33

571 64 16
                                    

     - შენ ჩემი პასუხის გეშინია ანისია... - ჯერ კიდევ ჩაფიქრებულმა გამომცდელად შეხედა - მაგრამ კონკრეტულად რაზე ნერვიულობ? იმაზე რომ გუშინ ნათქვამი არ დაგიდასტურო კიდევ ერთხელ... თუ იმაზე რომ ამჯერად უარვყო - საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო და მოჭუტული თვალებით ზემოდან ჩამოხედა
    თვალებს ვერ უსწორებდა, ყოველთვის სძულდა ის ფაქტი, რომ ჰარის მისი გადაშლილი წიგნივით წაკითხვა შეეძლო, ვერანაირ ემოციას ვერ მალავდა მისგან, ხშირად ისიც კი უფიქრია რომ ისეთ რამეს, რასაც თავად ვერ მიმხვდარიყო საკუთარ თავზე, მისთვის რომ ეკითხა, დაუფიქრებლად გასცემდა პასუხს.
     - შემომხედე ანისია, თვალებში მიყურე როცა გელაპარაკები - ფიქრებიდან მისმა ბოხმა, მოგუდულმა ხმამ გამოიყვანა
     - მე... მე არა... არა უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა, მეტი არაფერი - საცოდავად ამოილაპარაკა
     - ვის ატყუებ ანისია, შენს თავს? მე იცი რომ ვერ მომატყუებ - სახე ხელით ააწევინა
     - ჰარი მე დაბნეული ვარ, რატომ ისიც კი არ ვიცი, ჩემს თავს ვეკითხები და პასუხს ვერ ვპოულობ, შენ მაინც მოეშვი ჩემს წვალებას ძალიან გთხოვ - სასოწარკვეთილმა მიაყარა
     - ეს ყველაზე უკანასკნელია რაც მინდა... - გულზე მიიხუტა
      - მართალი მითხარი გუშინ? - წელზე ხელები მოჰხვია და მასზე სახემიკრულმა ყრუდ ამოილაპარა
     - ამაზე დიდი სიმართლე ჩემგან არც გაგიგია ...
     - ღამე აქ რატომ გეძინა? - თემა შეცვალა
      - ვფიქრობდი, თან მინდოდა მარტო დამეტოვებინე, ვიფიქრე ასე ჯობდა ორივესთვის, განსაკუთრებით შენთვის ...
      - ეს შენი სახლია ჰარი... და არ ხარ ვალდებული რომ....
      - მე ვალდებულების გამო არაფერს ვაკეთებ - ცოტა უხეშად გამოუვიდა
      - გასაგებია... იცი მგონი ყავამ უნდა გვიშველის - მკრთალად გაუღიმა - ძლიემა ყავამ
      - არ ვიციდი ყავას თუ სვამდი - ნირწამხდარმა თქვა ჰარიმ
      - რამე პრობლემაა? - გაკვირვება დაეტყო ანისიას
      - არ მიყიდია ყავა...
      - ოუ... - ჯერ დაიბნა, მერე გაეცინა - მგონი ძლიერი შავი ჩაიც წავა არა?
      - ჰო ... - თავი უხერხულად მოიფხანა - დღეს ვიყიდი, მგონი სჯობს სია ჩამომიწერო რა გვჭირდება ოჯახში
      - ოჯახში?
      - მინდოდა მეთქვა სახლში - გულში შეიგინა, თავი ხელში უნდა აეყვანა, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვერ სცნობდა
      - არა არა, ოჯახი უკეთესად ჟღერდა... - გაწითლდა, მაგრამ უნდოდა გუშინდელის მერე თავი უკეთესად ეგრძნობინებინა მისთვის - მგონი...
      - ასე ფიქრობ?
- არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა
- ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ავღნიშნოთ - დარწმუნებით თქვა ჰარიმ და კარისკენ წავიდა
- მოიცადე, რა უნდა ავღნიშნოთ? - გაკვირვებულმა თითქმის უკვე გარეთ გასულს დააწია კითხვა
- ის რომ ამ წუთამდე იჯახი არასდროს მყოლია - მოუბრუნებლად გასცა პასუხი და კარი ზურგს უკან მოიხურა

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora