Something more than dance...

1.5K 105 14
                                    

      ყველაფერი ვიცეკვეთ.საერთოდ ყველაფერი!!და მგონი ყველაზე კარგადაც!! 50 წყვილიდან 3ნი დავრჩით. მე და ჯოში,ენტონი და ბელი და კიდევ ერთი წყვილი.მსაჯების წინ ვიდექით,მე ჯოშის ხელი მეჭირა და ისე ვუჭერდი რომ ვერც ვიაზრებდი.მან იცოდა თუ როგორ ვნერვიულობდი,ამიტომ მანაც ხელი მომიჭირა და მანიშნა ყველაფერი კარგად იქნებაო.ერთ-ერთი მსაჯი წამოდგა და გამოაცხადა.

-დღეს თითოეული თქვენთაგანის შესრულებულმა ნომრებმა დაგვატყვევეს,მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა-ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ.-კიდევ 1 ტური დარჩა.ტანგოს ტური.არც ერთი არ იყავით ამისთვის მზაად და სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ,გაგვეგო თუ ვის როგორ შეუძლია იმპროვიზაცია.-ვნერვიულობდი,თანაც ძალიან,რადგან ტანგო ჩემი სტილი ნამდვილად არაა.უცებ კი მუსიკა ჩაირთო,სანამ სხვები დაბნეულები იყურებდონენ ჯოშმა ჩემი ხელი აიღო და პარკეტის ცენტრში გამიყვანა. კი არ ვცეკვავდით,არამედ დავსრიალებდით.უცებ ჰარის ადგილისკენ გავიხედე,იქ კი მხოლოდ იზაბელა იჯდა,ჰარი არსად ჩანდა..ცოტა ავფორიაქდი,უცებ როცა ჯოშმა დამატრიალა,1ის ნაცვლად რამოდენიმე ბრუნი შევასრულე,ბრუნვის დროს ყოველთვის თვალებს ვხუჭავდი არ ვიცი რატომ..უცებ ჯოშმა მაჯაში ხელი მომკიდა და მის სხეულს მიმაჯახა..მაგრამ მოიცადეთ..ეს სუნი..შეხება..გრძნობა..ავიხედე და მის მწვანე თვალებს შევეჩეხე..

  მიყურებდა თანაც ცეკვას არ წყვეტდა..ჯერ გაურკვევლობაში ვიყავი,მაგრამ ცეკვას მაინც ვაგრძელებდი.თვალებში ვუყურებდი და არავინ მაინტერესებდა..მისი ხელები ჩემს წელზე დასრიალებდა.თვალს ვერ ვაცილებდი,მის თვალებში კვლავ ვარსკლავები და ნაპერწკლები დავინახე,გამეღიმა და ცეკვა განვაგრძეთ.ეს დრო წამებში გავიდა,არადა მინდოდა სამუდამოდ ასე გაგრძელებულიყო..ხმას არ ვიღებდით,ერთმანეთს ვუყურებდით და ვტკბებოდით. როცა მუსიკა შეწყდა ხალხი ფეხზე წამოდა და ტაში დაგვიკრა,სხვაწ ყვილებიც ცეკვავდნენ,მაგრამ ყველას მზერა ჩვენსკენ იყო მომართული..ჯოშიც შემოვიდა,მეორე მხარეს ამომიდგა და პაკლონი ერთად გავაკეეთეთ.

   დავდექით მსაჯების წინ,რომც არ გაგვემარჯვა არ მანაღვლებდა,რადგან ჰარი ჩემთან იყო,ეს მომენტი კი სამარადისოდ ჩემს გონებაში დარჩებოდა.იგივე მსაჯი წამოდგა და თქვა.

-შესრულებული ტანგო ძალიან მოგვეწონა,მაგრამ გამარჯვებულის,უბრალოდ შედევრი იყო.გვინდა ეს პრიზი გადავცეთ ყველაზე მოულოდნელი და გრძნობით აღსავსე ცეკვის შემსრულებლებს. ნომერი...-გული ლამის საგულედან ამომვარდნოდა,ამიტომ ჰარის ხელი ინერციით მოვუჭირე,რაზეც გაიღიმა და ცერა თითით ჩემს ხელს მოეფერა-ნომერიი 25!!!!-ეს რომ გავიგე სახეზე ხელები ავიფარე და ჩავიკეცე.არაფერი მესმოდა,არც ხალხის შეძახილები,არც  ტაშის ხმა.ჰარი და ჯოში მომეხვივნენ ,მეც ორივეს შეძლებისდაგვარად ჩავეხუტე.მსაჯები მოვიდნენ და თასი გადმოგვცეს!!ახლა წინ უფრო დიდი შეჯიბრი გველოდება!!

   ბებომ ჩამოირბინა და ჩამეხუტა.

-ის შენით ამაყობს!

-ვიცი ბე!!-როცა ყველაფერი ნელ-ნელა მიწყნარდა ჰარის ვეძებდი თვალებით,რომელიც სადღაც გამქრალიყო,ალბათ წავიდა..მაგრამ როგორ გაბედა!ხალხიც შემცირდა,მე კი ჯოშს ვუთხარი

-გამოვიცვლი დდა გამოვალ.-ოთახამდე არც ვიყავი მისული,როცა  სუნთქვა შემეკრა.დერეფანში  სანთლები ელლაგა და ვარდის ფურცლები მიმოფანტულიყო. სანთლებს სადღაც მივყავდი,გზადაგზა კი ვარდები მხვდებოდა,ირგვლივ სიბნელეს მხოლოდ სანთლის შუქი აპობდა.ავედი მაღლა,სულ მაღლა,აივანზე,საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა.აივნის მოაჯირთან ჰარი იდგა ზურგით,როდესაც მივედი უკან მობრუნდა და გამიღიმა,მეც იგივეთი ვუპასუხე,მივუახლოვდი და წინ დავუდექი.თმები ყურს უკან გადამიწია და სახეზემომეფერა. თვალებში ვუყურებდი და ცრემლებით მევსებოდა.ერთი ჩამომიგორდა თუ არა ჰარიმ მომაშორა და მიმიხუტა.ხელები მოვხვიე და მონატრებული სურნელი შევისუნთქე.უცებ მუსიკა ჩაირთო,ჰარიმ უკან დაიხია და ხელი გამომიწოდა,მეც ჩავჭიდე და ცეკვა დავიწყეთ..მხოლოდ ვირწეოდით.მე მის მკერდზე მედო თავი დ აკისერზე ხელებს ვხვევდი.მას კი წელებზე ჰქონდა მოხვეული ხელები და შიგადაშიგ თავზე მკოცნიდა..თვალები დავხუჭე და არც მინდოდა გახელა,რადგან მეშინოდა,როდესაც თვალებს გავახელდი არავინრომ დამხვდებოდა..

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now