ იცით რა?მის მიმართებაში ასეთი ცივი აღარ ვიქნები,ნუუ ცოტა მოვლბები და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.მეორე შანსში არ ვიგულისხმე,რომ ხვალ დილით მივვარდები და ჩავკოცნი.ამდენი ფიქრით უარესად გავხდიგამოვიცვალე და დავწექი,მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი.მწყუროდა ,თან ძალიან,ამიტომ ავდექი და ქვემოთ ჩავედი.როგორც ჩანს ყველა დაწვა,რადგან სახლში სამარისებური სიჩუმე იყო,თან შუქებიც ჩამქრალი იყო.კიდევ კარგი ტელეფონი თან მქონდა,ფანარი ავანთე და ასე გავიკვალე გზა სამზარეულოსკენ.(დაახლოებით ასეთი პიჟამა მეცვა).
ფეხები გამეყინა,ამ სახლში ხალიჩა რა ხილია არ იციან?კარადა გამოვაღე,ჭიქა ვიპოვე,წყალი დავასხი და დავლიე.მაგრამ ნელა ვსვამდი და კვლავ ზეინის ნათქვამზე ვფიქრობდი.დარჩენილი წყალი ონკანში ჩავაქციე და ჭიქაც იქ ჩავდე,მოვტრიალდი და შვევხტი,რომ არ დამეყვირა პირზე ხელები ავიფარე.დავინახე წელსზემოთ შიშველი ჰარი,რომელსაც კულულები აბურძგნული ჰქონდა.სიცილი ვერ შევიკავე და ერთი კარგად გადავიხარხარე.
-მოხვედი ხასიათზე?
-მე სულ კარგ ხასიათზე ვარ.
-არა მგონია.
-ნუუ ვისთან როგორ.-გვერდი ავუარე ,უუნდა ოთახში დავბრუნებულიყავი,როდესაც მკლავში მწვდა და მის წინ დამაყენა.ჩემზე ბეეევვრად მაღალია ამიტომ ზემოდან დამყურებდა.მისი ნაკვთების შესწავლა დავიწყე.საშუალო ზომის ვარდისფერი ტუჩები,აპრეხილი ცხვირი,მწვანე ულამაზესი თვალები...ასეთი სილამაზე ჯერ არ მენახა,უნებურად თავი გვერდით გადავაგდე ,რაზეც გაიღიმა.უფრო მომიახლოვდაორივე ხელით სახეზე შემეხო და ცხვირზე პატარა კოცნა დამიტოვა,ამაზე გამაჟრჟოლა..გაიცინა და თვალებში შემომხედა.
-ვიცი რასაც იტყვი,რომ ეს შეუძლებელია და არ შეიძლება,მაგრამ ხომ ვიცი რომ შენც გინდა-ნამძინარევი ხმით მითხრა,რომელიც კიდევ უფრო სექსუალურია..ახლოს მოიწია,ჩვენ შორის მანძილი საგრძნობლად შეამცირა,ჯერ შუბლზე მაკოცა,მერე ლოყებზე(ზუსტად იქ სადაც სიცილის დროს მეშხვლიტება),მერე ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე ძალიან ნაზი,გრძნობით სავსე კოცნა დამიტოვა..ადგილზე გავშეშდი და თავი დავხარე..მან ხომ ჩემი პირველი კოცნა ისე წამართვა,ვერც შევეწინააღმდეგე.თავი ამაწევინა და ყურში ჩამჩურჩულა.
-ბოდიში თუ შენი პირველი კოცნა წავიღე,მაგრამ არც ვწუხვარ,კიდევ ბევრ რამეს მე მივისაკუთრებ.-იქვე სველი კოცნა დამიტოვა,ჩემს გაკვირვებულ სახეზე გაიცინა და თუ არ ვცდები ოთახში წავიდა.დამტოვა გაკვირვებული!!ახლა უფფრო ვერ დავიძინებ!!ისეთი ენერგია მაქვს მთელს ლონდონდ 5წუთში შემოვივლი,ეს ყველაფერი კი ჰაროლდა სტაილსის დამსახურებით..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...