That girll!!!

1.7K 96 10
                                    

  ექიმმა სახლში გამომიშვა, მაგრამ წამლები დამინიშნა და თავი არ დაიტვირთოო. მერედიტს ვუთხარი,რომ ისევ დაქალთან ვრჩებოდი,ჰარიმაც რაღაცეები იბოდიალა და ისევ აგარაკზე ვართ.იქამდე არ მომეშვა ჰარი,სანამ არ ვჭამე და წამალი არ დავლიე..ბებოსავით მექცეოდა,რაც მსიამოვნებდა.დივანზე იჯდა,როდესაც მოცუცუცქდი.
-ჰააზზ..ხომ დამპირდიი-წამწამები ავაფახურე
-კაი რაა!რა კლუბი, დავსხდეთ და ფილმებს ვუყუროთ.
-შენი ნებაა,არადა მეც ხომ დაგპირდი ყველაფერს შეგისრულებ მეთქი.არ გინდა?კაი ბატონო.
-უხხ რას არ იზამს კაცი რა!!მიდი ჩაიცვი და წავიდეთ- ტაში შემოვკარი და ჩავეხუტე.-ოღონდ იცოდე მალე წამოვალთ და ხო კიდე გამომწვევად არ ჩაიცვა.
-მე და გამომწვევი?როდის გინახივარ ერთი გამომწვევად ჩაცმული?
-ჯერ არა- ჩაილაპარაკა მაგრამ გავიგე.
ავირბინე მეორე სართულზე და ჰოპპ რა გამახსენდა,აქ ტანსაცმელი ვაბშე არ მაქვს,ამიტომ ისევ ჰარის კარადა გამოვაღე და რაღაცეების მოზომვა დავიწყე.რამხელაა ეს ბიჭი!!არაფერი მომერგო!!ამიტომ დების დავურეკე
-ჰეი დებსს
-დებს კი არა ის!! ახლა გაგახსენდი ხოო?
-მერე მოგიყვები ყველაფერს!ახლა კიდე რაღაც უნდა გითხრა.
-გსმენავ
-შენ,აიზეკი და ენტონი კლუბში წამოდით.მერედიტს მე მივწერ რომ გამოგიშვას.კიდევ ჩემს ოთახში ადი და რაიმე ტანსაცმელი წამომიღე კლუბისთვის.
-ენტონი? მერე ჰარ..
-მაგაზე არ იდარდო.მერედიტს მივწერ და ეგაა,აკრიფე ყველაფერი და ამ მისამართზე მოდი!-ტელეფონი გავუთიშე, მისამართი მივწერე და მერე მერედიტსაც მივწერე.მაგრამ გადავწყვიტე ცოტა თბილად მიმეწერა ,ბოლობოლო სიმართლე გავიგე და სულაც არ ყოფილა დამნაშავე.
-დე,შეგიძლია დები გამოუშვა?-ბევრი ვიყოყმანე მიმეწერა თუ არა ასე,ბოლოს კი გავუგზავნე.სულ რაღაც 10 წამში მომივიდა პასუხი
-აბ რას ვიზამ პატარავ❤️
  ჰარისთან ჩავირბინე რომელიც კვლავ ტელევიზორის უყურებდა.
-ვაუუ რა კარგად გამოიყურები!!
-შტერო!-მივედი და თავი მკერდზე დავადე.-დები მომიტანს ტანსაცმელს.
-ანუ დრო კიდე გვაქვს ხო?-წარბები ამითამაშა და დივანზე გადამაწვინა.
-მეტი არაფერი გაინტერესებს ხო?
-ხო თქვი ყველაფერს შეგისრულებო!
-რატომ მისწრებდა ენა წინნ!!- არ დამასრულებინა და ტუჩებზე მეცა.დიდი არაფერი მომხდარა,უბრალოდ...ისა რა..😅😅ხო ხვდებით ასეთ რაღაცეებზე საუბარი მეუხერხულება..
  მალე კარზე ზარი გაისმა. დენდარტყმულივით წამოვვარდი და კარებს ვეცი.
-დებიი-შევაფრინდი ზედდ!
-ასე თუ მოგენატრე უფრო ადრე გნახავდი
-ნუუ ხარ უჟმური!-ხელი მოვკიდე და მეორე სართულისკენ წავიყვანე.
-პრივეტ დებსს!-ხელი აუწია ჰარიმ.
-სალამი- უთხრა დებიმ მორცხვად.მგონი ხვდებიან ხო რატომაც? ოთახში დები საწოლზე დაჯდა და ვკითხე
-აბა რა წამომიღე?
-ჯერ მითხარი თქვენს შორის რა ხდება?
-ჯერ მითხარი რა ხდება შენსა და აიზეკს შორის?-პარკი ხელიდან გამოვგლიჯე და საპირფარეშოსკენ წავედი.
-მოდი კარებთან ახლოს დადექი და ისე მომიყევი რა ხდება თქვენს შორის?-ვუთხარი ხმამაღლა.
-ცუდად ხო არ ხარ?ჩაიცვი და მერე მოგიყვები.
  ვაღიარებ დებიმ კარგად იმუშავა

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now