რამოდენიმე დღეა რაც ტაილერთან ვარ,მაგრამ საშინლად ვგრძნობ თავს.. ყველაფერი ჰარის მახსენებს და ვერ ვიაზრებ რომ ის ქორწინდება,თანაც ვისზე.. ტაილერი ახლა გასულია ტყეში,შეშა უნდა მოიტანოს,მე კი ვზივარ და სახლის ტელეფონი მიჭირავს.არც ბებოსთან დამირეკავს და არც ჰარისთან..არ ვიცი რა ვქნა,მაგრამ ის ვიცი,რომ მალე აქედან წავალ.. დავბრუნდები საფრანგეთში და ვცდი ცხოვრების ახლიდან აწყობას. მაგრამ ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ,ყოველ ღამე ცრემლები მახრჩობს,ფიქრები თავს არ მანებებს და ყველაფერს უფსკრულთან მივყავარ.
უცებ ტაილერი მოვიდა, ცრემლები შევიმშრალე და კართან მივედი.
-მოხვედი?
- ხო და რაღაც ვიპოვე.
-მანახე.- და ჯიბიდან ჩემი ტელეფონი ამოიღო.მაშინვე გამოვართვი.
-ეს ჩემი ტეკეფონია,სად იპოვე?
-კლდესთან, ალბათ მაშ..
-კი და აღარ მინდა მაგის გახსენება.-ტელეფონი სრულებით დამჯდარი არ იყო.ბლოკი მოვხსენი და მესიჯების და ნარეკების კორიანტელი დამხვდა.ჰარი როგორც ჩანს ხუთ წუთში ერთხელ რეკავდა და მესიჯებსაც მწერდა.
-ტაი მე ზემოთ ავალ კაი?
-კაი..-კიბეებზე ძლივს ავედი და საეოლზ დავჯექი. თვალები დავხუჭე და მისი ესემესი გავხსენი.
,,ნესა,მიპასუხე პატარავ..სად ხარ მითხარი? უშენოდ ვერ ვძლებ.გთხოვ დამიბრუნდი..ასე ნუ მიმექცევი, მე მხოლოდ შენ მინდიხარ.არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის ,მე შენთან მინდა. რამე მაინც მომწერე, ვიცოდე რომ კარგად ხარ..ესეც საკმარისი იქნება.."
თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე.. ყველა ესემესი ასეთი შინაარსის იყო.ტელეფონი გვერდით მოვისროლე , ბალიშში ჩავრგე თავი და ასე დავიწყე ტირილი..უცებ ტელეფონი აბზუილდა.დავხედე და ჰარი იყო..ახლა უფრო ტირილი ამივარდა,არ ვიცოდი რა მექნა..გავბედე და ვუპასუხე.
-პატარავვ ნეზაა!სად ხარ ??მიპასუხეე!!ნეზაა!! გთხოვ.. რაიმე მითხარი..- ვიგრძენი ხმა როგორ შეეცვალა და ამოიქვითინა.მეტს ვერ გავუძელი და ტელეფონი გავთიშე,ახლა უკვე ემოციები ვერ დავმალე და ხმამაღლა დავიწყე ტირილი..ტუმბოზე რაც იყო ყველაფერი გადმოვყარე,ბალიშებს უმისამართოდ ვისროდი.. ტაილერი შემოვარდა და ჩემსკენ წამოვიდა.ჩამეხუტა და თავზე მომეფერა.
-ჩშშ..წყნარად..ყველაფერი კარგადაა.
-არა არ არის!! ყველაფერი გავანადგურე ტაილერ!!- მკერდზე მუშტებს ვურტყამდი,ბოლოს კი როდესაც ძალა აღარ მეყო უბრალოდ თავი დავადე..ტირილს უფრო ვუმატე...
---
ტაილერმა დამაწვინა და თვითონაც მომიწვა გვერდით.დაელოდა სანამ დავიძინებდი და შემდეგ გავიდა.მაგრამ მე არც მიძინია..ცრემლებით ბალიში დავასველე და მტკიცედ გადავწყვიტე დაბრუნება.. არაფრით ჩამოვედი და არაფრით წავალ..ტაილერთან ჩავედი და ვუთხარი.
-მივდივარ.
-არსადაც არ მიდიხარ!!შენ აქ რჩები!!-გამეღიმა ,მასთან მივედი და ხელი ჩავკიდე.
-მადლობა ასე რომ ზრუნავ ჩემზე,მაგრამ უკვე აღარ შემიძლია..აქაურობა ცუდად მხდის..არ მინდა იქ ვიყო,სადაც ვიცი,რომ ჰარია..მინდა წავიდე..-ტაილერი ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
-აქ დარჩენას გირჩევდი,მაგრამ შენთვის უკეთესი რაცაა მეც ისე მოვიქცევი.
-დღესვე წავალ,ბილეთს ვიყიდი და წავალ.. მანამდე კი რაღაცის გაკეთება მინდა..
YOU ARE READING
Once Upon A Summer (დასრულებულია)
Romanceვანესა 18 წლის გოგონაა,რომლის მშობლები გაშორდნენ,ის დღემდე დედას ადანაშაულებს მომხდარში,ამიტომ მამასთან ცხოვრება არჩია და დედასთან კონტაქტი გაწყვიტა..მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა,ცხოვრების პრობლემებს მარტო შეეჭიდა,მაგგრამ ბოლოს დედა აიძულებს მასთ...