Sweet...

2K 114 9
                                    

 სახლი მართლაც საოცარი იყო.ხის კედლები,ბუხარი,პატარა დივანი,წიგნით სავსე კარადები..ასეთ სახლზე ხშირად მიოცნებია,რადგან რაც გადავიტანე,იმის მერე უბრალოდ განმარტოება და ხალხისგან შორს ყოფნა მინდოდა..უცებ ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე,რადგან მამამ ერთხელ ასეთ პატარა სახლში წამიყვანა სანაპიროზე და მთელი 2 კვირა ერთად ვიყავით..რა ვიცოდი რომ ამ ყველაფერს ასეთი დასასრული ექნებოდა..ჰარიმ სევ დიანად გამომხედა,ახლოს მოვიდა და  გულში ჩამიკრა,ახლა ეს ნამდვილად მჭირდებოდა.მეც ხელები კანკალით ავამოძრავე და შემოვხვიე.მისი სუნი ხარბად შევისუნთქე და მოვდუნდი.ის კი თმაზე მეფერებოდა,მეორე ხელი კი წელზე ჰქონდა შემოხვეული.შევხედე და მის თვალებში ჩავიკარგე.ეს თვალები..უბრალოდ საოცრებაა..ხელი სახეზე ჩამომისვა,უცებ კი სისხლი შევამჩნიე,ხელებიც ისეთივე საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა,როგორც წარბი.მისი ხელი ავიღე და კარგად შევხედე.

-ახლავე უნდა დაგიმუშავო,ხელიც და წარბიც,თორემ ინფექცია შეგეჭრება და ეგ ლამაზი სახე და ხელებიც დაგიმახინჯდება.

-მოიც რა თქვი?-გამიმეორა და თვალები სწრაფად დაახამხამა.

-ის რომ ინფექცია შეგეჭრება.

-შენ მე ლამაზი მიწოდე-თვალები ვჭყიტე,დებილი ხარნესააა!!!დებილი!!!

-ჩემო კარგო, მე რასაც ვამბობ ყველაფერი სერიოზულად არ უნდა მიიღო.-ვცადე სიტუაცია გამომესწორებინა.

-აჰამმ,კაი.-თქვა ეშმაკური ღიმილით.მე კი დამატყვევა.

-ახლა მითხარი სადაა პირველადი დახმარების ყუთი.

-აბაზანაში.

-არ ვიცი აბაზანა სადაა,ამიტომ წამომყევი და ბარემ იქვე ჩამოგბან სისხლსაც.-ხელი მომკიდა და ჩემთვის უცნობი მიმართულებით გამაქანა.ვითომდა პატარა სახლი,მაგრამ ძალიან ბევრი ოთახი აქვს.აბაზანაში შევედით,პირველადი დახმარების ყუთი კარადაში ვიპოვე,ჰარის წინ დავდექი და მისი ხელი ავიღე.მოულოდნელად გვერდებზე ხელი მომკიდა და იქვე მდგომ პატარა კარადაზე შემომსვა.

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now