რეივენჰილი. 2004 წ.
ნეტავ რამდენი აცნობიერებს რამხელა სასწაულია ყოველი ახალი დღის დაწყება, როცა დაძინებისას არც კი იცი გაიღვიძებ თუ არა, მაგრამ იღვიძებ და მადლობის თქმაც კი გავიწყდება, თითქოს ეს ვალდებულება იყო, ასე უბრალოდ უნდა მომხდარიყო და ეს ღმერთის კეთილი ნება არ იყოს. ვერ ვხვდებით რომ უბრალოდ გაგვიმართლა და იმ იღბლიან სულიერთა შორის ვართ ვინც კიდევ ერთი დღე სამიწყალოდ მივიღეთ მარტივად და დაუმსახურებლად. არც მე მითქვამს მადლობა, უფრო მეტიც, დავწყევლე იმისთვის რომ გავიღვიძე, სულ ერთი წუთით მაგრამ მაინც. მერე ისევ გამახსენდა ის ერთადერთი მიზეზი თუ რატომ გავიღვიძე, მისი ღიმილი, მისი თვალები, თითქოს შეხებაც კი ნათლად ვიგრძენი, ჟრუანტელმა დამიარა, ზუსტად უსეთივე სიმძაფრით როცა ორი წლის წინ, პირველად რომ შემეხო... მალინისფერი სარაფანი ავირჩიე, მისი საყვარელი, გული გამალებით მიცემდა, სულ ასე მემართება როცა ვიცი რომ უნდა ვნახო... თითქოს ყოველდღიური ჩვევა არ იყოს უკვე ჩემი ცხოვრების. მაგრამ ალბათ ასეა როცა ადამიანი გეშენება, უბრალოდ შენია იცი, თითქოს სიტყვა სიყვარულსაც ვერ კადრებ იმდენად უფრო მეტია და აღმატებული. ღმერთო რამდენჯერ მიფიქრია რა შეიძლებოდა დამერქმია ჩვენი გრძნობისთვის... გამეღიმა... გამახსენდა როგორ ეცვლებოდა თვალების ფერიც კი ჩემი დანახვისას, სერიოზული კაციდან პატარა ბიჭად როგორ იქცეოდა უცებ, რომელსაც მუდმივად უნდა რაღაც დააშავოს. ეშმაკები როგორ იწყებდნენ თამაშს მის ქარვისფერ თვალებში. რამდენ ხანს არ ვიღებდი მის ამ გრძნობას, რამდენ ხანს ვერ ვიჯერებდი რომ ეს რაღაც სხვა, წრფელი და ნამდვილი იყო და არ მატკენდა, მერე კი რამდენჯერ დამიწყევლია ჩემი თავი რომ ამ ბედნიერებას თავიდან ვიცილებდი ზუსტად იმდენივე ხანს, რამდენ ხანსაც მისი არ მჯეროდა. ჩემი ცხოვრების 16 წელი უმისოდ გავატარე, ისე მენანებოდა თითქოს დაბადებიდანვე გავიგებდი რა იყო ეს გრძნობა. გიგრძვნიათ რომ მხოლოდ თქვენ ხართ ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, განსაკუთრებული, გიგრძვნიათ რომ მიწიერი არსებაც კი არ ხართ და რაღაც საოცრება ხართ? თუ არ გიგრძვნიათ არ ყვარებიხართ, რადგან ზუსტად ასე შეუძლია გაგრძნობინოს თავი იმ ერთადერთმა. როცა არავის ამჩნევს ირგვლივ შენს გარდა, როცა მისი დღე შენით იწყება და შენით მთავრდება, როცა იცის წუთში რამდენჯერ იფეთქა შენმა გულმა, ეს იმიტომ რომ იცის რამდენია ნორმა და შენ ყველაფერი ნორმაში უნდა გქონდეს. არადა მის გვერდით ეს შეუძლებელია, ჩემმა გულმა ხომ ათჯერ და ასჯერ სწრაფად ისწავლა ცემა რაც მისი დამერქვა. მე ხომ სიცოცხლე 16 წლიდან დავიწყე.
- ანისია ისევ გადაეშვი ფიქრებში! - ჩემს თავს შემოვუძახე, არ მინდოდა დამეგვიანა, თაროსთან მივედი, ავიღე ის რის გარეშეც ჩვენი შეხვედრები უკვე დიდი ხანია აღარ იმართება, ვუყურებდი თითქოს კიდევ ვფიქრობდი, ბოლოს თავის დაქნევით დავარწმუნე საკუთარივე თავი რომ კარგი არჩევანი იყო და სახლის კარი გამოვიხურე.
თავდახრილი მივაბიჯებდი მწვანე ბალახზე, ხელში ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი" მქონდა ჩაბღუჯული, გადავწყვიტე ეს ყოფილიყო ახალი წიგნი, რომელსაც წავუკითხავდი, რაღაცნაირად ეხმიანებოდა ჩემს გრძნობებს... ამ უცნობ ქალსაც სტკიოდა და მეც... ახლა ეგოისტურად წიგნიდანაც კი ვიღაცის ტკივილის ამოკითხვა მინდოდა... ის მაინც მოისმენდა, როგორც ამბობდა ეს მისი საყვარელი საქმე იყო, ესმინა ჩემთვის როცა მხოლოდ მისთვის ვკითხულობდი
ღიმილი მივაგებე, ვერ გავიმეტე იმისთვის რომ პირველივე შეხედვა სევდიანი ყოფილიყო, ისევ ისე როგორც 8 თვის განმავლობაში ყოველ დღე, ქარში, წვიმაში, მზეში ვაკეთებდი ახლაც დავჯექი ჩემივე მოწყობილ პატარა ხის სავარძელზე, რბილ ბალიშს ცელოფანი შემოვხსენი, მივეყუდე, ჯერ ცას ავხედე, გამონათებულმა მზემ თვალები მომაჭუტინა, ჩამეცინა... მასზე, ჩემზე, ყველაფერზე, წიგნს დავხედე, ხელი გადავუსვი, სუსტად ჩავახველე და მისთვის კითხვა დავიწყე. არ ვიცი რამდენ ხანს ვკითხულობდი, ზეინი ნამდვილად კარგი მსმენელი იყო, მზეს უკვე ადგილი ეცვალა ცაზე როცა ეიდენის ხმამ გამომაფხიზლა
- მეგონა უკვე წასული იქნებოდი...
- კითხვას შევყევით - გავუღიმე
დავინახე როგორ შეეცვალა სახე სევდით, უსიტყვოდ მოვიდა და მომეხვია. გავშეშდი, მეუხერხულა ზეინის წინ მისი სიახლოვე
- ანისია, მინდა იცოდე, მიუხედავად იმისა რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, იმ ფაქტს ვერაფერი შეცვლის რომ მე მიყვარხარ - თითქოს გაუჭირდა ამ სიტყვის თქმა, თითქოს მის წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო - მინდა ჩემი იმედი გქონდეს.
სწრაფად მოვიშორე, "იყო" ეს სიტყვა განგაშივით გაისმა ჩემს გონებაში და ერთი წამით აგრესიაც კი ვიგრძენი ეიდენის მიმართ. ისევ სევდიანად შემომხედა და თავი ჩახარა
- დღეს კარგი ამინდია - ვეცადე არ შემემჩნია რა მითხრა
- ხო... ნამდვილად - თავჩახრილმა ფეხით ბალახს დაუწყო წვალება
- კარგი მე წავალ რადგან მარტო აღარაა, გამეხარდა შენი ნახვა - ჩუმად ჩავილაპარაკე, წიგნი ავიღე და ზურგი ვაქციე
- ანისია, აცნობიერებ იმას რომ მკვდარი ბიჭი გიყვარს? - მისკენ გავიხედე, ისევ საფლავს იყო მიშტერებული
VOUS LISEZ
Alive (დასრულებული)
Fanfiction- თუ ვერ იპოვე ... მე მომკლავ... - ვეღარც ითვლიდა მერამდენედ ჩაუწყდა დღეს ხმა - ასეა მის, ასე, ისედაც არ მენაღვლება და თუ იმ ერთადერთშიც არ დამეხმარები რაშიც შეგიძლია, მეც მეწყინება და ნაწყენი ხასიათს ასე ვიკეთებ - ბავშვური ღიმილით აიჩეცა მხრები...