Hospital

1.7K 111 3
                                    

  თვალები საავადმყოფოში გავახილე. პირველი რაც დავინახე,ეს თეთრი ჭერი იყო. წამლების სუნი მეცა და ცხვირი ავიბზუე.ხელზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი ,გავიხედე და დავინახე ჰარი, რომელსაც თავი ჩემს ხელზე ედო. მისი გაღვიძება არ მინდოდა,ამიტომ ნაზად მოვეფერე თავზე.ოდნავ შეიშმუშნა და თვალები გაახილა. მისი ჩაწითლებული თვალები რომ დავინახე რაღაც ენით აუწერელი ვიგრძენი..ცრემლი ჩამოუგორდა, სახეზე შემეხო და აკანკალებული ხმით მითხრა
-პატარავ ,შემაშინე.შენ რომ რამე მოგსვლოდა თავს არ ვიცოცხლებდი.
-კარგად ვარ-ვუთხარი და ვაკოცე.ისიც ამყვა და ენა შემიმისრიალა,რაზეც საოცარი გრძნობა დამეუფლა.
-როგორ მიპოვე?
-ვიღაცამ დამირეკა შენი ნომრით და მაშინვე გამოვიქეცი.
-ჰარი..
-გისმენ პრინცესავ.
-გთხოვ, ჩამეხუტე..-ისიც გვერდით მომიწვა და ხელები მომხვია..მისი სუნი შევისუნთქე და ტირილი ამივარდა.
-ჰარი,მე ბოროტი ვარ..მერედიტს ცუდად ვექცეოდი..საშინელი ადამიანი ვარ.
-ასე აღარასოდეს თქვა. შენ ყველაზე კეთილი,თბილი ადამიანი ხარ..არ იცოდი სიმართლე,ამიტომ როგორც სწორად მიგაჩნდა ისე იქცეოდი ,ამაში კი ცუდი არაფერია.მაგრამ გთხოვ,ასე აღარ ინერვიულო.ძალიან შემაშინე..მეგონა...-ღრმად    ჩაისუნთქა და წინადადება არ დაამთავრა.
  ასე ვიწექით წყნარად და იმედი მქონდა ჰარის გარდა არავინ არაფერი იცოდა.. ბებოსთან დიდი ხანია არ მილაპარაკია, ამიტომ მერე დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი, საავადმყოფოს გარდა. აქ უკვე ვეღარ ვძლებდი
-ჰარი
- ხო
- დღეს კლუბში წავიდეთ გთხოვვ
-შენ გოგო სიცხე ხო არ გაქვს?? არსადაც არ წავალთ!
-გთხოვვ,გთხოვვ..
-არა მეთქი.ისევ სუსტად ხარ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
-აქაურობა უფრო ცუდად მხდის.
-არა!
-წავიდეთ და რასაც გინდა ყველაფერს შეგისრულებ. მგონი ამაზე ღირს ხო დაფიქრება.
-ყველაფერს?
-აჰამმ.
-მაშინ კაი.ოღონდ მალე წამოვალთ.
-დების,ენტონის და აიზეკს დავურეკავ.
-მაგ ენტონის დავასისხლიანებ.
- უკვე გააკეთე ეგ.
-ახლა უარესად.
-კაი რაა ჰაროლდ!! მეგობარია!
-აჰამმ!!-მითხრა და რაღაცნაირად შემომხედა.
-კაი რაა ჰაზზ!! -ტუჩი გადმოვაგდე და ისევ მივეხუტე.ამაზე გაიცინა და თქვა.
-ახლა სახლში წავალთ,შეჭამ,წამალს დევ და მერე სადაც გინდა წაგიწყვან და ხოო! რასაც დამპირდი ეგ არ დაგავიწყდეს.
-დებილო! -გარეთ ფავიდა, ექიმს დაველაპარაკები და მოვალო.მე კი ტელეფონი ავიღე და ბებოსთან დარეკვა გადავწყვიტე.მისი ტკბილი ხმა მომენატრა.
-ბებოოო!!როგორ ხარ ბე?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები
-კაი რა ბე!ძაან მომენატრე!
- მეც ჩემო მზეო..
- ბე.. ყველაფერი გავიგე.
-ვიცი ლამაზო.
- არ მეგონა,თუ ყველაფერი ასე იყო.მე კი საშინლად ვიქცეოდი.ვერაფერს ვამჩნევდი და ვარდისფერი სათვალით ვიყურებოდი..
-ხვდები ხო ეს რატომ არ გითხარი აქამდე? მინდოდა ყველაფერი მერედიტს ეთქვა. და მორჩი საკუთარი თავის დადანაშაულებას ! შენი ბრალი არაფერია! ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება..ალბათ მას უფრო დიდი განსაცდელი ელოდა და ღმერთმა მასთან წაიყვანა.
-კი მაგრამ ..
-არავითარი მაგრამ.შენ კევინის შვილი ხარ,ესეიგი 1000ჯერ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე სხვა.რამდენჯერ მითქვამს შენთვის მამას გავხარ მეთქი,მამაშენი კი ყველაზე ძლიერი იყო,ყველაფრის მიუხედავად ფეხზე მყარად იდგა.გახსოვდეს ვისი შვილი ხარ ვანესა.
-ბე..მომენატრე- ცრემლები წამომივიდა,რადგან ამდენის გადატანა მართლა არ შემიძლია..

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now