თვითმფრინავი დაეშვა..მეც დავეშვი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.მაგრამ საკითხავი ისაა მართლა დავუბრუნდი? სახლში წასასვლელი ფული არ მქონდა, ჯიბეში არაფერი მედო, სრულებით არაფერი..ახლა კი ღამის 12ია,ჯოშს არ დავურეკე ,ამიტომ გზა ფეხით განვაგრძე..
ნელა მივდიოდი და ვქვითინებდი..სუსტი ვარ,ძალიან სუსტი..ჰარი მივატოვე და ჩემი გულიც მასთან დარჩა.მისი ხმა, თვალები,თმები ,ყ ელაფერი მენატრება..ქუჩაში არავინ იყო,ამიტომ მთელი ემოციები გარეთ გამოვუშვი.ბებოსთან არ წავედი,მაგრამ წავედი მასთან,ვინც ყველაზე კარგად მიგებს,ვინც ყველაზე მეტად მენატრება.. ღამე იყო,მაგრამ თვალდახუჭულიც მივაგნებდი მამას.. მივუახლოვდი და გავიღიმე.
-მოვედი მამა-ჩუმად ჩავილაპარაკე და ჩავიმუხლე.საფლავის ქვას თავი დავადე და ხელი გადავუსვი, თითქოსდა ვეფერებოდი.
-მამიკო.. მენატრები..მჭირდები..-ცრემლები მოდიოდა და მოდიოდა.-შენმა შვილმა იმედები გაგიცრუა.. შეუყვარდა ის,ვინც არ უნდა შეყვარებოდა..-მის გვერდით მოვიკუნტე და ჩამეძინა..გარეთ,სასაფლაოზე , სრულიად დაუცველი ვიყავი,მაგრამ თითქოსდა მაინც მშვიდად ვგრძნობდი თავს..ჩამეძინა მამასთან.. რომლის სითბო და გვერდში დგომა მაკლია..
----
პირველი რასაც ვხედავ,ეს მამიკოს სახეა, რომელიც მიღიმის.
-დილამშვიდობისა,მამიკო-ცრემლები მოვიწმინდე და გავიღიმე.ცოტა ხანი კიდევ სასაფლაოზე ვიყავი, ვტიროდი და მამას დაბრუნებას ვთხოვდი იქიდან,საიდანაც არავინ დაბრუნებულა.
ტელეფონი ავიღე და ჯოშს დავურეკე.
-ჯოშ..
-სად ხარ ვანესა?? მითხარი!! კარგად ხარ??
-ჯოშ.. გთხოვ მოდი..წამიყვანე..
-ბილეთი ნაყიდი მაქვს..
-რა ბილეთი,მე აქ ვარ..
-აქ ხარ?სად!
-მამასთან -ჯოშმ ტელეფონი გათიშა,მე კი კვლავ მამიკოს მივეხუტე და ღრმად ამოვისუნთქე.
წამში ჯოში ჩემთან გაჩნდა,გამოიქცა და როგორც არასდროს ისე ჩამეხუტა..
-პატარავ..სად იყავი?
-ყველაფერს აგიხსნი,მაგრამ ახლა არა.. შენთან წამიყვანე,არ მინდა ბებომ ასეთ მდგომარეობაში მნახოს.-ფეხებში ძალა გამოცლილი მქონდა,ამიტომ ხელში ამიყვანა და მანქანაში ისე ჩამსვა.გზაში ხმა არ ამოგვიღია არც ერთს.ვიჯექი და მწვანე თვალების გარდა ვერაფერს ვხედავდი.ტელეფონს ხმა გამორთული ჰქონდა,მაგრამ ჰარი მაინც რეკავდა.
მალე სახლშიც მივედით.ჯოშმა გადმომიყვანა და საძინებელში ამიყვანა,დამაწვინა და უკნიდან მომეკრო.თავზე ხელს მისვამდა და რაღაცას დამღიღინებდა..
-ჯოშ..
-გისმენ.
-საშინელი ადამიანი ვარ .
-ასე ნუ ამბობ.
-კი მაგრამ ასეა! ცხოვრება დავინგრიე და სხვასაც დავუნგრიე.- წამოსული ცრემლი ხელით შევიმშრალე და თვალები დავხუჭე.ამ წამს არავინ მინდა,მის გარდა...და არაფერი მინდა მის გარეშე..
____________
ჯოში სახეზე მეფერებოდა და ასე გავიღვიძე.
-დილამშვიდობისა.-მხოლოდ გავუღიმე.-ადექი ვისაუზმოთ.
-არაფერი მინდა-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
-აუ იცი რაა?? გუშინ ძაან ცუდად იყავი და არაფერი გითხარი.დროზე ადექი და წამოდი, ყველაფერი წარსულში დატოვე და ცხოვრება განაგრძე.
-შენ არაფერი იცი..რასაც ამბობ შეუძლებელია.. ვერ ვიზამ..
-არაფერი ვიცი?მაშინ მომიყევი- წამოვჯექი,ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...