Hero...

1.5K 113 3
                                    

  მთელი ღამე არ მეძინა.. ქარის ხმა,სიცივე,შიში.. ყველაფერი ერთად დამატყდა თავს..ბოლოს კი როდესაც სითბო და რბილი ზედაპირი ვიგრძენი თვალის გახელა მინდოდა,მაგრამ ძალა აღარ მქონდა..
  დილით როცა გავიღვიძე,სრულიად სხვა ადგილას აღმოვჩნდი.ეს ადგილი სულაც არ იყო საშინელი ან საშიში.ხის კედლები და იატაკი,ირგვლივ უამრავი ნახატი ეკიდა, ფანჯრიდან კი საოცარი ხედი იშლებოდა.მე რბილ ,თბილ საწოლში ვიწექი,ისევ ის ტანსაცმელი მეცვა,მაგრამ სისხლი აღარ მქონდა არც ფეხებზე და არც ხელებზ ე. ძალიან დავიბენი და თან ცოტა შემეშინდა.ჩუმად ავდექი და ოთახიდან გავედი.
  დანარჩენი სახლიც ასეთივე იყო-ხის,მაგრამ გემოვნებიანად მოწყობილი.როგორც ჩანს მეორე სართულზე ვიყავი ,პირველი სართულიდან კი ვიღაც ბიჭების ლაპარაკი ისმოდა.ხის მოაჯირს ხელი მოვკიდე და ქვემოთ ჩავიხედე.არაფერი ჩანდა..მაგრამ სამზარეულოდან რაღაც ხმა მაინც გავიგე,თანაც ჰაერში საოცარი სუნი ტრიალებდა.
  ძალა მოვიკრიბე და ქვემოთ ჩავედი.აი წინ რა სურათი გადამეშალა: 1 ბიჭი იდგა სამზარეულოში და პასტას აკეთებდა.როდესაც დამინახა,ჩაახველა და მომიახლოვდა.უცებ უკან დავიხიე,არ მინდოდა გუშინ რაც მოხდა იგივე განმეორებულიყო.მან კი შემომხედა და გამიღიმა.
-გამარჯობა,მე ტაილერი ვარ.დღეს დილით ტყეში რომ გავედი გიპოვე და გადავწყვიტე აქ მომეყვანე. არ შეგეშინდეს, არაფერს დაგიშავებ.- მისი საუბრის თბილმა ტონმა დამამშვიდა.
-დიდი მადლობა.შენ რომ არა,ალბათ ახლა გაყინული ვიქნებოდი.
-შენ რა გგონია არ იყავი? ექიმს დავურეკე,რადგან რაღაცეებს ბოდავდი,თან სიცხეც გქონდა,ხოდა ექიმმა რაღაც ნემსი გამიკეთა და წამლებიც დაგინიშნა.- ასეთ მზრუნველობას უცნობისგან არ მოველოდი,ამიტომ დაუფიქრებლად ჩავეხუტე.
-მადლობა .-მანაც მომხვია ხელები.
-რისი მადლობა,კაი რაა!!მაგრამ რამოდენიმე კითხვა მაქვს.
-ტყეში მიპოვე,სახლში მომიყვანე და რა თქმა უნდა კითხვები გექნება.
-როგორც ჩანს ცუდი რაღაც..
-რაღაცეები-შევუსწორე.
-კარგი.რაღაცეები მოხდა,ამაზე შენი თვალებიც მოწმობს.თუ გინდა ვისაუბროთ.
-ახლა არა კარგი?- მართლა არ შემეძლო რამეზე ლაპარაკი..კვლავ ჰარი მიტრიალებდა გონებაში.ახლა რას აკეთებდა? ქორწილს გეგმავდა?ამან უფრო ცუდად გამხადა,ჰაერი არ მეყო,ამიტომ ფანჯარას მივაწყდი და სუფთა ჰაერი ფილტვებში შემოვუშვი.ტაილერს მივუბრუნდი.
-მოგიყვები.. ვინმესთან ლაპარაკი მჭირდება.
-კარგი,მაგრამ არ მინდა თავი ცუდად იგრძნო.-ძალიან მზრუნველია,რაზეც გამეღიმა.-ვაიმეე!!პასტაა!!!!-თავზე ხელი შემოირტყა და გაიქცა.მეც გავყევი, საბედნიეროდ პასტა გადაარჩინა.
  დავსხედით,მე ჭამის მადა არ მქონდა,მაგრამ ტაილერმა დამაძალა. მოვუყევი ყველაფერი.ჩამოსვლიდან დღემდე..ძლივს ვლაპარაკობდი, ცრემლები მახრჩობდა..ტაილერმა კი ხელზე ხელი დამადო.
-შენი ისტორიაც დაახლოებით ისეთია როგორიც ჩემი..-ცრემლიანი თვალებით ავხედე- ერთი გოგო საოცრად მიყვარდა...5 წელი ვიყავით ერთად..შემდეგ ხელი ვთხოვე და რამოდენიმე თვეში პატარა გოგონა შეგვეძინა.ყველაფერი კარგად მიდიოდა ,სანამ...-სახეზე ხელი აიფარა,ამ სცენას ვერ გავუძელი..ის ხომ დამეხმარა,ჭირში არ მიმატოვა.ამიტომ მასთან ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე-ავარიაში მოვყევით და ის დაიღუპა...ჩემი პატარა გადარჩა,მე კი იმ დღის მერე ყოველდღე სიკვდილზე ვფიქრობდი..ვერავინ ამოავსებს იმ ღრმულს ჩემს გულში,რასაც ჩემი ცოლის მონატრება ჰქვია. ელი (შვილი)კი მის ბებოსთანაა,არ მაძლევენ მისი ნახვის უფლებას.. ყოველდღე მის გამო ვდგები და მის გამო ვაგრძელებ ცხოვრებას -ტაილერი ძალიან ძლიერია.მასზე ძლიერი ჯერ არავინ მინახავს.კვლავ ჰარი გამახსენდა,მეც ტირილი ამივარდა და ასე ვისხედით..ბედისგან დაჩაგრული ორი ადამიანი,რომელთა გულში მკაცრ ზამთარს დაედო ბინა ...

Once Upon A Summer (დასრულებულია)Where stories live. Discover now