უცებ ენტონი დავინახე,ისე ხომ ვიცოდი რომ წყვილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ ,ამიტომაც ძალიანაც არ გამკვირვებია მისი აქ დანახვა.მანაც დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა,მეც მივუახლოვდი და როცა ერთმანეთის პირისპირ დავდექით,გამიღიმა და ჩამეხუტა.მეც მოვხვიე ჩემთან პატარა მკლავები
- ასე მოულოდნელად რომ წახვედი ძალიან გამიკვირდა- შემომხედა და მითხრა.
-ხო, რაღაც პრობლემები მქონდა და წამოსვლა მომიწია.
-საოცრად გამოიყურები.
-ვუუუმეე!! მადლობა!შენც კარგად გამოიყურები.
- ის სადაა?
-ვინ ის?
-ჰარი თუ ვიღაცა- მის ხსენებაზე სახიდან ღიმილი გამიქრა, ვეცადე ემოციები არ გამომემჟღავებინა ,ამიტომ რამდენადაც შემეძლო უდარდელად მივუგე.
-წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს.ახლა კი ბოდიში უნდა დაგტოვო,ისევ გნახავ. დროებით!!-ჩავეხუტე და მარკეტისკენ წავედი, რომელიც ქუჩის გადაღმა მდებარეობდა.ცრემლები მომდიოდა,მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი შეკავებას.ყველა მე მიყურებდა,ისე რას მოველოდი ასე ჩაცმულს როგორ შემომხედავდნენ.
მარკეტში შევედი და წყალი ავიღე, სალაროსთან არავინ იდგა,ჩემთვის ძალიან კარგი.სალაროსთან მივედი,როცა გავშეშდი,ზურგს უკან ხმა გავიგე.
-საყვარელო, წამო სახლში წავიდეთ რაა!!-ხმა მეცნო.
-რამდენჯერ გითხარი,ნურც საზოგადოებაში და არც არასოდეს დამიძახო საყვარელო!!- მისი ხმა იყო..ეს აქცენტი მაშინვე ვიცანი, როდესაც პირველი სიტყვა თქვა.გავშეშდი, მინდოდა შევტრიალებულიყავი და მისთვის შემეხედა.
გავბედე და თვალი გავაპარე. თითქოს ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. აღარ უბრწყინავდა თვალები,ვერ დავინახე ნაპერწკალი..არც მწვანე იყო, სრულებით განაცრისფრებოდა.. ნუთუ ეს მე გავუკეთე.. არ ვიცოდი,მინდოდა მასაც დავენახე თუ არა,უცებ თავი შემოატრიალა,მე კი სასწრაფოდ წინ მივიხედე და მარკეტი დავტოვე.ამ ქუსლებზე ვერ დავრბოდი,მაგრამ რაც შემეძლო გავრბოდი. კარის ხმა გავიგე და როგორც ჩემს წინ მდგომ მანქანის მინაში დავინახე ჰარი იყო..
ქუჩა ისე გადავკვეთე გვერდით არ გამიხედავს, რის გამოც ლამის მანქანამ დამარტყა. ყურადღება არ მივაქციე როგორ მიყურებდნენ სხვა წყვილები,მაშინვე ჩემს გასახდელში შევედი და როგორც უსულო სკამზე ისე დავჯექი.
მან მიცნო..ან იგრძნო რომ მე ვიყავი.. მისი მზერა არ დამავიწყდება, თვალები თითქოს კვლავ უელავდა..მაგრამ რაც გავიგე არის ის,რომ იზაბელა არ უყვარს. მასთან ბედნიერი არ არის..
უცებ ჯოში შემოვიდა, აცრემლებული თვალებით რომ შევხედე , მაშინვე მკითხა.
-რა მოხდა?-მოვიდა და მკერდზე მიმიხუტა.
-ის ვნახე..ის აქაა...მაგრამ სულ სხვანაირია..-კრუსუნით ძლივს ვუთხარი..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...