დილით ჩვეულებრივზე უფრო ადრე გამეღვიძა. თვალები გავახილე თუ არა, მოკაშკაშე მზის სხივები დავინახე და უცებ გავიაზრე, რომ თითოეული დღე ღმერთისგან მონიჭებული საჩუქარია..არც კი ვიცი ბოლოს როდის იყო ღმერთი ჩემს მიმართ ასეთი მოწყალე😅
გვერდით გადავბრუნდი და ჰარის სახეს დაკვირვება დავუწყე.პატარა ცხვირი,სავსე ტუჩები...ხელი მის ტუჩებს გადავუსვი,მერე ცხვირს
-ვიცი ,რომ გღვიძავს.-არაფერი უთქვამს.-მძინარე ადამიანი წამწამებს არ აფახურებს.-მანაც ტუჩი გადმოაგდო,მე კი მივიწიე და ნაზად ვაკოცე.ვიცი ,არასწორს ვაკეთებ, ის ფაქტობრივად ჩემი ძმაა,მაგრამ არ ვიცი რა მემართება,თავს ვერ ვეწინააღმდეგები.
გაახილა თვალები და შემომანათა.
-იმედია გუშინდელს არ ნანობ ხო?-როგორც ხვდებით მან მიისაკუთრა ის,რაც მეგონა რომ ქორწილის პირველ ღამეს გაქრებოდა..მაგრამ გუშინ ამის გაკეთება ძალიან მინდოდა,მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს არ ვნანობ.
მის კითხვაზე თავი გავაქნიე,მან კი ფართოდ გაიღიმა და მიმიხუტა.
-საოცრად მაბედნიერებ.ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი არც მახსოვს.-დაეჭვებით შევხედე.
-დარწმინებული ხარ?
-ხო რა იყო?-მანაც ასევე შემომხედა.
-ისე ლაპარაკობ გეგონება ჩემთან დაგეკარგოს ვაჟიშვილობა.-ამაზე ჩემს ზემოდან მოექცა და მითხრა.
-შენ განსხვავებული ხარ,არავის გავხარ, ამაში მაშინ დავრწმუნდი,როცა მერედიტმა შენი ცეკვის ვიდეო მანახა.
-ანუ ჩემი ცეკვაც ნანახი გაქვს ხო?
-თან რამდენჯერ იცი?ჰიპჰოპი და ლათინურები მოკლედ ყველა.და ხოო ის ბიჭი ვინაა?
-ვინ ბიჭი?
-ვითომ არ იცი ვინც!
-ააა ჯოში?
-ხო ვინცაა.
-მეწყვილეა და ბავშვობის მეგობარი.
-ანუ ტყუილად მეფხანებოდა ხელები?
-დიახაც-მოიწია და ნაზად.უცებ კი ჩემი ტელეფონი აბზუილდა.
-ვიღაცამ ხომ უნდა გაგვაწყვეტინოსს!!-ამოიოხრა ჰარიმ.
-გუშინ არ გეყო?-თავი გააქნია.-შენ ცოტაა....-გვერდით გავედი და ტელეფონს დავხედე.მერედიტი იყო.
-გისმენ.
-ნეზა,მგონი დრო მოვიდა გაიგო,რა მოხდა სინამდვილეში.
-ამის გაგების დრო ორი წლის წინაც იყო და ახლა რაღას აფორიაქდი.
-დიდი ხანი ვიცადე,მინდა გაიგო,რომ ჩემი ბრალი არაფერია.
-გამოვდივარ და კაფეში შევხვდეთ.-გავთიშე და მერედიტს ლოკაცია გავუგზავნე კარის.ცოტა შეშინებული ვიყავი,არ ვიცი ასე მალე რატომ მოინდომა ყველაფრის ახსნა.საძინებელში გავედი და ჰარი დაფეთებული მეცა.
-რა გჭირს?ფერი არ გადევს.
-მერედიტმა დამირეკა..უნდა წავიდე.
-ამიხსნი რამეს?
-ჰარი ახლა არა..მართლა ძალიან მეშინია.სიმართლის გაგება მინდა,მაგრამ მეშინია.-ცრემლები წამომივიდა,ჰარიმ კი მჭიდროდ მომხვია ხელები.
-ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ.მინდა იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს მე შენთან ვარ.. ყოველთვის...- თვალებიდან ცრემლები მომაშორა და გამიღიმა - გინდა წაგიყვანო?
-არა.მარტო წავალ..-მოწყვეტით ვაკოცე და გამოცვლა დავიწყე.ჰარის მაიკა ავიღე,ბოლოჯერ ჩავეხუტე და სახლიდან გავედი..ტაქსი გავაჩერე და ტაქსი გავაჩერე. მოსვენება არ მქონდა..არ ვიცოდი რა მოხდა სინამდვილეში...მაგრამ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება...
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...