10

761 72 11
                                    

     თავისი სახლის კარი რომ შემოგლიჯა სიბრაზის შკალა ალბათ იმ ციფრზე იყო მათემათიკურ ანბანში ბოლო ადგილს რომ იკავებს. გაბედა და ამ თავხედმა გოგომ ის სიცარიელე და სიცივე აგრძნობინა რასაც მხოლოდ თვითონ იწვევდა ადამიანებში, რაც უხსოვარ დროს დამარხა და არასდროს აპირებდა მიბრუნებოდა, რასაც ბავშვობა შესწირა და ამიტომ დღემდე არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. უხეშად დააგდო სხეული ლოგინზე და ზიზღიანი თვალებით დახედა, რა იყო მასში ისეთი რომ ჰარის აფორიაქება გამოეწვია, რატომ აახმიანა მასში ის მივიწყებული სიმები რომელზეც არასდროს არავის დაუკრავს, ალბათ იმიტომ რომ სჯეროდა მხოლოდ მას შეეძლო ასე უანგაროდ და წმინდათ მდგარიყო თავისი გრძნობის სადარაჯოზე? იქნებ იმიტომ რომ ალალად უნდოდა სხვისთვისაც გაეზიარებინა და დახმარებოდა იგივე ეგრძნოთ? იქნებ იმიტომ რომ ბედნიერების გაზიარება არც ეზარებოდა და არც ენანებოდა... მაგრამ ის ანისია ხომ თვეების წინ მოკვდა როგორც თვითონ თქვა... არა, ჰარი ნათლად ხედავდა მის დაცულ შორეულ კუნჭულში შემონახულ ცისფერ ნათებას რომელიც არაამქვეყნიური ძალით იზიდავდა და თავისკენ უხმობდა. მაგრამ გოგომ ამაზეც უარი უთხრა... არ ჩათვალა ღირსად... მხოლოდ ახლა შეამჩნია დაჭიმული მუშტებისგან დავუჟების პატარა ნაპერწკლებმა  როგორ დაიწყეს ჯერ მკლავებისკენ, შემდეგ ბეჭებისკენ და ბოლოს კისრისკენ ცოცვა. უცებ მოადუნა ხელები, აბაზანაში შევიდა და ცხელი წყლით ვანის ავსება დაიწყო. ცოტახანში ონკანი გადაკეტა და საძინებელში დაბრუნდა. უხეშად ასწია გოგოს დასვრილი სხეული საწოლიდან და გაუფრთხილებლად ჩასვა ვანაში, ანისია ელდისგან მომენტალურად გამოფხიზლდა, ჯერ ჰარის შეხედა რომელიც თავზე ედგა, შემდეგ ზედ დაიხედა, ისევ საღამურებით და წინდებით იყო, ოღონდ წყლით სავსე ვანაში, ბიჭმა ნელ-ნელა უკან სვლით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ისე, რომ გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია სააბაზანოს სკამზე ჩამოჯდა, წელში მოიხარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ხელში დანის თამაშით ანისიას მოგუდული ხმით მიმართა:
    - გაიხადე
გოგო არ განძრეულა, თითქოს ვერ გაიგო რა უთხრეს
- გაიხადე - მშრალი ხმით გაუმეორა ბიჭმა
ახლა შეკრთა ანისია, თითქოს ახლა მიხვდა მხოლოდ რას გულისხმობდა ჰარი, გაშეშდა, მეტყველების უნარიც დაკარგა და განძრევისაც
- შემიძლია ეს მე გავაკეთო ... - ფეხი ფეხზე დემონსტრაციულად გადაიდო და სკამის საზურგეს მიეყრდნო
- რატომ აკეთებ ამას... - ტუჩის კანკალით იკითხა გოგომ
- ამას რას?
- მამცირებ... მანადგურებ...
- ჯერ არაფერი გამიკეთებია მის - ჩვეული ირონიული ღიმილი მიაგება გოგოს
- არ გინდა გთხოვ - სასოწარკვეთილმა ამოიჩურჩულა ანისიამ
- ოუ... ეს უფრო მართობს მის, წინააღმდეგობა... როგორ გითხრა... რაღაცნაირად თავს ცოცხლად მაგრძნობინებს - სიტყვებით ეთამაშებოდა ჰარი გოგოს
- ამას არ გავაკეთებ! - ეცადა ხმაში სიმტკიცე შეენარჩუნებინა
- გააკეთებთ მის, გააკეთებთ, ამასაც და მეტსაც
- არ მედარდება, როგორც უკვე გითხარი თუ გინდა მომკალი
- როგორც უკვე გითხარი ზედმეტი ლაპარაკი შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ მის - ანისია დაიფიცებდა რომ პირველად დაინახა ბიჭის იდეალური ფართო ღიმილი, რომ არა... რომ არა ის შხამიანი ჭაობი თვალებში
- რას გულისხმობ...
- არ ვაპირებ მოკვდე, არ მგონია შენი სიკვდილი გაშინებდეს, მაგრამ, შეიძლება მოკვდეს უიმედოდ შეყვარებული ბიჭი ეიდენი... - დამნაშავის სახე მოირგო ჰარიმ და გაფითრებული ანისიას დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა. ხმის ამოუღებლად დასწვდა ანისია თავის წინდებს და გაიხადა
- წამოდექით მის
