გუშინდელი დღე წარსულია,დღევანდელი-საჩუქარი,ხვალინდელი კი-საიდუმლო.დილით ჰარის ხმამაღალი საუბარი მაღვიძებს,ტელეფონზე იმხელა ხმაზე ლაპარაკობდა,რომ ასე მეგონა მთელ სამეზობლოს ჩვენთან მოეყარა თავი.
-კი მაგრამ ახლა??ვერ მოიცდიან?-როდესაც შემამჩნია გაჩერდა და ტელეფონით ვიღაცას უთხრა-კარგი,გამოვალ.
-ვინ იყო?-ვკითხე,რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ დილაუთენია,ვინ მოუშალა ნერვები.
-ჯო იყო,სახლში დაბრუნდიო,რაღაცა კომპანიის მეწილეებიო და გაფართოებაო,მოკლედ ვერაფერი გავიგე.ეგ კომპანია მაგარი მკიდია და კიდევ დავრჩეთ-საწოლზე დაწვა და თავი კალთაში ჩამიდო.
-მიდი წადი და ნახე რა ხდება.ისე მგონი დროა დავბურნდეთ,უკვე კაი ხანია აქ ვართ.
-ასე მალე მოგწყინდა?-ტუჩი გადმოაგდო.
-რა თქმა უნდა არა!!აქ სამუდამოდ დდავრჩებოდი შენთან ერთად,მაგრამ ხომ ხვდები..-ჰარიმ თავი დამიქნია და ნელა მომიახლოვდა.მისი სუნთქვა სახეზე მცემდა და ჭკუიდან მშლიდა.თითქოს ეშინოდა ჩემთვის რაიმე არ ეტკინაძალიან ნელა ჩვენი ტუჩები შეაერთა.
-როგორ გავძლო ხოლმე ამ ტუჩების გარეშე?-ჩუმად ამოიჩურჩულა.
-როგორმე გაძლებ.-წარბი ამიწია და უფრო მიმიზიდა.
-ვნახოთ რამოდენიმე დღეში რას იტყვი-წელზე ხელი მომკიდა და საწოლზე გადამაწვინა.თავიდანვე ის ჩავაგონე თავსს,რომ ჰარის არ შევჩვეოდი,როგორც ჩანს იმაზე სუსტი აღმოვჩნდი ვიდრე მეგონა..
________
სახლში როდესაც შევედით დების დაბნეული სახე ჰქონდა.
-ერთად მოხვედით?-წარბი აგვიწია ჯომ
-გზაში შევხვდით ერთმანეთს-არ დავაცადე და ჰარის დავასწარი.
-გასაგებია-ჩაილაპარაკა მერედიტმა.თუ ეს ახლა რამეს ხვდება თავსაც მოვიკლავ.
-ესეიგი რა საქმე მქონდა-მე კიბეზე ასვლა დავაპიერ,რადგან მეგონა ეს საქმე ჰარის ეხებოდა.-ნესა შენც დარჩი.-ადგილს დავუბრუნდი და მივაცქერდი-ჩვენი კომპანიის გაფართოების დრო დადგა,ამიტომაც ჰარი შენ უნდა დაქორწინდე-ამ სიტყვების თქმა და ჩემი სუნთქვის შეკვრა ერთიიყო.უბრალოდ პირველად ცხოვრებაში თავი ბედნიერად ვიგრძენი თავი და...არ მჯერა.თვალები ამიცცრემლიანდა,მაგრამ რამდენად შემეძლო თავი შევიკავე.ჰარის გავხედე რომელიც ჯოს ანთებული თვალებით მიაცქერდა.
-შენ რა გეგონა ამას რომ გავიგებდი გადაგეხვეოდი??როდის შეწვეტ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას?? -ღრიალებდა ჰარი,დები მომიახლოვდა და ხელი მაგრად ჩამჭიდა.
-ჰარი მორჩი ღრიალსს!!-არც ჯჯომ დააკლო-ის ოჯახი აქაა,ამიტომ ცოტა ზრდილობა გამოიჩინე.
-რა ზრდილობაზე მელაპარაკები?! გინდა გამიუბედურო ცხოვრებაა?მაგრამ იცი რა?ამას არ დავუშვებ!-დების ფრჩხილები ხელში ჩავასე,უბრალოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი..
-შეწყვიტეე!!აღარ მინდა ამდენისს მოსმენა!!შენ დაქორწინდები და საქმე მორჩა!!-ჯო დამშვიდაა,ჰარიმ კი მუშტები მოკუმა და მე მეგონა სადაცაა ეცემოდა.-იზაბელლ!!მოდი აქ საყვარელო-დაიძახა ჯომ და მისაღებისკენ გაიხედა.იქიდან კი ის გოგონა გამოვიდა,გუშინ კლუბში რომ ვნახეთ..ნუთუ..ის და ჰარი...გული უსწრაფესად მიცემდა.ვერაფერს ვიაზრებდი.უბრალოდ მინდოდა გავქცეულიყავი.იმ გოგომ როდესაც დამინახა ეშმაკურად გაიცინა.
-აი ესაა ჰარი-უთხრა ჯომ
-ვიცი ,მაგრამ მას ხომ შეყვარებული ჰყავს-თქვა იზაბელამ თუ ვიღაც ჯანდაბამ.ვსო.მორჩა. ჩემი ცხოვრება ამ მომენტში დასრულდა.ის ყველაფერს ფარდას ახდის და სააშკარაოზე გამოიტანს.მის ამ სიტყვებზე ჯომ პირი დააღო.
-კი მაგრამ ვინ?
-ის თქვენს წინ დგას-უთხრა იზაბელამ და თითი ჩემსკენ გამოიშვირა..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...