26

721 71 11
                                    

ფართოდ გახელილი თვალებით და ღიმილ შეპარული გამომეტყველებით ჭერს ასცქეროდა, მკერდზე ანისიას სახის მარცხენა მხარე ედო და მისი ნაზი აბრეშუმივით რბილი თმა ტალღებად ეფინა, სიამოვნებდა იმის აღქმა რომ გოგოს მშვიდად ეძინა მის გულზე, ბედნიერი იყო წუთების წინ მომხდარით, გონებაში რამდენჯერმე გადაახვია ის კადრი როცა სექსის მერე ანისიამ კოცნაზე კოცნითვე უპასუხა, მერე სირცხვილისგან აწითლებული სახე მის ყელში ჩარგო. თავზე რამდენიმე კოცნა დაუტოვა ჰარიმ და გულზე რომ მიიხუტა მალევე ჩაეძინა. შიგადაშიგ გადახედავდახოლმე და ამოწმებდა ხომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, იმდენად უხაროდა უნდოდა ახლავე ამდგარიყო, ეიდენის ბარში მისულიყო და მისთვისაც გაეზიარებინა თავისი ემოციები, საათს ისე დახედა დროის შესამოწმებლად, თითქოს არ იცოდა უკვე რომ თენდებოდა და მისი ახალი მეგობარიც უკვე სავარაუდოდ სახლის გზაზე იქნებოდა დაღლილ-დაქანცული და უძილო, ვერ ისვენებდა, მაგრამ ადგომას კი არა, ოდნავ გვერდის შებრუნებასაც ვერ ბედავდა რომ ანისიასთვის ტკბილი ძილი არ დაეფრთხო, უნდოდა მის მკლავებში გაღვიძებოდა, უნდოდა მის პირველ რეაქციას დაკვირვებოდა, უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ყველაფერი უცვლელად იყო. ბედნიერება გაუასმაგდა როცა გოგომ თვალის გახელისთანავე ღიმილი მიანათა, მერე სახეზე დააკვირდა და თითით თვალის უპეებზე მიეფერა
- არ გიძინია... - არ უკითხავს
- შენ გეძინა - ჰარიმ ნაზად აკოცა მის ტუჩებს
- მერე? - მისმა პასუხმა გააკვირვა
- მე შენს ძილს ვდარაჯობდი - გაეღიმა - ასეთი ანისიას ყურება სასიამოვნოა... მშვიდი და ნასიამოვნები სახე გქონდა...
- ნასიამოვნები? - ანისიას ენა დაება
- აჰამ - ჰარიმ გამარჯვებულის ღიმილი აიკრა სახეზე
- ჰარი! - წამოიყვირა და საბანი სახეზე გადაიფარა
- ჯანდაბა მგონია ქალიშვილობა გუშინ დაგაკარგინე - ისევ ლაღად ახარხარდა ბიჭი და საბანი ძალით მოაშორა
- ნუ დამცინი - საჩვენებელი თითი ცხვირთან აუწია ანისიამ
- არ დაგცინი ანისია... ბედნიერებას ჩემებურად გამოვხატავ
- მართლა ბედნიერი ხარ? - ხმა დაუსერიოზულდა და გამომცდელი მზერა მიაბყრო ბიჭს
- დარწმუნებით იმის თქმა შემიძლია რომ ასე კარგად თავი არ მიგრძვნია... თან რაიმეს დაშავების გარეშე... - უხერხულად ჩაიცინა - ისე, არასდროს მყოლია ვინმე ასეთი მორცხვი როგორიც შენ ხარ...
- რას ნიშნავს არასდროს გყოლია? მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს გულისხმობ? - წყენით არ უკითხავს, ინტერესი მეტად იგრძნობოდა
- მართალია... სისულელე იყო შედარება... - თავის ნათქვამს ჩაუფიქრდა - მე მომწონს შენი სიმორცხვე... იმდენად განსხვავებულია... შენს სულ სხვა ხარ ანისია
- საუზმე გინდა? - გოგომ ამ უხერხულობისგან თავის დახწევა გადაწყვიტა და ნელა წამოდგა, იქვე დადებული მაისური აიღო და გადაიცვა
- საცვლები არ ჩაიცვა... და ხო, საუზმე კარგი იქნებოდა
- ბლინები თუ ომლეტი? - ჰარის ნათქვამიდან მხოლოდ ამას მიაქცია ყურადღება და ტრუსი ამოიცვა
- ომლეტი - ჰარიც წამოდგა, ანისიას წინ დადგა, წელთან ნელა წაავლი ხელები და ტრუსი ჩაუწია, ფეხებზე ჩამოუცურა, თავადაც ჩაიმუხლა რომ ბოლომდე გაეხადა და ქვემოდან ამოხედა - არასდროს გამამეორებინო ორჯერ! რაღაცეები არ იცვლება - ისევ წამოდგა, ლოყაზე აკოცა და ისე, რომ თავად არც ჩაუცვამს სააბაზანოში გაუჩინარდა.
     ანისია შეეჩვია კიდეც რომ მისი მოულოდნელი საქციელი მასში მუდამ დაბნეულიბას იწვევდა და საათები სჭირდებოდა ამის გადასახარშად, ახლაც სხეული საუზმის მოსამზადებლად იყო მომართული, მაგრამ გონება ისევ მომხდარზე ფიქრობდა, დრო და დრო უხერხულად იქაჩავდა ჰარის ისედაც გრძელ მაისურს უფრო დასაგრძელებლად, თავად ჰარის კი კარგი გასართობი მისცემოდა ამ ყველაფრით და ისე რომ ანისია ვერც კი ამჩნევდა, სამზარეულოს კართან მიყუდებული ღიმილით აკვირდებოდა მის შეჭმუხნულ შუბლს და უხერხულ მოქმედებებს. ანისიამ საბოლოოდ მომზადებული ომლეტი ორი თეფშით მაგიდაზე დააწყო და ჭიქები ხილის წვენით შეავსო, ის იყო ბიჭისთვის უნდა ეხმო რომ იქვე შეამჩნია და ანიშნა დამჯდარიყო
     - უკვე გითხარი რომ კარგად ამზადებ? - კომპლიმენტის გაკეთება სცადა ჰარიმ
     - ყოველთვის რძით ვაკეთებ, უფრო ანაზებს გემოს - გამოტენილი პირით თქვა ანისიამ და ორივეს გაეღიმა

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora