My angel..

1.7K 110 11
                                    

  დრო იწელებოდა...ისე გადიოდა,როგორც საუკუნე..მივაღწიე კაფესაც, გარეთ კი მერედიტის მანქანა დავინახე.ესეიგი უკვე აქაა, ღრმად ჩავისუნთქე და გზა განვაგრძე.შევედი თუ არა მერედიტი დავინახე,მივედი და მასთან დავჯექი.
-შეგიძლია ახლავე დაიწყო.-ვუთხარი ისე, რომ არც მივსალმებურვარ.-და მაინც ძალიან გაკვირვებული ვარ,რომ შენ გამოთქვი ინიციატივა.
-გთხოვ არ გამაწყვეტინო.-აღელვებული ჩანდა,ამან უფრო შემაშინა,ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო.-მამაშენს კიბო ჰქონდა..-ადგილს მივეყინე.ანუ..მამა...მამას კიბო ჰქონდა? და მე მიმალავდნენ? პირზე ხელი ავიფარე და ამოვიქვითინე.მერედიტი გვერდი მომიჯდა და ჩამეხუტა,არც შევეწინააღმდეგე ,ახლა ეს მჭირდებოდა..
-გთხოვ გააგრძელე...-ამოვიტირე..
-ფული არ გვქონდა ოპერაციისთვის, ეს კი ძალიან სჭირდებოდა...-არაფერი მესმოდა..როგორ მიმალავდნენ..ჩუმად ვტიროდი.- მე კი გადავწყვიტე რომ ფული მეშოვა რადაც არ უნდა დამჯდომოდა,რადგან მამაშენი დღემდე საოცრად მიყვარს.ამიტომ..-მანაც ტირილი დაიწყო.- სამუშაო ვერ ვნახე,ბოლოს კი კაზინოში დავიწყე მუშაობა..იქ ერთ კაცს გადავეყარე და მითხრა...-სიტყვებს ვერ ამბობდა..ცრემლები არ წყდებოდა.ვერაფერს ვაკეთებდი.უბრალოდ ვიჯექი და ჩემს თავზე ვბრაზდებოდი.როგორ ვერ მივხვდი,მამა სუსტად გრძნობდა ხოლმე თავს,მე კი ვერაფერს ვხვდებოდი- იმ კაცმა მითხრა,რომ 1 ღამეში ბევრს გადაიხდიდა, დავთანხმდი..რადგან ეს ფული მართლა მჭირდებოდა..იმ ღამიდან ფული ავიღე და ოპერაციისთვის მზადება დავიწყეთ, როდესაც იმ კაცის დაცვამ მიპოვა და ჩემი გატაცება სცადა..მამაშენმა ერთს იარაღი წაართვა და მოკლა..-რა??..მამა..მამიკო..ამას არ იზამდა..ის ხომ ანგელოზი იყო..ჩემი ანგელოზი..- იმის მერე ის კაცი გადაეკიდა და ის ავარიაც-ცრემლები ახრჩობდა- მისი მოწყობილია..-მეტის მოთმენა არ შემეძლო, ავდექი და გარეთ გავარდი. მერედიტი უკან გამომყვა..
-ნეზა!!-მეძახდა,მე კი არაფერზე რეაქცია არ მქონდა..სად მივრბოდი არ ვიცი..მაგრამ ის კი ვიცი,რომ ახლა არავინ მჭირდება..ბებო მირეკავდა,ალბათ უკვე გაიგო,რომ მერედიტმა სიმართლე მითხრა.. ტელეფონი გავუთიშე და ტაქსი გავაჩერე.
-სადმე წამიყვანეთ, მნიშვნელობა არ აქვს სად..სადმე შორს და წყნარ ადგილას- მძღოლმა გაკვირვებულმა შემომხედა,მაგრამ არაფერი უკითხავს..ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.გავიგე ის რასაც არ მოველოდი..მამამ დედა გადაარჩინა..დედა კი მამას გადარჩენას ცდილობდა.20 წუთში პარკში ვიყავით,სადაც არავინ ჩანდა,ფული გადავიხადე და ერთ სკამზე ჩამოვჯექი..ირგვლივ არავინ იყო,ამიტომ ტირილი დავიწყე როგორც ბავშვმა..მენატრება..თავბრუ დამეხვა.გული თითქოს გამიჩერდა..ვერაფერს ვგრძნობდი.უცებ კი ვიღაცამ დაიყვირა და ჩემი მიმართულებით გამოიქცა..ხელი მომხვია,რადგან სახეზე მკვიდრის ფერი მედო. მინდოდა მოვმკვდარიყავი. უცებ კი თვალები დამეხუჭა და როგორც უსულო ისე დავეცი..

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now