Danger..

1.5K 104 5
                                    


  ყველაფერი დამთავრდა..ცრემლები უმისამართოდ წამომივიდა,ის გოგო კი თავაწეული მიყურებდა..მერედიტი და ჯო გაგიჟების პირას იყვნენ. ჰარი კვლავ ჩაშავებული თვალებით იყურებოდა.მეტი ვერ ავიტანე..ჰაერი არ მყოფნიდა..ამიტომ დების ხელი გავუშვი და გარეთ გავვარდი. უმისამართოდ მივრბოდი.
-პატარავ!!-მეძახდა ჰარი,მაგრამ ახლა არაფრის გაგონება არ მინდა.. მინდა გავქრე,მოვკვდე...რადგან აღარაფერი დამრჩენია..
  ჰარი მომსდევდა,მე კი რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და უფრო სწრაფად გავიქეცი.ბედად ტაქსი დავინახე,გავაჩერე და ადგილს სწრაფად მოვწყდი..უკანა ფანჯრიდან გავიხედე და ჰარის აცრემლებული თვალები დავინახე..კვლავ მორბოდა.არ ჩერდებოდა..არც მე შემეძლო გაჩერება,ასე არასდროს მტკენია გული..ხელი მანქანის უკანა სარკეს დავადე და ჩუმად ჩავილაპარაკე ,, შემიყვარდი ჰარი სტაილს".. 
  ბოლოს სად ამოვყავი თავი არც მახსოვს,რადგან ვერაფერზე ვფიქრობდი..მძღოლს მხოლოდ ის ვუთხარი,რომ სადმე წყნარ ადგილას წავეყვანე.. როცა ფანჯრიდან გავიხედე, რაღაც კლდე დავინახე.მიყრუებული ადგილი დავინახე. ტაქსისტმა ავის მომასწავებელი თვალებით გამომხედა,ვხვდებოდი რასაც აპირებდა,ამიტომ მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და კვლავ გავიქეცი.
-ასე სწრაფადაც არა!!-ისიც გამომეკიდა.წავიქეცი..ფეხზე დავიხედე და სისხლი შეუწყვეტლივ მომდიოდა,მაგრამ გაჩერების დრო არ იყო..ძლივს წამოვდექი,მაგრამ მკლავში მწვდა და მიწაზე დამაგდო.ჩემზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა,მაგრამ მაინც ვაგრძელებდი და ხელებს მკერდზე ვურტყამდი.ის ჩემს ზემოდან მოექცა და ტანსაცმლის გახდა დამიწყო. მე ერთი ფეხი განვითავისუფლე და ფეხებს შორის ამოვარტყი.
-შე პატარა ბო**- სწრაფად წამოვხტი და ტყისკენ გავიქეცი..უკვე ბნელდებოდა, საშინელი ხმები მესმოდა,მაგრამ მაინც მივრბოდი..უცებ მივხვდი რამდენად დავიღალე და იქვე ხესთან ჩამოვჯექი.ძალიან შორს წამოვედი, ამიტომ არა მგონია მას ვეპოვნე.
  მოვიკუნტე როგორც პატარა გოგონა, თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე.მაგრამ ძალიან ჩუმად,მეშინოდა არ მოსულიყო...დღეს უკვე ბევრი რამე გადავიტანე.არც კი ვიცი როგორ გავძელი..მაგრამ ის კი ვიცი,რომ რაღაც დანებების საშუალებას არ მაძლევდა.ტელეფონი სიჩქარეში გადამივარდა,ამიტომ ვერავის დავურეკავ.საოცრად მეშინოდა...ბნელი ტყე.. ხიფათი..და რაც მთავარია მთელი ცხოვრება დამენგრა.რამოდენიმე დღის ბედნიერება არ დამცალდა.ყველაფერი განადგურდა.. ჰარიზე ფიქრებში ჩამეძინა, მაგრამ უც გამახსენდა,რომ მალე ის დაქორწინდება,შვილები და შვილიშვილები ეყოლება..მე კი..ყველაზე უბედური ადამიანი ვიქნები..თუ მას ოდნავ,ოდნავ მაინც ვუყვარვარ,ამას არ დაიშვებს,მაგრამ რა ვიცი.. ადამიანის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია.როგორ ვთქვი? გუშინდელი დღე წარსულია და დღევანდელი საჩუქარი? მერჩივნა დღევანდელი დღე არ გამთენებოდა.
  ქარმა დაუბერა,მე კი ჩემს ხელებს და ფეხებს დავხედე,რომელიც სისხლით მოთხვრილიყო. როგორც შემეძლო მოვიკუნტე,ხელები ფეხებს შემოვხვიე და ვეცადე ცოტა მაინც გავმთბარიყავი.. თვალები დავხუჭე და დავიწყე ჰარიზე ფიქრი.. ვიცოდი...მას დიდი ხნით ვერ ვნახავდი..

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now