გოგო ნელა წამოდგა და ბიჭს მიაშტერდა, ბიჭმაც ხელის მარტივი მოძრაობით ანიშნა გაეგრძელებინა, სასიწარკვეთილმა მოავლო თვალი იქაურობას, რაღაცას ეძებდა, რამეს რაც თავდაცვაში, თავდასხმაში, თუნდაც გაქცევაში დაეხმარებოდა. ძველისძველი სააბაზანო იყო, რომ არა ეს სიტუაცია, ანისიას ალბათ მოეწონებიდა კიდეც, ფართე, დიდი ოთახი, ცენტრში ბოროკოს სტილის ვანით, იდესღაც მისი მოკაუჭებული, მოჩუქურთმებული ფეხები ალბათ იქროსფერი უნდა ყოფილიყო, ახლა სიძველისგან ფერს ვერ გაარჩევდით, გრძელი მძიმე ფარდა ეკიდა ერთადერთ ფანჯარაზე, შუაში, ოდნავ გადაწეული ფარდიდან კარგად ჩანდა სარკმელზე გარედან ვიღაცას გისოსები დაემაგრებინა. კედლები და იატაკი მობეჟო-მოსერო პატარა კაფელის ფილებით იყო დაფარული. ანისიასგან ხელმარჯვნივ პირსაბანი მაგიდა იდგა და მასზე ასევე იქროსფერი სარკე, მარცხნივ პირსახოცების სათავსოს წინ ერთადერთ სკამზე იჯდა ჰარი, საძინებლისგან განსხვავებით მიუხედავად სააბაზანოს სიძველისა სისუფთავე იდეალურად იყო დაცული, ალბათ რაღაცეები მართლაც ანაღვლებსო გაიფიქრა ანისიამ.
- მოთმინების საოცარი უნარი მაქვს მის - ჰარის სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლა გოგო და ნელა დასწვდა წელზე სველი მაისურის ბოლოებს, თავზე გადაიტარა და მკლავით როგორც შეეძლო მკერდი დაიფარა.
წინ წამოიწია ბიჭი და ცნობისმოყვარე თვალები მიაბყრო გოგოს, რომ დარწმუნა გოგო ვერ მიხვდა რა უნდა ექნა საჩვენებელი თითით საცვალზე მიანიშნა. ანისიამ აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა ფილტვებიდან და თავისუფალი ხელით ტრუსი ნელა ჩაიწია, თვალები დახუჭა და სახე გვერდზე შეაბრუნა.
ნელა წამოდგა ჰარი სკამიდან, ნელი
ნაბიჯებით მიახლოვდა გოგოს, საჩვენებელი და ცერა თითით ნიკაპს იზელდა, ცნობისმოყვარე ღიმილგაპარული თვალებით ათვალიერებდა გოგოს, საშინლად გაეწელა ანისიას წუთები, საშინლად იტანჯებოდა საძულველი ადამიანის წინ სამუზეუმო ექსპონატივით რომ იყო წარმოდგენილი სრულიად შიშველი და მისი მშიერი მზერა სხეულს სწვავდა. გაშლილი ხელი ლოყაზე მიადო, თავისკენ მოაბრუნებინა თავი, ჩაახველა უნდოდა ენიშნებინა გოგოსთვის მისთვის შეეხედა, ნელა მიაბყრო მზერა დარცხვენილმა და ბიჭიც ღრმად ჩააშტერდა თვალებში. გაეღიმა... დაინახა... დაინახა იქ სადღაც ღრმად ის ციხფერი ნათება, ზუსტად იციდა გაანადგურებდა და ჩააქრობდა რადგან მაშინ როცა პირველად ირწმუნა რომ რაღაცას შეცვლიდა მან უარი უთხრა, არც მისთვის იცეკვა, მაშინაც პირველად მოუნდა ადამიანისგან რაღაც წრფელი და მშვენიერი დაენახა და ვერც ის მიიღო. სხვა იყო ანისია და ამის გააზრება აცოფებდა. რამდენი მდედრი უნახავს, წაშლილები, დაცარიელებულები, უცნობს ისე ეკიდებოდნენ კისერზე, ისე უცვივდებოდნენ ლოგინში არც ფიქრობდნენ დღის სინათლეს რომ ვეღარ დაინახავდნენ, უტვინო ქალთა მოდგმა იყო და ზიზღის მეტი არც არაფერი უგრძვნია არასდროს მათ მიმართ, ცხოველური ინსტიქტების დასაკმაყოფილებელი ინკუბატორი, ყარდნენ, ყარდნენ იაფფასიანი ოდეკოლონის სუნად, ყარდნენ ყველა იმ კაცის სუნად ვინ მათ სხეულებს თელავდა და ამცირებდა, მხოლოდ სხეული კი არა სულიც უყარდათ, დამპალი ლეშის სუნს დაატარებდნენ ყველგან. ანისია... ანისია სხვა იყო, არ იცოდა არ უნდოდა მასზე ზეინის ნაკვალევი დაენახა თუ იმდენად წმინდა იყო მხოლოდ თავის სახეს და სურნელს ინარჩუნებდა. აგიჟებდა ის ფაქტი რომ ზეინისთვის ის ხელშესახები იყო, მის წინ კი იდგა ზიზღისგან და შიშისგან ათრთოლებული. იცოდა იმას რასაც ზეინი სიყვარულით იღებდა თვითონ მხოლოდ ძალით თუ დაისაკუთრებდა, რას არ მისცემდა რომ ზეინის ადგილზე ყოფილიყო, თავის კონტროლი დაკარგა, ეგოისტური გრძნობა ჭამდა და იმონებდა. უნდოდა ამ სიწმინდის და სინათლის ღირსი ყოფილიყო. მაგრამ ეს მისთვის არ იყო ... მისი ბნელი პიროვნება ამას ვერასდროს მიიღებდა. თმა ყურს უკან გადაუწია, თითი ნელა ჩამოატარა ლიყაზე:
     - დაიბანეთ მის... თქვენი სუფთა სხეული ჩემი ბინძური სულით უნდა წავბილწო - ეშმაკური ღიმით და უკან სვლით გავიდა სააბაზანოდან.

   აბა?? თქვით რამე )))

Alive   (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora