3

1.1K 85 11
                                    

რეივენჰილი 2004
უხალისოდ მიაგდო ერთადერთი ზურგჩანთა, უინტერესოდ მოავლო თვალი ბნელ, მტვრიან ოთახებს სადაც ღამის გათევა მოუწევდა, რეალურად არც აინტერესებდა, იმისთვის არ გამოუგზავბიათ რომ კომფორტულად მოწყობილიყო და ახალი ცხოვრება დაეწყო, მკაცრად ქონდა გაცნობიერებული დავალება და არც აპირებდა ამ გზისთვის გადახვევას, არ მიეკუთვნებოდა ადამიანური ადამიანების კატეგორიას, თითქოს დაპროგრამებული იღებდა დავალებას და ნერვის აუტოკებლად ასრულებდა მას. მხოლოდ სახლიდან გამოსვლის შემდეგ შეხედა დიდ უსახურ ნაგებობას, თითქოს მისი პიროვნების გამოძახილი იყო, ზუსტად ისეთივე ბნელი, ცივი როგორიც მისი სული, თუ საერთოდ გააჩნდა ის... არასდროს დაუმახსოვრებია დეტალები თავისი ცხოვრებიდან, არასდროს უგრძვნია რაიმე ადამიანური, რომ დაფიქრებულიყო შეიძლება ეთქვა რომ შიმშილის გრძნობაც არ ქონდა და უბრალოდ იმიტომ იღებდა საკვებს რომ ასე იყო საჭირო. ახლაც მჭიდროდ მოიხურა შავი ტყავის ქურთუკი და ჩაეღიმა, რატომ გააკეთა ეს? სიცივის გრძნობაც კი არ აწუხებდა, ალბათ ვინმეს დაუნახა რომ ასე აკეთებდა ზამთრის ყინვიან დღეებში. არ შეიძლებოდა ადამიანს რომელსაც სულიერი ტკივილი არ განუცდია, გულის ტკივილი არ იცის რა არის, ფიზიკურად შეეწუხებინა რამეს, ის უბრალოდ ასეთი იყო, ამას უყურებდა ბავშვობიდან, უსულო, უგრძნობი ადამიანების არსებობას რომლებიც მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევდნენ უკან. უბრალოდ გაზარდეს არსებად, რომელსაც მიცემული დავალების იქით არ სხვა ინტერესი არ გააჩნდა.
უაზროდ გაზრდილ გაუსხლავ ბალახებში გადადგა ფეხი, ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტის ნარჩენი მოისროლა და მანამ დააჭირა მაღალყელიანი ბათინკის სქელი ძირი სანამ ტალახიან მიწაში არ ჩაკარგა. მაჯის საათს დახედა, შუაღამე სრულდებოდა, დრო იყო ახალი მსხვერპლი გაეცნო...

დიდი ხნის წინ დაწვა ანისია დასაძინებლად მაგრამ ძილი არ ეკარებოდა, ერთიანად უცოცხლდებოდა წარსულის მოგონებები, ერთმანეთში ირეოდა ბედნიერება და უბედურება, ხან იღიმოდა, ხან ცრემლი ჩამოუგირდებოდა ლოყაზე... ბოლოს რაღაც ხმა მოესმა ვერანდიდან, ფრთხილად წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მივიდა იატაკამდე დაშვებულ ფანჯრებთან, თეთრი გამჭვირვალე ფარდა გადასწია და გაიხედა... სრული სიწყნარე იყო... თავი გააქნია, იფიქრა ცოტა ჰაერი არ აწყენდა და ოდნავ შეაღო გამჭვირვალე კარი... მიხვდა ჯერ ვერ დაიძინებდა, ოთახში გავიდა, იმ ოთახში ორივესი რომ იყო, შუქი აანთო და თვალი მოავლო კედლებს, ისევ გაეღიმა... ისევ ჩამოუსრიალდა ლიყაზე ცრემლი... ცოტახანს სახატავ ტილოსთან ჩამოჯდა, იგრძნო როგორ შესცივდა, არასდროს შეეძლო საღამურებით ძილი... მხოლოდ მაისური, ტრუსი და ასეთ დროს ნაქსოვი წინდები ტერფებზე. მშვიდი მუსიკა ჩართო... ნელნელა ჩამოუყვა სურათებს და ერთიც არ გამორჩენია ისე გადაუსვა ყველას თითი, თითქოს იმ შეგრძნებების გაცოცხლებას ცდილობდა რაც ხელიდან გამოეცალა. ფეხი კედელთან ასწია, ეცადა გაწელვა გაეკეთებინა, გამოუვიდა, შემდეგ მეორე, თავი კედელს მიადო, ღრმად სუნთქავდა, თვალები გაახილა, ზეინის მომღიმარ თვალებს შეეჩეხა, ეს სურათი ყველაზე მეტად უყვარდა, ამიტომაც უფრო მოზრდილი ზომის დაბეჭდა, სიმწრის სიცილი აუტყდა, თავი ვეღარ შეიკავა, ფეხი დაუცდა და იატაკს დაენარცხა, დაჯახებისგან ტილოც გადააგდო, ფეხიც დაიზიანა და ახლა მის მიერ დაწყებულ ბიჭის ნახატს სისხლის წვეთები შეუერთდა... ბედის ირონიაო გაიფიქრა და გრძნობებს გამოხეთქვის სადუალება მისცა, ტიროდა, ისე როგორც არ უტირია, ეხლა დასტიეოდა თითქოს 8 თვის წინ დაკარგულს, ტირილისგან ხმა რომ ჩაუწყდა ნელა წამოდგა, შუქი ჩააქრო, თითქოს სიბნელეს უფრო მიეჩვია ბოლო ხანებში, ფიქრს უადვილებდა. კოჭლობით გამოვიდა საპირფარეშოს პატარა დერეფანში რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი იყო მისი საძინებლის და ამ ოთახის და პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა, ფეხმორთხმით ჩამოჯდა საწოლზე, აკანკალებული ხელით ეცადა ჭრილობის დამუშავებას, სულიერი ტკივილი იმხელა იყო ფიზიკურ ტკივილსაც კი უყუჩებდა...
     რაღაცამ შეაკრთო, თითქოს მწველი მზერა იგრძნო, ისე შეეშინდა ნატკენი ფეხიც დაივიწყა და სწრაფად წამოდგა საწოლიდან, სწრაფადვე მიხურა ვერანდაზე გასასვლელი კარი და ფარდა გადმოაფარა, საბანი ასწია და საწოლში შეწვა. დილით ისევ ადრე უნდა გაეღვიძა, ისევ ზეინთან უნდა წასულიყო და წიგნიც წაეკითხა, თვალები დახუჭა და ძილს მისცა თავი.

ჩუმად გასწია მინის კარი და შეუმჩნევლად შედგა ფეხი ოთახში, ბედმა გაუღიმა, კარგ დროს გადაწყვიტა გოგომ მოგონებებში ჩაძირვა, ოთახს თვალი მოავლო, ეს სხვა იყო, ეს არ იყო მისი სახლი, ეს ოთახი და ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეესწავლა, ოთახის კედლები გახუნებული ჭაობისფერი მოეჩვენა სიბნელეში, ავეჯი თეთრი იყო ეს დაზუსტებით იცოდა, ცენტრში, თავით კედელზე იყო ორსაწოლიანი ლოგინი მიდგმული, საწოლის ორივე გვერდით იატაკზე პატარა ოვალური ფორმის ფუმფულა ფეხსაგები (ხალიჩა), იქვე ოთახის ქოშები დაინახა, გაიფიქრა ალბათ ფეხშიშველი ადგაო, აქეთ-იჭით ტუმბოებით რომლებზეც ღამის სანათები დაედო, საწოლის მოპირდაპირე მხარეს ფართე დიდი გარდერობი იდგა, საწოლის მარჯვნივ, გრძელი შუშის ვიტრაჟის წინ ორი კედლების ფერი სავარძელი, შუაში მრგვალი თეთრი ოდნავ ამაღლებული მაგიდით (ჩაის მაგიდა) მის გვერდით კი დიდი სარკიანი კომოდი, საოცარი სისუფთავის და რაღაც გრილი ყვავილების სუნი იდგა ოთახში. წამის მეასედებში შეინახა გონებაში შესწავლილი სურათი. გაჟღერებული მუსიკის ხმაზე გვერდი იცვალა, პატარა ბნელ დერეფანში შეიყუჟა და დააკვირდა, უყურებდა თითქმის შიშველი, ლამაზი, რაღაცნაირად ამოუცნობი გოგონა როგორ ასრულებდა ბალეტის ილეთებს, როგორ ასწია ფეხი მთელ სიგრძეზე კედელთან და იგრძნო როგორ გახურდა, მართალია ადამიანურ გრძნობებში მოიკოჭლებდა მაგრამ ცხოველური ინსტინქტები გამძაფრებული ქონდა, საშინლად მოუნდა შეხებოდა და ყველანაირი სურვილი დაეკმაყოფილებინა, უცებ კივილი გაიგო და დაინახა სისხლმა როგორ დაუსველა ფეხი, ესეც ესიამოვნა... ჩუმად აყოლებდა თვალს მის მოქმედებებს, მაგრამ ალბათ იმდენად მწველად რომ რაღაც ანისიამაც იგრძნო, სწრაფად დახურა კრი და ლოგინში შეიმალა. ბიჭი როდესაც დარწმუნდა ეძინა, ნელა დაიძრა ვიტრაჟის წინ მდგარი სავარძლებისკენ, ერთერთზე დაეშვა, წელში მოიხარა, ხელებს შორის ჯიბის დანა მოიქცია და ცივი თვალებით დაუწყო საწოლში მწოლიარეს ყურება უკვე მერამდენედ ამ თვის მანძილზე

Alive   (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt