ვიცი ამ საუბრის შემდეგ ცივი გეჩვენეთ,მაგრამ ასე არაა..უბრალოდ არ მინდა ვინმემ მატკინოს..არ მინდა ისტორიის ბოლოს გულგატეხილი მე ვიყო.ფანჯარასთან ვიდექი და ვიყურებოდი ცაში როგორ ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ვარსკვლავები ,ჩვენი ცხოვრებაც ასე არაა?ზოგი მიდის და ზოგიც მოდის..მეტად სახლში ვერ გავძლებდი,ამიტომ მოხერხებულად ჩავიცვი, ტელეფონი ავიღე და ქვემოთ ჩავედი.
ბებო ისევ მაგიდასთან მოწყენილი იჯდა,მივედი და მთელი ძალით მოვეხვიე.
-გთხოვ ბე,ის ლაპარაკი ამოიგდე თავიდან,ხედავ? მე უკვე კარგად ვარ-რა თქმა უნდა ვიტყუებოდი,რა თქმა უნდა შიგნიდან დანაწევრებული ვიყავი..
-ამ დროს სად მიდიხარ?
-გავისეირნებ,სუფთა ჰაერზე გავალ.
-კაი,წადი-მითხრა ბებომ,კიდევ ერთხელ ვაკოცე და გამოვედი სახლიდან,ქუჩაში ნელა და აუჩქარებლად მივდიოდი,მაგრამ ვიცოდი სადაც..15 წუთში სასაფლაოს წინ ვიდექი.გაგიკვირდათ არა?ამ შუა ღამეს,სასაფლაოს წინ. ვიცი,საშინლად ჟღერს,მაგრამ მამაჩემი აქაა ,ახლა კი ის ყველაზე მეტად მჭირდება..თვალდახუჭულიც მივაგნებ მის საფლავს,რადგან აქ კვირაშო 20ჯერ მაინც მოვდივარ..მივედი მამასთან და მის წინ მუხლებზე დავვარდი,ყველაფერი გარეთ გამოვუშვი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე..მინდოდა ჩემთან მამა მოსულიყო,ხელები მოეხვია და თავზე ეკოცნა..მომენატრა,საშინლად მომენატრა..მისი ხავერდოვანი ხმა,მისი სუნი,საერთოდ ყველაფერი...სასაფლაოზე არავინ იყო,გარდაცვლილთა სულების გარდა,ამიტომ უფრო ხმამაღლა ავბღრიალდი..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...