ბილეთი ტაილერმა მიყიდა,მასთან ვალში ვარ..დავემშვიდობე, მითხრა გამოგყვებიო მაგრამ უარი ვუთხარი,მაინც თავისი გაიტანა და ქალაქამდე წამიყვანა.მივადექი იმ სახლს,სადაც ჩამოსვლას ვერ წარმოვიდგენდი,სადაც მხოლოდ სიმართლის გაგება მაკავებდა..ახლა კი ბევრი მოგონება და ემოცია მაკავშირებს..სახლის წინ დავდექი და უბრალოდ ვუყურებდი..არ მინდოდა შესვლა ,უბრალოდ ჰარის ბოლოჯერ ნახვა მინდოდა.არ მინდა დავთმო,მინდა ჩემთან იყოს სამუდამოდ,მაგრამ არაფრის ძალა არ მაქვს,შინაგანად გამოფიტული ვარ და გულის ადგილას ფერფლი მაქვს.
ღრმად ჩავისუნთქე და სახლს უკნიდან მოვუარე ,სადაც ჰარის ოთახის ფანჯარა მეგულებოდა.დავდექი და ავიხედე.ნეტავ არ ამეხედა..ჰარი იდგა და გაყურებდა არემარეს.თვალები ტირილისგან დასიებული და ჩაშავებული ჰქონდა.რაღაცას ბუტბუტებდა,მაგრამ არ ვიცოდი რას..უბრალოდ უკვე მენატრება.. არ მინდა წასვლა,არ მინდა გავუშვა,მაგრამ ასეთი ყოფილა ჩვენი ისტორია,რომელიც არც დაწყებულა ისე დამთავრდა..არ მინდოდა დავენახე,არ მინდოდა კვლავ ტკივილი მეგრძნო ,ამიტომ სწრაფად დავტოვე იქაურობა და აეროპორტისკენ გავეშურე.
გზად ყველაფერი ავწონ-დავწონე. იქნებ დავრჩენილიყავი და მებრძოლა სიყვარულისთვის, რომელიც პირველად მეწვია.იქნებ რაიმე გამეკეთებინა,მაგრამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით განადგურება გადავწყვიტე.. აეროპორტში შევედი და ბილეთი ავიღე, ბოლოჯერ მოვავლე თვალი აქაურობას, ტრაპზე ავედი და საფრანგეთში წავედი..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...